სიახლეები

Arrow Down Icon
Image 10 თებერვალი 2024 წელი

რამდენიმე წელია საქართველო ,,წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს" შეუერთდა. საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში კი იგი კვირეულად ვაქციეთ და წიგნის მოყვარულებმა სიამოვნებაც მივიღეთ. პირველი კლასის მოსწავლეებმა დიდი ინტერესით წაიკითხეს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები: ,,მერცხალი და მეცხვარე", ,,ბაყაყი და თაგვი" , ,,ვანო და ქვევრი", ,,ცბიერი კაჭკაჭი". მოთხრობებში მიმობნეული დიდაქტიკური ელემენტები ერთად განვიხილეთ და თითოეულს ღრმად და სწორად ჩასწვდნენ პატარები. მერე მხიარულად იმეორებდნენ, ,,ერთი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო". არც იაკობის ლექსი დავიწყებიათ და ამაყად ყვებოდნენ:,,გადგიშლი წიგნსა პატარას,მეც მოგიჯდები გვერდსაო,გასწავლი წერა-კითხვასა,არაკებს გეტყვი ბევრსაო."  IV ბ კლასში კი ახლახანს იროდიონ ევდოშვილის ,,ნაძვის ცრემლები" ვისწავლეთ. თხზულებებიც დავწერეთ და ის ახალი პერსონაჟებიც შევკრიბეთ ნაძვის ირგვლივ, ბუნების გაფრთხილების აუცილებლობაზე რომ გვიყვებოდნენ. ვისაუბრეთ საქართველოში გავრცელებულ აღმოსავლურ ნაძვსა და ახალი წლის ტრადიციაზეც. თემატურად დავუკავშირეთ და დოდო ვადაჭკორია-ხიმშიაშვილის საინტერესო მოთხრობა ,,ბროლის ციგა" წავიკითხეთ. აქაც ვიმსჯელეთ პერსონაჟების ხასიათსა და ბუნებისადმი დამოკიდებულებაზე, მათ კეთილშობილებასა და გულმოწყალებაზე. როლური თამაშიც მხიარული გამოგვივიდა. VI კლასში კი შარშან ,,ვეფხისტყაოსნიდან" როსტევანსა და თინათინს გავეცანით. წელს პროგრამულად ტარიელი და ავთანდილი უნდა ,,ვისტუმროთ". ამიტომაც საინტერესო და შთამბეჭდავი იყო პოემაში ,,უცხო მოყმის", ტარიელის უცნაური გამოჩენის ამბავი და მეფის მწუხარება, თინათინის სიბრძნე ( ,,კაცმან საქმე მოიგვაროს, ვეჭვ , ჭმუნვასა ესე სჯობდეს") და ,,ავთანდილის გაგზავნა მის ყმის საძებნად". იმდენად გაიტაცათ ,,ვეფხისტყაოსნის" აფორიზმებმა, მხატვრულმა ხერხებმა, ზუსტმა რითმებმა და რიტმის ჰარმონიულობამ, რომ ხალისით ენაცვლებოდნენ ერთმანეთს სტროფების წაკითხვისას. მერე კი ერთად განვმარტავდით ძველი და ახალი ქართულის უმშვენიერესი ნაზავით დაწერილი სტრიქონების აზრსა და მნიშვნელობას.წიგნის საჯაროდ კითხვის დღეები ასე ნაყოფიერად გავატარეთ.

სრულად
Image 30 იანვარი 2024 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა ზოგადი ჰიგიენის საკითხებს. გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევაში აღნიშნულია სკოლების სისუფთავის და ინფრასტრუქტურის გავლენა ჯანმრთელობაზე და ბავშვების აკადემიურ მოსწრებაზე. სკოლის ადმინისტრაცია ამ მიმართულებით ყოველწლიურ მონიტორინგს ატარებს. მოსწავლეებს, დაწყებითი კლასებიდან, სისტემატიურად უტარდებათ შესაბამისი სწავლება-ტრენინგები ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით. ჰიგიენის საკითხებთან დაკავშირებულ დელიკატურ თემებზე სწავლებას ატარებს, როგორც სკოლის ექიმი, ცირა მემანიშვილი, ასევე მოწვეული სპეციალისტები. ამჯერად მე-5, მე-6, კლასის მოსწავლეებს ტრენინგი ჩაუტარა  ახალგაზრდა ექიმ -მეცნიერთა საზოგადოების წევრმა  სოფიო გოგუამ . სასწავლო ვიდეორგოლის ნახვის შემდეგ მოსწავლეებსა და ექიმ სპეციალისტს შორის გაიმართა ინტერაქცია, დასმული იყო საინტერესო შეკითხვები ჯანმრთელობის საკითხებსა და სწორ კვებაზე.

სრულად
Image 15 იანვარი 2024 წელი

მასწავლებლისთვის ყველაზე დიდი ჯილდო, მოსწავლის წარმატებაა - საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მოწაფეები კი პედაგოგებს სიამაყის საფუძველს ხშირად აძლევენ. ამჯერად , სკოლაში მეორეკლასელი დჩი გაგოშიძის მიღწევით ხარობენ. მოსწავლემ ბრწყინვალე წარმატება ქართული ენის ოლიმპიადაში მოიპოვა და ასახელა სკოლა, მასწავლებლები და მშობლები. მოსწავლის მიღწევა განსაკუთრებით საამაყოა მისი მასწავლებლის - ლეილა თვალაბეიშვილისთვის. ,, პირველი ადგილი ჩვენია, გავიმარჯვეთ , ლეიკო მას!"-ამ სიტყვების გაგონებისას ჩემი გულისცემა, ალბათ, ყველას ესმოდა...ყველაფერი კი დაიწყო ასე: მეორეკლასელმა დაჩი გაგოშიძემ პირველად მიიღო მონაწილეობა კინგსი საქართველო • Kings Georgia -ს ქართული ენის ოლიმპიადაზე . პირველსა და მეორე ტურში უმაღლესი 100 ქულით შეფასდა და სუპერფინალის ხუთეულში მოხვდა. წარმომიდგენია , რაც ხდებოდა პატარა დაჩის გულში, რამხელა პასუხისმგებლობაა , არ გაუცრუო იმედი მათ, ვისაც შენი სჯერა  ასახელო სკოლა , გაახარო მშობლები და ახლობლები. სუპერფინალშიც გავიმარჯვეთ ...ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს, როცა შრომა გიფასდება  მასწავლებლისთვის მოსწავლის წარმატებაა ყველაზე დიდი ჯილდო .დღეს უკვე ბანაკში გაემგზავრა დამოუკიდებლად... წარმატებები ჩვენს საოცარ ბიჭს... მიყვარხარ უსასრულოდ  დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრჯერ ასახელებ ჩვენს სკოლას". წყარო: www.etaloni.ge

სრულად
Image 25 დეკემბერი 2023 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში ტრადიციისამებრ, გაიმართა2021-22 სასწავლო წლის კურდამთავრებულთა დაჯილდოება. მათ გადაეცათ კუთვნილი ოქროსა და ვერცხლის მედლები.     სკოლის აღმასრულებელმა დირექტორმა ლალი მელივამ და კლასის დამრიგებელმა თათია მხეიძემმედლები გადასცეს შემდეგ მოსწავლეებს:1. თიკა დარახველიძეს;2. მარიამ გრძელიძეს;3. იოანე ჩხაიძეს;4. მარიამ ბუქურს;5. სანდრო შიხიაშვილს;6. ნია შანიძეს;7. ნიკოლოზ ბადალაშვილს. სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ მნიშვნელოვან ჯილდოს და უსურვებენ კარიერულ წარმატებებს.

სრულად
Image 24 დეკემბერი 2023 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში ახალი წლის შემობრძანებას დიდი სიხარულით და ჟრიამულით ხვდებიან. ზოგადად, ეს სკოლა იმით არის გამორჩეული, რომ გუნდური მუშაობა და ურთიერთანადგომა მთავარი პრიორიტეტია. ამ უდიდეს და საპასუხისმგებლო მისიას, დაარსების დღიდან, უმთავრეს მოვალეობად მიიჩნევს სკოლის აღმასრულებელი დირექტორი ლალი მელივა. ამგვარი დამოკიდებულება, სასწავლებლის დაარსებიდან დღემდე, თითოეული პედაგოგისთვის ცხოვრების წესად იქცა.  სწორედ ასეთი მაჟორული განწყობა დაჰკრავდა I ბ კლასის საახალწლო წარმოდგენას: ,,ზამთრის მეფე". კლასის დამრიგებელმა, ნინო გაგოევმა შესანიშნავად, პატარების ხასიათის შესაბამისად, გადაანაწილა როლები და წარმოდგენაც ხალისიანად და საინტეროსოდ წარიმართა. მხატვარ მარი მჟავიას მიერ შექმნილმა სასცენო დეკორაციამ კიდევ უფრო სანახაობრივი და მშვენიერი გახადა სცენა.მუსიკალურმა შესრულებამ, რომელიც ნინო ბიბილურის ჯადოსნური კლავიშის და უზადო შემოქმედებითი ოსტატობის შედეგი იყო, მაყურებელის დიდი აპლოდისმენტები დაიმსახურა.ნათია ხუჭუას ქორეოგრაფიულმა ნომრებმა უფრო დიდი ხიბლი შესძინა წარმოდგენას. მოსწავლეებისა და დამრიგებლის მიერ შესრულებულმა საცეკვაო გამოსვლამ წარმატებით დააგვირგვინა დღის ემოციური განწყობა. სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები წარმატებას უსურვებენ ყველას, ვინც სკოლის აღსაზრდელების ინტელექტუალური და შემოქმედებითი განვითარებისთვის ენერგიას არ იშურებენ.  

სრულად
Image 23 დეკემბერი 2023 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მასწავლებლის მარი თაბაგარის სარეჟისორო ჩანაფიქრით, Iა კლასის მოსწავლეებმა გამართეს ლიტერატურული სპექტაკლი :  ,,ჩემი აფრიკელი ბებია"მრავალი ლიტერატურული პრემიის მფლობელის, მარიამ წიკლაურის ამავე სახელწოდების საბავშვო რომანის მიხედვით. წარმოდგენამ შესანიშნავად ჩაიარა, დიდხანს არ წყდებოდა მაყურებელთა აღტაცებული აპლოდისმენტები, რადგან პატარებმა წარმოუდგენელი სამსახიობო ოსტატობით წარმოაჩინეს სხვადასხვა ხასიათის გმირთა გალერეა...მეტყველება,  პლასტიკა,  არტისტიზმი,  მუსიკალური ნომრებისთვის შესაბამისი სმენით შესრულება სცენები იმ ადამიანთა დამსახურებაა, ვინც ენერგია არ დაიშურა საქმის ხარისხიანად სრულსაყოფად. რეჟისორი, სცენარის ავტორი, მხატვარ-დეკორატორი - მარი თაბაგარი.მაესტრო, ნინო ბიბილურის საშემსრულებლო სკოლა ყველა ბავშვისთვის კარგი სიმღერის შთაგონებაა.დამრიგებელი - ეკა ბიბილური რეჟისორითვის ის ძალა იყო, რომლის გარეშეც სასურველი შედეგი ვერ დადგებოდა.პროდიუსერი და არერთი პროექტის მხარდამჭერი, უცვლელად, სკოლის აღმასრულებელი დირექტორი - ლალი მელივაა.  სტუმარი მარიამ წიკლაური კი ამ სიტყვებს აქვეყნებს საკუთარ Facebook გვერდზე:,,ვერ წარმოვიდგენდი ასე პატარა ბავშვებს ამდენი თუ შეეძლოთ, თითქმის საათიანი წარმოდგენა გამართეს, უამრავი ლექსით, სიმღერით დამშვენებული. მარი მასწავლებელი არის მათი რეჟისორიც, სცენარისტიც, სცენოგრაფისტიც. ისეთი კარგი ბავშვები გავიცანი. მშობლებიც გვესწრებოდნენ, ავტოგრაფებიც დავარიგეთ, მერე კი მეოთხეკლასში გადავინაცვლეთ. იქ უკვე დიდი მკითხველებივით მესაუბრნენ "ჩემს აფრიკელ ბებიაზე". აინტერესებდათ, რამდენად რეალური იყო ქვის ტროლად გადაქცევის ამბავი, ან რატომ ავირჩიე აფრიკის კონგო და არა სხვა ქვეყანა, რამდენ ხანში დავწერე ეს წიგნი, როგორ ვქმნი ამ სიტყვათა ახალ კომპოზიტებს და უამრავი რამ. ყველა შეხვედრის მერე ის მახარებს, რომ ბავშვები კითხულობენ წიგნებს, არიან ძალიან გონიერები, ფიქრობენ, აზროვნებენ და მზად არიან სამყაროდან სიკეთის მისაღებად და გასაცემადაც. მადლიერებით ვარ სავსე მთელი სკოლის მიმართ. როგორი გულთბილი დახვედრა მომიწყვეს სკოლის მესვეურებმა, როგორ უვლიან თავიანთ სკოლას,მოსწავლეებს და რა კარგი მასწავლებლები ჰყავთ. მადლობა დღევანდელ ჩემს მასპინძლებს ,ბავშვებს და ყველას ვინც ამ შეხვედრაში მონაწილეობდა.მარი მასწავლებელო, მარი თაბაგარი თქვენ განსაკუთრებული მადლობა ამდენი შრომისთვის და სიხარულის ჩუქებისთვის! ბედნიერი ახალი წელი, ჩემო ახალო მეგობრებო!"

სრულად
Image 20 დეკემბერი 2023 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებას. სამყაროს შემეცნების პროცესში ბავშვებს უამრავი შეკითხვები უჩნდებათ. ასტრონომია კი მათი დაკვირვების პირველ სამეულში შედის. მე- 10 კლასის მოსწავლის ანდრია გოგობერიშვილის ინიციატივით, დაწყებითი კლასების პატარები დიდი ინტერესით გაეცნენ გალაქტიკაში არსებულ ვარსკვლავების ნაირსახეობებს. მიიღეს ინფორმაცია, რომ ჩვენს გალაქტიკაში, ,,ირმის ნახტომში" არის 200 მილიარდიდან 400 მილიარდამდე ვარსკვლავი. შეუიარაღებელი თვალით კი ცაზე დედამიწიდან მხოლოდ 1500-მდე ვარსკვლავი და 88 თანავარსკვლავედი ჩანს. ჩვენი გალაქტიკა საშუალოზე დიდი გალაქტიკაა. საშუალოდ თითოეული გალაქტიკა შეიცავს 100 მილიარდზე მეტ ვარსკვლავს, ხოლო გალაქტიკების რაოდენობა მინიმუმ 2 ტრილიონია. ჩვენი გალაქტიკა ბგერის სიჩქარეზე სწრაფად იზრდება და მის კიდეებზე მუდმივად წარმოიქმნება ახალი ვარსკვლავები. დაახლოებით 3 მილიარდი წლის შემდეგ რძის გზა ამჟამინდელზე ხუთი პროცენტით დიდი იქნება. დაახლოებით 40 ახალი ვარსკვლავი ჩნდება ჩვენს გალაქტიკაში ყოველდღიურად. ამ ყველაფერს ის დაემატება, რომ 4 მილიარდი წლის შემდეგ ჩვენს გალაქტიკას დაეჯახება სპირალური გალაქტიკა "ანდრომედა" და წარმოიქმნება მეგაგალაქტიკა სახელად "მილკომედა" და შემდეგ "გვექნება" დღევანდელზე ბევრად მეტი ვარსკვლავი. ეს შეჯახება არ გამოიწვევს კატასტროფულ შედეგებს და არ მოხდება ვარსკვლავების პირდაპირ ერთმანეთზე დაჯახება. ამ მონათხრობიდან მოსწავლეებმა გაიგეს, რამდენი დასახელების ვარსკვლავი არსებობს:პროტოვარსკვლავი, ყავისფერი ჯუჯა ვარსკვლავი, ნახევრად ყავისფერი ჯუჯა ვარსკვლავი, თი თაური ვარსკვლავი,ჰერბიგის ვარსკვლავიმოელვარე ვარსკვლავები. სკოლის ადმინისტრაცია უფროსკლასელთა ინიციატივას აქტიურად უჭერს მხარს და სამომავლოდ იგეგმება მსგავსი აქტივობები სხვადასხვა დისციპლინებში საჭირო ცოდნის გასაზიარებლად.

სრულად
Image 15 დეკემბერი 2023 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლაში უცხო ენების შესწავლისას დიდი ყურადღება ექცევა ენის დაუფლებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სპეციფიკური საკითხების პრაქტიკულად წარდგენის დეტალებს. ამ ეტაპტზე ყურადღება გამახვილდა Debates in English language-ზე . მე-7 კლასის ინგლისურის პედაგოგმა, ანა ხელაიამ მოსწავლეებს დებატების ფორმატში წარსადგენი პრეზენტაცია შეთავაზა: თემა: უცხო ენებთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემები/საკვანძო საკითხები. მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაციები და წარადგინეს აუდიტორიის წინაშე.პრეზენტაციის თემები იყო:1. Is speaking English bad for native language?2. Chinese is the language of future3. What if everyone in the world spoke the same language4. You can't start a job unless you are billingual5. Films and TV series are always better in original version6. We should speak enemy's language7. English is essential to learn8. English has positive/negative influence in teenagers9. Second language in first grade is necessery10. Students should be able to choose which foreign language to study. პრეზენტატორებმა პრეზენტაციები წარადგინეს საუკეთესოდ.  გამოავლინეს ენაში არსებული ლექსიკური მარაგის სწორი გრამატიკული კონტექტებით წარმოთქმა. ლოგიკური შეკითხვების დასმის ოსტატობა და პასუხების სისხარტე. ენობრივი ერთეულების სწორი წარმოთქმის ტექნიკა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ: სკოლის აღმასრულებელი დირექტორი ლალი მელივა, პედაგოგები და მოსწავლეები.ლალი მელივამ მოსწავლეებს მიულოცა წარმატებული გამოსვლა და მიუთითა საყურადღებო დეტალებზე , რომელიც თითოეულმა მათგანმა გამოავლინა პერსონალურ სფიჩში .

სრულად
Image 09 დეკემბერი 2023 წელი

10 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიდ დარბაზში ბავშვთა და ახალგაზრდული გუნდების ფოლკლორული ფესტივალი ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის ანსამბლი - იაკამი.ხელმძღვანელი: ნინო ბიბილურიიმედის დილის ეთერი, გადაცემა - "ჩვენი ოჯახი" წარმატებებს ვუსურვებთ უნიჭიერეს მუსიკოსს და საოცრად ნიჭიერ თაობას.

სრულად
Image 08 დეკემბერი 2023 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეებს სხვადასხვა საგნების მასწავლებელთა მხარდაჭერითა და ინიციატივით ეძლევათ საშუალება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში არსებული კულტურული მემკვირეობის დათვალიერერების, რათა გაიმდიდრონ ცოდნა საკუთარი ქვეყნის ღირშესანიშაობების შესახებ ცივილიზაციების განვითარებასთან შესაბამისობაში. სკოლის პედაგოგებმა,  ირმა წითაძემ და  გური ბაბილოძემ  მე- 7 კლასის მოსწავლეებს დაათვალიერებინეს, თბილისში,  ეროვნულ მუზეუმში განთავსებული კოლექციები: ევრაზიაში აღმოჩენილი უძველესი ადამიანის ნაშთები, უნიკალური არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ნივთები, ბუნების ისტორიის ამსახველი მასალა, ქრისტიანული კულტურის მდიდარი მემკვიდრეობა – ჭედური და ფერწერული ხატები, ჯვრები, ნაქარგობა, ტიხრული მინანქარი; პირველხარისხოვანი აღმოსავლური ძეგლები, ნუმიზმატიკის მდიდარი კოლექცია, ოქროსა და ვერცხლის ნატიფი სამკაულები ანტიკური კოლხეთიდან, სხვადასხვა დროის ქართველი და ევროპელი მხატვრების შესანიშნავი ნამუშევრები. მოსწავლეები აღფრთოვანებული ისმენდნენ და აკვირდებოდნენ თითოეული ნივთის ისტორიას და სკოლაში შთაბეჭდილებებით სავსე დაბრუნდნენ.

სრულად