მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
24 აპრილი 2024 წელი

წმინდა ნინოს სახელობის სკოლის პატარა გარემოსდამცველები

დღეს ჩვენი სკოლის ეზოში პირველკლასელები აფუსფუსდნენ. თავიანთი პატარა ხელებით მარწყვისა და ჟოლოს ნერგები დარგეს. ასე აღნიშნეს დედამიწის დღე და თვითონაც იხალისეს. მათ ყველაზე მეტად ის ახარებთ , რომ ამ ნერგებზე თვითონვე უნდა იზრუნონ. მომავალში კი მოსავალს მოიწევენ და პირსაც ჩაიტკბარუნებენ.

ჩვენს პატარა გარემოსდამცველებს სჯერათ, რომ ამით დედაბუნებას იცავენ და ჯანსაღი გარემო კი ჩვენს პლანეტას მეტად საიმედოს გახდის. ეს ნაყოფიერი დღე პირველკლასელებს არასოდეს დაავიწყდებათ , რადგან იციან , რომ “დედამიწა ჩვენი სახლია”.