სიახლეები

Arrow Down Icon
Image 28 მაისი 2024 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის V - VI - VII კლასის მოსწავლეები, კლასის დამრიგებლებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად იმყოფებოდნენ კახეთის რეგიონში, კერძოდ, სიღნაღის ცენტრალურ ნაწილში. მოინახულეს ქალაქის ღირშესანიშნაობები. საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში, მდებარე ქალაქი სიღნაღი ცნობილია თავისი ისტორიული და კულტურული მნიშვნელობით. ის მდებარეობს ალაზნის ველის გასწვრივ და გამოირჩევა უნიკალური არქიტექტურითა და პანორამული ხედებით. სიღნაღი ხშირად მოიხსენიება "სიყვარულის ქალაქად" ქალაქი ცნობილია ღვინის წარმოებითა და კულინარიით. მოსწავლეებმა მოინახულეს ბოდბის მონასტერი, წმინდა ნინოს საფლავი, ქრისტიანობის მქადაგებლისა და განმანათლებლის. სკოლის მომღერალთა გუნდმა შეასრულა საგალობლები. დღის მეორე ნახევარში კი გამართეს პიკნიკი, სხვადასხვა გასართობით და სპორტული აქტივობებით.

სრულად
Image 27 მაისი 2024 წელი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტ   „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის" ტურებში წარმატებით მონაწილეობდნენ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეები: გუნდის კაპიტანი _ თორნიკე კუტუბიძე; ანასტასია ციცქიშვილი, საბა ფონჯავიძე, სანდრო ჩანჩიბაძე და ნიკოლოზ მახაშვილი. პროექტის ფინალური თამაში სასტუმრო ბილტმორთ ბილისში გაიმართა და მასში 40 საჯარო და კერძო სკოლის გუნდი მონაწილეობდა. ჩვენი სკოლის გუნდს ხელმძღვანელობდა კატეხიზმოს მასწავლებელი - გუგა ბენდელიანი. პროექტში წარმატებული ასპარეზობისთვის ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარის, ნოე რამიშვილის, შვილიშვილმა მიშელ რამიშვილმა დააჯილდოვეს ფინალისტები. საგანმანათლებლო პროექტს, რომელიც ჩვენი ქვეყნის 1918-1921 წლების ისტორიით მოსწავლეთა დაინტერესებას ემსახურება, ეროვნულმა არქივმა საფუძველი 2015 წელს ჩაუყარა. ის „რა? სად? როდის?“ ინტელექტუალური თამაშის პრინციპით ტარდება. 2024 წელს პროექტში მთელი საქართველოს მასშტაბით 250-მდე ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის VIII-XI კლასის მოსწავლე მონაწილეობდა. პროექტი განხორციელდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.

სრულად
Image 22 მაისი 2024 წელი

ცნობილია, რომ ქართული სამზარეულო - ქართული კულინარია, გამოირჩევა უნიკალური არომატებით. საქართველოს გეოგრაფიული და კულტურული მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში შემუშავებულია განსხვავებული და ეგზოტიკური კერძების მომზადება. საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებელმა -  მზია მელივამ, მე-9 კლასის მოსწავლეების უშუალო ჩართულობით, მოამზადეს: ქართლში, გურიაში, სამეგრელოსა და რაჭაში განთქმული კერძები. მოსწავლეები გადანაწილდნენ ოთხ სამუშაო ჯგუფში. თითოეული მათგანი საქართველოს კუთხეებს წარმოადგენდნენ. გურიის მხარეს ანასტასია ციცქიშვილიმა, ნატალი ქობელაშვილიმა, მალხაზ წვერიკმაზაშვილმა და მათე ხიდაშელმა აირჩიეს. ქართლს - ნინი მახაშვილი, ანა გრიგალაშვილი, ალექსანდრე ჩივაძე და ლუკა სიდამონიძე. სამეგრელოს რეგიონი წარმოადგინეს: ანანო ხვედელიძემ, ირაკლი კარტოზიამ, გიორგი ფილფანმა და ლიზი პაპაშვილმა. რაჭველების უგემრიელესი კერძები კი მოამზადეს: ლუკა შიხიაშვილმა, ავთანდილ მაღლაკელიძემ, გეგა ერგემლიძემ და ცოტნე იარალიშვილმა. საკვების მომზადების პროცესი ხალისიანად და სამზარეულოს წესების სრული დაცვით წარიმართა.გურული ღვეზელი, წარმოდგენილი იყო საუკეთესო ვერსიით.ლობიანი, ჭადი, ნიგვზიანი სალათა, ხარჩო, ჩახოხბილი, ფხალეული, ბაჟე, ღომი, გებჟალია, ფელამუში, შინდის შეჭამადი - ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც მოსწავლეებმა მოამზადეს. აქტივობის მნიშვნელოვანი ასპექტი ქართული ღვინო იყო, რომელიც განთქმულია მთელ მსოფლიოში. ღვინის მომზადების ქართული ტრადიცია უკვე რამდენიმე ათასი წლისაა და ქართულ ღვინოს განსაკუთრებული გემო და არომატი აქვს. ამიტომ, სუფრას ამშვენებდა კონკრეტული კუთხეების მიერ წარმოებული ღვინის ასორტი. დეგუსტაციას ესწრებოდა სკოლის აღმასრულებელი დირექტორი - ლალი მელივა და სხვადასხვა საგნების პედაგოგები.სკოლის დირექციამ ოთხივე გუნდი ბოულინგის გასართობ ცენტრში დაპატიჟა.

სრულად
Image 21 მაისი 2024 წელი

20 მაისი ემოციებით დატვირთული დღეა. ჩვენს სკოლაში თქვენთვის ბოლო ზარი დაირეკება და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადახვალთ. სწორედ ეს ახალი გზა გვინდა დაგილოცოთ და გისურვოთ, რომ წარმატება, იმედი და სიხარული იყოს თქვენი მუდმივი თანამგზავრი. თორმეტი წლის შემდეგ გიშვებთ ამ სკოლის კედლებიდან და სიხარულს განშორების სევდაც ახლავს. მთავარი კი ის არის, რომ უპირობოდ გვეიმედებით. დაე, მომავლის გზაზე ამაყად გევლოთ და ჩვენი სამშობლოს ღირსეული შვილები და მამულიშვილები ყოფილიყავით. ჩვენო კურსდამთავრებულებო, მშობლებო, მასწავლებლებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს დღეს! გამარჯვებით გევლოთ!   

სრულად
Image 19 მაისი 2024 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლა ყოველწლიურად აწყობს ექსკურსიებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ამჯერად კახეთის ღირშესანიშნაობებსა და ხუროთმოძღვრების ძეგლებს ესტუმრნენ მოსწავლეები. სკოლის დირექციასთან და პედაგოგებთან ერთად, ჯერ ღვინისგვირაბი შემდეგ ალევერდისა და ახალიშუამთის მონასტერები მოილოცეს. შთაბეჭდილებებითა და ემოციებით სავსე დღე იყო. დასამახსოვრებელი და მდიდარი ინფორმაციით დატვირთული.

სრულად
Image 17 მაისი 2024 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში შთამბეჭდავი ლიტერატურული ღონისძიება გაიმართა. მე-6 კლასის მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას წარუდგინეს ლიტერატურული სპექტაკლი - "ჭაბუკები დარჩნენ მარად". სპექტაკლის რეჟისორი მარი თაბაგარი გახლავთ, რომელიც შემოქმედებითი პროცესის შესახებ თავად გვიყვება და მოსწავლეთა ენთუზიაზმი და დირექტორისა და კოლეგების მხარდაჭერა ახარებს. " როცა სასწავლო პროგრამის ფარგლებში ლადო ასათიანის "ბარდნალა" და მირზა გელოვანის "ცხრაკარა" ისწავლე, პოეტებზეც ბევრი ვისაუბრეთ. მათმა დიდმა ინტერესმა და ჩემმა დიდმა სიყვარულმა ლადო ასათიანისა და ალექსანდრე საჯაიას შემოქმედების მიმართ, სურვილი გამიჩინა, მათთვის გიორგი ნაფეტვარიძისა და ალექსანდრე საჯაიას შემოქმედებაც გამეცნო. შემოქმედს კი ყველაზე კარგად მაშინ ეცნობი, მის ბიოგრაფიასაც რომ თვალს გადაავლებ და ნაბიჯ-ნაბიჯ გაყვები იმ ცხოვრების გზაზე, სადაც ტკივილი თუ სიხარული მოულოდნელად წამოწევია და ლექსად, წერილად თუ ჩანაწერად დარჩენია. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ გავიარეთ ოთხივე პოეტის ცხოვრებაცა და შემოქმედებაც და მათი მარგალიტებით ავკინძე სცენარი. ინსცენირების პროცესიც საინტერესო აღმოჩნდა და რეჟისორულმა ხედვამ მოსწავლეთა ინტერესიც ზუსტად აღმაქმევინა. მუშაობის პროცესში ჩვეული ენთუზიაძმითა და ლიტერატურის დიდი სიყვარულით მედგა მხარში სკოლის აღმასრულებელი დირექტორი, ქალბატონი ლალი მელივა; შეუდარებელმა ნინო ბიბილურმა კი ამჯერადაც შესანიშნავი მუსიკალური ნომრები მოამზადა; ქორეოგრაფია თავის თავზე აიღო უნიჭიერესმა ნათელა ჩხაიძემ. სპექტაკლს მშობლებისა და მასწავლებლების გარდა ესწრებოდნენ საპატიო სტუმრებიც; ფილოლოგიის დოქტორი, ლიტერატურათმცოდნე, ლიტერატურის კრიტიკოსი, ქალბატონი თამარელა წოწორია, რომელმაც დასასრულსვრცლად და საინტერესოდ ისაუბრა სპექტაკლისა და პოეტების შემოქმედებაზე; ჟურნალისტი, პოეტი, ქალბატონი მარინა თექთუმანიძე და პოეტი ეკა ქაჯაია გულწრფელი ცრემლით, ნაადრევად გარდაცვლილი პოეტების სიყვარულის გარდა, ალბათ ბავშვების სამსახიობო ნიჭსაც ეხმიანებოდნენ. სამწუხაროდ, მოულოდნელი შეტყობინების გამო, სპექტაკლს ბოლომდე ვერ დაესწრო ქალბატონი მარინა, თუმცა მოგვიანებით მითხრა, რომსასაუბრო და სათქმელი უამრავი ჰქონდა. ის ხომ წლების მანძილზე იყო გაზეთ "ნორჩი ლენინელის" რედაქტორი. იმ "ნორჩი ლენინელის", რომელთანაც წლების წინ ჩვენი პოეტები ლადო, მირზა, გიორგი და ალექსანდრე თანამშრომლობდნენ. კიდევ ერთხელ, მადლობა თითოეულს სტუმრობისა და ლიტერატურული საღამოს (სპექტაკლის) გალამაზებისთვის. დასასრულს, თუკი ამ ბავშვების გულში ლადო ასათიანის, მირზა გელოვანის, გიორგი ნაფეტვარიძისა და ალექსანდრე საჯაიას შემოქმედების მიმართ ინტერესი და სიყვარული გავაღვივე, თუკი მათმა მეხსიერებამ ის ზღვა ინფორმაცია შემოინახა, რაც სპექტაკლზე მუშაობის პროცესში მიიღეს, ვიტყვი, არა მხოლოდ სცენარისტისა და რეჟისორის მისია, არამედ პედაგოგის მიზანი და ჩანაფიქრიც ზუსტად შემისრულებია. წარმატებას ვუსურვებ ამ უნიჭიერეს ბავშვებს მშობლებთან და მშობლიურ წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლასთან ერთად", - გვეუნება პედაგოგი და ღონისძიების ფოტოებისთვის პედაგოგ სოფო გორგილაძეს დიდ მადლობას უხდის. წყარო: www.etaloni.ge

სრულად
Image 02 მაისი 2024 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში ტრადიციად იქცა მოსწავლეთა ჩართულობა შრომით საქმიანობაში. ამჯერად, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მე-2 კლასის მოსწავლეებმა, კლასის დამრიგებელის,  ელენე მიროტაძის დახმარებით დარგეს ბოსტნეული, რომელსაც შესაბამისად მოუვლიან, მორწყავენ, სარეველა ბალახებისგან გაწმენდავენ და საშემოდგომო მოსავალსაც აიღებენ. მნიშვნელოვანია, ის ფაქტი, რომ ამგვარი აქტივობით ისინი ადრეული ასაკიდანვე გამოიმუშავებენ მიწაზე მუშაობის მცირე გამოცდილებას.

სრულად
Image 02 მაისი 2024 წელი

2 მაისს, წმინდა ნინოს სახელობის სკოლის პირველკლასელები ხელოვნების მუზეუმს ეწვივნენ. მონაწილეობა მიიღეს სააღდგომო პროგრამაში, მოისმინეს აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებული ტრადიციები, დაათვალიერეს მუზეუმი.   სააღდგომო თემაზე პატარა ხელებით შექმნეს „კრავები“.    

სრულად
Image 02 მაისი 2024 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლა დისციპლინათაშორისი კავშირის პრინციპით, სისტემატიურად მართავს ერთობლივ გაკვეთილებს. პედაგოგებმა, ნათია ხუჭუამ, ქეთი დევნოზაშვილმა და გუგა ბენდელიანმა ჩაატარეს აქტივობა. მე- 5 კლასის მოსწავლეებმა, სამ საგანში: ხელოვნებაში, ბუნებისმეტყველებასა და კატეხიზმოში მოამზადეს ერთობლივი პროექტი თემაზე ,,მზის სისტემა".  მოსწავლეებმა პრაქტიკული კოლაბორაციით, პირადი რესურსით შეგროვებული (მაკულატურა) სხვადასხვა მასალის, ფაქტურისა და ტექნიკის გამოყენებით ახალი სიცოცხლე შესძინეს პლანეტებს. ციური სხეულების მოძრაობასა და გრავიტაციის ზეგავლენაზე მოამზადეს თემატური პრეზენტაცია და განიხილეს დოკუმენტური ფილმი ,,მოგზაურობა კოსმოსში”.  გამართეს დისკუსია თემაზე: სამყაროს ბიბლიური და მეცნიერული წარმოშობის შესახებ.    

სრულად
Image 01 მაისი 2024 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში ფრანგული ენის პედაგოგების, რუსა კილაძისა და თეონა ჩაკვეტაძის ორგანიზებით, გაიმართა აქტივობა, რომელიც საფრანგეთში წინასააღდგომო რიტუალია.,,ნადირობა კვერცხებზე" - სახალისო აქტივობა/შეჯიბრი ინტერკულტურული განათლებისთვის. სააღდგომო  ლექსიკის: სიტყვების, ფრაზების, ლექსების გამოკითხვის შემდეგ,   მეხუთე კლასელების ორი ჯგუფი , სააღდგომო სიმღერების ფონზე , ერთმანეთს შეეჯიბრა სკოლის ბაღში დამალული შოკოლადის კვერცხების პოვნაში.     

სრულად