მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
27 მაისი 2024 წელი

...

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტ   „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის" ტურებში წარმატებით მონაწილეობდნენ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეები:

გუნდის კაპიტანი _ თორნიკე კუტუბიძე;

ანასტასია ციცქიშვილი,

საბა ფონჯავიძე,

სანდრო ჩანჩიბაძე და

ნიკოლოზ მახაშვილი.

პროექტის ფინალური თამაში სასტუმრო ბილტმორთ ბილისში გაიმართა და მასში 40 საჯარო და კერძო სკოლის გუნდი მონაწილეობდა.

ჩვენი სკოლის გუნდს ხელმძღვანელობდა კატეხიზმოს მასწავლებელი - გუგა ბენდელიანი.

პროექტში წარმატებული ასპარეზობისთვის ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარის, ნოე რამიშვილის, შვილიშვილმა მიშელ რამიშვილმა დააჯილდოვეს ფინალისტები.

საგანმანათლებლო პროექტს, რომელიც ჩვენი ქვეყნის 1918-1921 წლების ისტორიით მოსწავლეთა დაინტერესებას ემსახურება, ეროვნულმა არქივმა საფუძველი 2015 წელს ჩაუყარა. ის „რა? სად? როდის?“ ინტელექტუალური თამაშის პრინციპით ტარდება. 2024 წელს პროექტში მთელი საქართველოს მასშტაბით 250-მდე ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის VIII-XI კლასის მოსწავლე მონაწილეობდა.

პროექტი განხორციელდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.