მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
29 მაისი 2024 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეთა შემეცნებითი ღონისძიება და შთამბეჭდავი კოსტიუმირებული სანახაობა

წმინდა ნინოს სახელობის სკოლაში IVა კლასის დამრიგენლის - ლია ინჯიას ინიციატივით გაიმართა შემეცნებითი ღონისძიება სახელწოდებით ,,სააღდგომო". მოსწავლეებმა კითხვა-პასუხის ფორმატით, დამსწრე საზოგადოებას მოუთხრეს ,,ქრისტეს ცხოვრების დეტალები, რომელიც მოიცავდა უფლის ამქვეყნიური ყოფის მნიშვნელოვან მოვლენებს, რაც გადმოცემული იყო ახალი აღთქმის ოთხი სახარების მიხედვით: მათესი, მარკოზის, ლუკასი და იოანესი.

  • შობა _ ბეთლემის მისტერიები;
  • ბავშვობა _ ჰეროდეს მიერ დევნა;
  • ნათლისღება 30 წლის ასაკში მდინარე იორდანეში, იოანე ნათლისმცემლის მიერ იესოს ნათლობა;
  • უდაბნოში გასვლა _ იესოს 40 დღე უდაბნოში ეშმაკეული ცდუნებების დიდსულოვანი დაძლევა;
  • იესოს სასწაულები და ქადაგებები;
  • ქრისტეს მოწაფეები;
  • უფლის ჯვარცმა და აღდგომა;
  • ამაღლება და სულთმოფენობა.

    ქრისტეს ცხოვრების ძირითადი მოვლენები, კოსტუმირებული იმპროვიზაციებითა და შესაბამისი სასცენო რეკვიზიტებით გააზრებითა და შესაბამისი დეკლამაციით წარმოაჩინეს მოსწავლეებმა.