მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
21 მაისი 2024 წელი

წმინდა ნინოს სახელობის სკოლაში ბოლო ზარი დაირეკა მე-12 კლასელებისათვის

20 მაისი ემოციებით დატვირთული დღეა. ჩვენს სკოლაში თქვენთვის ბოლო ზარი დაირეკება და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადახვალთ. სწორედ ეს ახალი გზა გვინდა დაგილოცოთ და გისურვოთ, რომ წარმატება, იმედი და სიხარული იყოს თქვენი მუდმივი თანამგზავრი. თორმეტი წლის შემდეგ გიშვებთ ამ სკოლის კედლებიდან და სიხარულს განშორების სევდაც ახლავს. მთავარი კი ის არის, რომ უპირობოდ გვეიმედებით. დაე, მომავლის გზაზე ამაყად გევლოთ და ჩვენი სამშობლოს ღირსეული შვილები და მამულიშვილები ყოფილიყავით.

ჩვენო კურსდამთავრებულებო, მშობლებო, მასწავლებლებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს დღეს! გამარჯვებით გევლოთ!