სიახლეები

Arrow Down Icon
Image 17 ოქტომბერი 2024 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში,  I ბ კლსში ჩატარდა ქართულ ანბანთან შეხვედრის საჩვენებელი გაკვეთილი. ამგვარი ტიპის საჯარო პრეზენტაციები , სასიამოვნო პროცესი და მნიშვნელოვანი საფეხურია დაწყებითი კლასის მოსწავლეებისათვის. მსგავსი აქტივობა ხელს უწყობს მათი თავდაჯერებულობის, მოტივაციისა და პასუხისმგებლობის განვითარებას.პირველკლასელების საჩვენებელი გაკვეთილს უძღვებოდა კლასის დამრიგებელი - ნინი კანტიძე.რატომ არის ქართული ანბანი მნიშვნელოვანი, ნათლად წარმოჩინდა სხვადასხვა აქტივობის ფონზე.ქართულ ანბანთან გაცნობის საჩვენებელი გაკვეთილის გამართვა უმნიიშვნელოვანესია რიგი მიზეზის გამო, რომელიც ავლენს მასწავლებლის თავდაჯერებულობას, საკუთარი ცოდნისა და უნარების დემონსტრირებას საგაკვეთილო პროცესში. პატარები კი მეტად თავდაჯერებულები ხდებიან და მოტივაცია ექმნებათ წინარე ცოდნის გამოვლენის - აზრის გამოხატვის თვალსაზრისით.ამგვარი კოლაბორაციები მოსწავლეებს ეხმარება მასალის ღრმად შესწავლაში, სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართვასა და პასუხისმგებლობის გამომუშავებაში. სწავლების ეფექტურად შესაფასებლად, საჩვენებელი გაკვეთილი მასწავლებელს საშუალებას აძლევს, შეაფასოს, რამდენად კარგად აითვისეს მოსწავლეებმა მასალა. მასწავლებელი ნინი კანტიძე, დაწვრილებით აღწერს აქტივობის პერიპეტიებს:,,ერთხელ დაბადებული ქართველი კაცი მეორედ მაშინ იბადება, როცა იაკობ გოგებაშვილის ,,დედა ენას” ხელში აიღებს. აიღებს, გადაშლის და თითქოს, ისევ დაიბადაო.” დღეს კი, ჩვენი სკოლის პირველკლასელებიც, თითქოს თავიდან დაიბადნენ, რადგან დავიწყეთ ანბანის შესწავლა. ამ აღსანიშნავ დღეს კი, განსაკუთრებულად მოვაწყეთ საკლასო ოთახი.ბავშვებმა ისაუბრეს იაკობ გოგებაშვილის შესახებ და გარდა შეძენილი ცოდნისა, დამატებით იხილეს ბიოგრაფიული ვიდეო ავტორის შესახებ. ისაუბრეს, თუ რატომ ეწოდა წიგნს დედაენა, გაიხსენეს ლეგენდა ,,აი იას” შექმნის შესახებ და რამდენიმე არაჩვეულებრივი ლექსიც მიუძღვნეს, როგორც მწერალს, ისე ამ უძვირფასეს წიგნს. ბავშვებმა გაიხსენეს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები, ,,უსუნო ყვავილი” და ,,ჯიუტი თხები”, რომელთა ირგვლივაც იმსჯელეს და შესაბამისი ანდაზებიც უძღვნეს.გარდა ამისა, ჰქონდათ სხვადასხვა სახის აქტივობები, მათ გამოძერწეს ასოები ა და ი, სამახსოვროდ შეინახეს ,,პირველი ხელნაწერი”. ბენდელიანი ნინობეროშვილი ელენეზაქაიძე თომაზოიძე კატოკვინიკაძე მარიამიმეკოკიშვილი გვანცამძევაშვილი ბარბარერაზმაძე მარიამიტორჩინავა ანდრიაქავზინაძე ივაქოქიაშვილი იოანაშუბაშვილი ანაჩარგეიშვილი იოანეხუხუნაშვილი ბარბარეხუჯაძე მარიამიღეჩუაშვილი ბესარიონი ეს კლასის მოსწავლეთა ჩამონათვალია, რომელთა აქტივობამ წარმოაჩინა მათი ძლიერი და სუსტი მხარეები, რაზეც მოგვიწევს მუშაობა სწავლის ხარისხის გასაუმჯობესებლად"

სრულად
Image 10 ოქტომბერი 2024 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში ქართულ ენაში ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი. ამგვარი აქტივობა საკმაოდ პოპულარულია, რადგან ქართული დამწერლობა განსაკუთრებული და უნიკალურია. შიდასაკლასო კონკურსი ჩაატარა მე-4 კლასის პედაგოგმა  მარინა ტოხიშვილმა. მასწავლებელმა, მოსწავლეებს დაწვრილებით აუხსნა აქტივობის მიზანი, რომელიც შთაგონებულია ქართული ანბანის სილამაზითა და ხელით წერის შენარჩუნება - განვითარების კულტურით. ქართულ ანბანზე ფოკუსირებით, მონაწილეებმა დაწერეს უკვდავი სტრიქონები დავით გურამიშვილის შემოქმედებიდან. წერითი ნამუშევრები შესრულდა საწერი კალმით. სასკოლო ჟიურიმ, სკოლის დირექტორის ლალი მელივას ხელმძღვანელობით გამოავლინა სამი საუკეთესო ნაშრომი : I გაბრიელ აბეწვაშვილიII ნიკოლოზ ხარჩილავაIII ნიკოლოზ ზამბახიძე თანაკლასელებმა დიდი აღტაცებითა და სიყვარულით მიულოცეს გამარჯვებულებს საპრიზო ადგილების მოპოვება.

სრულად
Image 09 ოქტომბერი 2024 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში გაიმართა საფეხბურთო ტურნირი, რომელშიც სხვადასხვა კლასების გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა. ტურნირის მიზანი იყო არა მხოლოდ სპორტული უნარების გამოვლენა, არამედ გუნდური მუშაობის უნარების გაძლიერება. საფეხბურთო ტურნირი დაძაბულად მიმდინარეობდა და მოთამაშეები დიდი პასუხისმგებლობით ცდილობდნენ უპირატესობის წარმოჩენას. მე-9ა კლასის გუნდი გამოირჩეოდა სისხარტითა და სპორტსმენის პროფესიონალური უნარებით. კოორდინაცია, სტრატეგიული სვლა და თავდაუზოგავი მონდომება, საბოლოო გამარჯვების საწინდარი გახდა. მიუხედავად დაძაბული მატჩებისა , მათ შეძლეს მეტოქეებთან ღირსეულად გამკლავება. სპორტის მასწავლებლები: ბექა კვარაცხელია და ქეთი მიქელაძე ღირსეულ და ობიექტურ არბიტრაჟს უწევდნენ მიმდინარე მატჩებს. კლასის დამრიგებელი ლალი მელივა და მათი თანაკლასელები სიამაყით სკანდირებდნენ გუნდის გასამხნევებლად.საფეხბურთო ტურნირის წარმატებულმა მსვლელობამ, კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ძალა ერთობაშია.

სრულად
Image 08 ოქტომბერი 2024 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და საინტერესო აქტივობებით მიმდინარეობს. ამჯერად, VII კლასის მოსწავლეები დამწერლობათა ტიპებს გაეცნენ. მათში განსაკუთრებული ინტერესი პიქტოგრამებმა გამოიწვია. ამიტომაც დიდი გულმოდგინებით აქციეს იგი კომუნიკაციის ენად და თიხისგან ნაძერწ "ქვის ლოდებზე", საინტერესო წარწერები შექმნეს. ძირითადი თემა - სანადიროდ წასვლა და ცეცხლის გაჩაღება იყო. მოსწავლეემბა გაიხსენეს ბიბლიური მითები ადამიანის შექმნასა თუ ბაბილონის გოდოლის შესახებ. ისინი ისე მოიხიბლნენ მითების თემით, პედაგოგის ინიციატივით, კლასი ჯგუფებად დაიყო და თითოეულმა საკუთარი მითი შექმნა. ასე წარმოიშვა მითები: "მაგიური ქვა", "ენების მცოდნე ქალღმერთი", "ადამიანი და ცხოველი", "თხოვნა". "ვისმენდი და ვფიქრობდი, სამყაროზე წარმოდგენითა თუ პერსონაჟთა სახეებით, ნებისმიერი მათგანი არსებულ ხალხურ თქმულებებსაც კი გაუტოლდა-მეთქი. თუმცა მარტივი შესამჩნევი იყო, თითოეულსქართული ფესვები ჰქონდა და ჩვენი დროის მკვლევრებისთვისაც კი ნათელს გახდიდა, ქართველურ ენათა ოჯახიდან აღმოცენებული რომ იყო. ახლა ასომტავრული ანბანით წერილების შექმნას აპირებენ. მომავალში, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში მისულები, მეტი ინტერესით მოინახულებენ იქ დაცულ უძველეს ქართულ წარწერებსაც. კონსტანტინე გამსახურდიასა და გალაქტიონ ტაბიზის მსგავსად მათაც მოეწონათ (იოტა), თუმცა მეეჭვება ილია ჭავჭავაძის რეფორმას ოდესმე დაუპირისპირდნენ და მისი ანბანში დაბრუნება მითხოვონ",-ასე აფასებს მარი ტაბაგარი მოსწავლეთა ნამუსევრებს.

სრულად
Image 07 ოქტომბერი 2024 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგთა ხელმძღვანელობით, მოსწავლეები საინეტერესო აქტივობებსა და ღონისძიებებში ერთვებიან. ამჯერად, სკოლაში, მოსწავლეებმა ანა კორძაია-სამადაშვილის - "გიმნაზისტკა" გაარჩიეს, რომელთან დაკავშირებით, საინტერესო დებატები მოაწყვეს. ,,გიმნაზისტკა" ოცნებობს, გახდეს , იმ ასაკისა რომ ,,სიტყვის შებრუნებას" უზრდელობად აღარ ჩაუთვლიან . შენ რას მიიჩნევ უზრდელობად? რამდენად საჭიროა აზრის კორექტულად გამოხატვა? რატომ? შურა გოგონას ეუბნება , თუ გინდა ხმა ამოგეღებოდეს , მაგარი უნდა იყო, ასაკს მნიშვნელობა არა აქვსო. რას უნდა ნიშნავდეს ეს სიტყვები და გააცანი შენი შეხედულებები კლასს", - მოსწავლეებმა სწორედ ეს თემა განიხილეს. დებატები კლასი დავყავით ორ გუნდად, რომელთაგან ერთს მიენიჭება მტკიცებითი პოზიციის სტატუსი , ანუ გუნდის წევრები ეთანხნებიან მოცემულ თეზისს, ხოლო მეორე გუნდს _ უარმყოფელი პოზიციის სტატუსი. ავირჩიეთ სამი სპიკერი თითოეული გუნდიდან, ისინი პასუხისმგებელნი არიან სხვადასხვა არგუმენტზე. დებატების დროს თითოეულ სპიკერს პასუხის მოფიქრებაში ეხმარება გუნდი. მსაჯის როლი მნიშვნელოვანია, იგი წყვეტს საბოლოოდ რომელმა გუნდმა გაიმარჯვა. ბავშვებმა, როგორც ქათული ენის პედაგოგი ლეილა თვალაბეიშვილი გვიყვება, დებატებს თავი კარგად გაართვეს. "ჩემი განსხვავებულები, უყვარხართ ლეიკოს", - აღნიშნავს პედაგოგი ლეილა თვალაბეიშვილი.  

სრულად
Image 05 ოქტომბერი 2024 წელი

მასწავლებლისთვის იმაზე დიდი სიხარული არ არსებობს, ვიდრე მოსწავლეების წარმატებაა. საგაკვეთილო პროცესი კრეატიული, შემოქმედებითი, მიდგომებისა და ურთიერთგაზიარების უნარების გამოვლენაა. დიდი ნოდარ დუმბაძის შემოქმედება ვის არ აუჩუყებს გულს, ვის არ მოანდომებს, რომ ცხოვრებაში, ერთხელ მაინც, შეექმნა პაწაწინა ტექსტი, რომელიც მკითხველის გულწრფელი აღტაცების, დაფიქრების, ღიმილისა და ცრემლის მიზეზი გახდებოდა. პატარა და და ძალიან ჭკვიანმა  მე- 6ბ კლასელებმა დიდი ინტერესით წაიკითხეს მოთხრობა ხაზარულა, რომელიც ვაშლის ხის ისტორიაა.   გურიის ერთ-ერთ სოფელში, ამ სასარგებლო ხილის ირგვლივ დატრიალებული ამბები კიდევ უფრო შთამბეჭდავი აღმოჩნდა მათთვის ... განვიხილეთ, ვიმსჯელეთ, ვიკამათეთ, მხატვრულ სახეებზე, ხერხებზე, მოქმედების დრამატურგიაზე, სიუჟეტის მრავალფეროვნებაზე, ადამიანურ ურთიერთობებსა და ეკოლოგიაზეც კი... ვერ შეველიეთ გმირებს.გადავწყვიტეთ, კიდევ ერთხელ გაგვესულიერებინა და ბოლომდე შეგვეტკბო ტექსტის არსი.თითოეულმა მოსწავლემ თავისებურად აამეტყველა მცენარე, ისეთი ფრაზები დაწერეს, რომ უდიდეს კლასიკოსსაც კი აუჩუყებდა გულს ,,ხაზარულას ფიქრები". დავით მახაშვილისთვის ის დრამატულ პესონაჟად დარჩა - ,,ვკვდებოდი, არ მინდოდა სიკვდილი, მაინც გადაწყვიტეს ჩემი მოჭრა, მეძნელებოდს აქაურობის დატოვება, რადგან ბებიაც და შვილიშვილიც ჩემი ოჯახი გახდა". ჯაბა ღვანიძისთვის მომაკვდავი ხის ფიქრები, მაინც სიცოცხლის დაუოკებელ სურვილს დაუკავშირდა: ,,როდესაც სამუდამოდ დავხუჭე თვალები, ვიფიქრე, თუ რატომ გამიმეტეს სასიკვდილოდ?!" ბარბარე ხარჩილავა მაინც ადამიანის დამნდობ ბუნებას ჩაეჭიდა და ხის ემოციებიც დაგვანახა: ,,ბიჭი ალბათ ჩემ შეშინებას ცდილობს. იმ ბებრუხანა ანანიას ფილოსოფიას არ დაუჯერებს. ამჯერად ავყვავდები, ნაყოფს გამოვიდხამ, თავი არ მაქვს, მაგრამ მათ გამო, მაინც დავიმძინებ ნაყოფით ტოტებს. ამ გაგანია ომის დროს მშივრებს ხომ არ დავტოვებ ფაშისტი ჰიტლერისგან განადგურებულ, დამშეულ და მაინც ხალისიან გურულებს. ...ამ ფიქრებში გაბრუებულმა გვერდებში საშინელი ტკივილი ვიგრძენი. მომჭრეს. სამუდამოდ დავხუჭე თვალები ყველაფერზე, იმისათვის, რომ ყინვიან ზამთარში ადამიანებისთვის სითბო მეჩუქებინა"... ნიკოლოზ მამედოვისთვის, ნებისმიერ ასაკში, სიცოცხლე ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა: ,,უნაყოფო, უმწეო ბებერს დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს უსათუოდ ვიტყოდი: მე ვხედავ, მე მესმის, მე შემიძლია და სიცოცხლე მინდა! "... დემეტრე ნებიერიძემ ხაზარულას მიერ სიცოცხლესთან გამოთხოვების უკანასკნელი მომენტები და განცები აღწერა: ,, ფესვებიდან ვისრუტავ გაბზარული ჭურიდან გამოჟონილ წითელ, მათრობელა სითხეს... ახლა ვხვდები, რატომ იცინოდნენ, ტიროდნენ, ხუმრობდნენ, კამათობდნენ ღვინით მთვრალი ადამიანები... მჭრიან და ტკივილს ვერ ვგგრძნობ გაბრუებული, დიდი შეღავათია... უკანასკნელად ვახელ თვალებს და ვხედავ თვალცრემლიან ბიჭსა და ცისკენ ხელებაშვერილ დედაბერს ... ვხვდები, რომ ვკვდები - ვიძინებ სამუდამოდ!" ნიკოლოზ ჩხეიძემ გულაჩუყებული და უიმედო მცენარე აალაპარაკა: ,, საბოლოოდ მივხვდი, რომ ამ ოჯახს, ვისთანაც მთელი სიცოცლე გავატარე და ვატკბობდი, აღარ ვჭირდებოდი. მაშ, რა აზრი აქვს სიცოცხლეს, როცა აღარავის უყვარხარ?!...ანდრია კუკულაძემ სასოწარკვეთილი ხაზარულას განცდები გააცოცხლა: ,,ღვინო შევისრუტე და თაბრუდახვეულმა ვერც კი ვიგრძენი ტკივილი, ისე გავეცალე სიცოცხლეს და გადავინაცვლე მარადისობაში"... ხატია ზაქაიძემ ხის სიცოცხლესთან განშორება გულისამაჩუყებელი ემოციით წარმოადგინა: ,,თურმე არ მცნობია ადამიანები - ჩემებს რომ ვუწოდებდი, გული მომიკვდა და საბოლოოოდ დავხუჭე თვალები" ... ნენე ხოჭოლავამ ხილულ სამყაროსთან უკანასკნელი შეხების ემოცია გააცოცხლა: ,, წუთიერად ჩამეძინა. რთულია საკუთარი სიცოცხლის სადარაჯოზე დგომა... შემაჟრჟოლა და გამოვფხიზლდი, უცნაური ჩანდა სამყარო, ამქვეყნიური აღარ ვიყავი და სამუდამოდ მივენდე სიკვდილს" ... ანა გურაშვილმა ჩვეული სინატიფითა და სიფაქიზით წარმოგვიდგინა ვაშლის ხე : ,,ნეტავ, ბიჭისთვის მეც მეთქვა, როგორ მიყვარდა, მაგრამ ახლა ყველაფერი გვიანაა... სიცოცხლეს რომ დამიბრუნებდნენ ვეტყოდი, როგორ მინდოდა მათთან სიხარულის, სევდის, გაზიარება ... ნეტავ, როგორია იყო ადამიანი და გრძნობდე ამ ყველაფერს". ბარბარე კვენიაშვილმა სიყვარულით აღვსილი და უბოროტო ხის ბოლო სიტყვა დაწერა: ,,რატომ უნდა მომჭრან? ალბათ აღარ ვჭირდები, ნეტავ იცოდნენ, როგორ მიყვარს ეს ოჯახი!" ერეკლე ბეგიაშვილმა კი შესანიშნავი მხატვრული ხერხებით გადმოსცა ხაზარულას საბედისწერო დასასრული:,,მე, მათთვის ყველაფერი გავაკეთე, ჩემი სხეულის ჩამომხმარი ნაწილები უკანასკნელ მსხვერპლად გავეცი, რომ გაყინული სხეული გაეთბოთ... შემდეგ კი უმტკივნეულოდ გავქრი ამ სამყაროდან..." ბარბარე ქიტიაშვილმა სიცოცხლისა და ნაყოფიერების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება ბებერი ხის მონოლოგში: ,, ოდესმე ყველა დაბერდება და გასცილდება ამ წუთისოფელს, მთავარია ისე იცოცხლო, რომ ბედნიერება და სიხარული მიანოჭო ადამიანებს, მიდამოს, ყველაფერს - სულიერსა და უსულოს" მადლიერების p.sმე, როგორც მათ მასწავლებელს, ისღა დამრჩენია, გულწრფელი აღტაცება გამოვთქვა სათუთი ნააზრევისა და ზოგადად, სიყვარულით სავსე დამოკიდებულების გამო ...და ბოლოს, ადამიანებიც ხომ მცენარეებივით ვართ. ვისრუტავთ სიყვარულსა და დაუვიწყარ ემოციებს.მე, როგორც მასწავლებელი, ჩემი შეგირდებისგან...პატივისცემით სოფი მასწი.

სრულად
Image 03 ოქტომბერი 2024 წელი

„ჯანმრთელობა ის განძია, რომელსაც ვერ იყიდი.” როგორც ცნობილია, ჯანსაღი კვება ადამიანის ჯანმრთელობის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს. ის თუ რას მივირთმევთ, პირდაპირ აისახება ჩვენს ფიზიკურ და გონებრივ მდგომარეობაზე!   საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ნინი კანტიძესა და ბუნების მასწავლებელ მარიამ გოგიბერიძესთან ერთად დაგეგმეს შემეცნებითი აქტივობა ჯანსაღ/არაჯანსაღ კვებაზე. დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობები: ბავშვებმა დახატეს ჯანსაღი/არაჯანსაღი პროდუქტი, რომლის შესახებაც თავადვე ისაუბრეს, როგორც უარყოფით, ისე სასარგებლო თვისებებზე. (აღნიშნულ პროცესში ბავშვებს დაეხმარა ხელოვნების მასწავლებელი - ქეთი დევნოზაშვილი).  მოსწავლეები ორ ჯგუფად განაწილდნენ და შეადგინეს ჯანსაღი/არაჯანსაღი კვების რაციონი, რომელიც პირამიდის სახით წარმოადგინეს.    ბავშვებმა მხიარული აქტივობის სახით დააგემოვნეს ადამიანის კვების რაციონისთვის მნიშვნელოვანი ხილი და ბოსტნეული.

სრულად
Image 02 ოქტომბერი 2024 წელი

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრსა და სკოლებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა მოსწავლეების შეხვედრა პოეტ ერეკლე საღლიანთან.მასპინძელი ცენტრის სააქტო დარბაზში, სკოლის მოსწავლეებმა, დიდი ინტერესი გამოიჩინეს მწერლის ბიოგრაფიისა და შემოქმედების მიმართ. დიალოგის რეჟიმში მოეწყო ინტერაქცია ერეკლე საღლიანსა და ახალგაზრდებს შორის. 

სრულად
Image 30 სექტემბერი 2024 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში მეტად საინტერესო და წარმტაცი სასწავლო პროცესი მიმდინარებს. ამჯერად, მოსწავლეებმა ვაჟა-ფშაველას სამყაროში იმოგზაურეს. მე-6ა კლასის მოსწავლეები ამეტყველებული ბუნების გენიალურობით მოიხიბლნენ და საინტერესო აქტივობები ხალისით შეასრულეს. ,,უსულო საგნებს სული ჩავბერე, ავასაუბრე ლოდები კლდისა... " ბუნების მგოსანი ტყუილად არ უწოდეს ლუკა რაზიკაშვილს.  ვაჟა-ფშაველას სამყაროში მთანი ქვითინებენ ან ,,ფიქრს მიეცემიან მწარესა", ,,კლდენი პირს იბანენ წყალზედა", მცენარენი მხიარულნი ან მწუხარენი არიან , ნუკრი შიშისაგან თრთის , ნისლი მთის ფიქრია... ვისწავლეთ მწერლის მიერ გასულიერებული ,,ქუჩი" და მოვირგეთ პერსონაჟის სკამი", - გვეუბნება აქტივობის ხელმძღვანელი, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ლეილა თვალაბეიშვილი და ახარებს მოსწავლეთა ინტერესი და შემართება. დავალების პირობით მოსწავლეებს უნდა მოერგოთ ვაჟა-ფშაველას მოთხრობის - "ქუჩი" პერსონაჟის როლი. მოსწავლეებმა დავალებას წარმატებით გაართვეს თავი. ვაჟა-ფშაველას მოთხრობის გაცოცხლებულმა გმირმა თავი მსმენელს გააცნო და თანაკლასელების შეკითხვებს პერსონაჟის პირით უპასუხა.

სრულად
Image 30 სექტემბერი 2024 წელი

"მხოლოდ წარსულის ცოდნით დაუცავს ყოველს ერს თავისი ეროვნება, თავისი არსებობა, თავისი ვინაობაო, გვეუბნებოდა ილია ჭავჭავაძე. წარსულის პატივისცემა კი ოჯახებსა და სკოლიდან  იწყება და წიგნებსა და მუზეუმებში თავს გვახსენებს. ამიტომაც წიგნის სიყვარულმა, თუ ქართული ფესვების პატივისცემამ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა მდე  მიგვიყვანა. ბიბლიოთეკის III კორპუსში შესული საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მეხუთეკლასელები ინტერესით უსმენდნენ ქალბატონ მარი ჭყონიას, რომელმაც ყველა სართული შემოგვატარა.  განსაკუთრებული გულისყურითა და სითბოთი საყმაწვილო განყოფილებაში დაგვხვდნენ. ეს ყურადღება ბავშვებმაც იგრძნეს და წიგნის სიყვარული აქ მეტად გამოხატეს. მხოლოდ იმ პირობით დატოვეს სამკითხველო, რომ კიდევ ბევრ საინტერესო ადგილს ვაჩვენებდით. საკონფერენციო დარბაზში, მიკროფონების დანახვისას,  ინტერვიუს სურვილიც გაუჩნდათ და ბევრიც იხალისეს. ელექტრონული წიგნებითაც დაინტერესდნენ. თუმცა  დარბაზში მკითხველები დაგვხვდნენ და ჩვენც ჩურჩულითა და ფეხაკრეფით დავტოვეთ იქაურობა. პირველ კორპუსში გადავინაცვლეთ. გავუყევით ლაბირინთს, რომელსაც წიგნის მუზეუმთან მივყავდით. გზად ჯერ კატალოგებით აღფრთოვანდნენ, შემდეგ კი იმ ქართული ხუროთმოძღვრებით, თავის დროზე არქიტექტურის განვითარებასაც რომ  შეუწყო ხელი. როცა ბავშვებმა გაიგეს, ამ  დიდებულ შენობაში უწინ სათავადაზნაურო ბანკი იყო და მას ილია ჭავჭავაძე ხელმძღვანელობდაო, ილიას მუზეუმში შარშანდელი სტუმრობაც გაიხსენეს.  წიგნის მუზეუმში ქალბატონი ნინო ხვედელიძე შეგვიძღვა. ,,ილიას ბიბლიოთეკამ" თუ გამოფენილმა ხელნაწერებმა თვალი და გული ერთნაირად გაუხარა ბავშვებს.  წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების როლი კიდევ ერთხელ გაიხსენეს. 1629 წელს გამოცემული  ,,ქართულ-იტალიური ლექსიკონითაც"  დაინტერესდნენ და ქართულ სტამბაში დაბეჭდილი ,,ვეფხისტყაოსნითაც".  ბოლოს ილია ჭავჭავაძის კაბინეტს მივაშურეთ. სამუშაო მაგიდას ბავშვები  სიყვარულით შემოეხვივნენ. ყოველი დეტალითა და ნივთით დაინტერესდნენ. უკან გამობრუნებულები კი ნანახსა და განცდილს ერთმანეთს ემოციებით უზიარებდნენ. შეთანხმდნენ, აქ კიდევ დაბრუნდებიან, როგორც კარგი მკითხველები, რადგან  მათ ნამდვილად იციან,  ,,ცოდნა სიმდიდრეა, მერე იმისთანა მადლიანი სიმდიდრეა, რომ რაც უნდა ბევრს დაურიგო, ბევრს გაუწილადო, შენ არა დაგაკლდება-რა, თუ არ მოგემატება." მარი თაბაგარი

სრულად