საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში ქართულ ენაში ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი. ამგვარი აქტივობა საკმაოდ პოპულარულია, რადგან ქართული დამწერლობა განსაკუთრებული და უნიკალურია. შიდასაკლასო კონკურსი ჩაატარა მე-4 კლასის პედაგოგმა მარინა ტოხიშვილმა. მასწავლებელმა, მოსწავლეებს დაწვრილებით აუხსნა აქტივობის მიზანი, რომელიც შთაგონებულია ქართული ანბანის სილამაზითა და ხელით წერის შენარჩუნება - განვითარების კულტურით. ქართულ ანბანზე ფოკუსირებით, მონაწილეებმა დაწერეს უკვდავი სტრიქონები დავით გურამიშვილის შემოქმედებიდან. წერითი ნამუშევრები შესრულდა საწერი კალმით. სასკოლო ჟიურიმ, სკოლის დირექტორის ლალი მელივას ხელმძღვანელობით გამოავლინა სამი საუკეთესო ნაშრომი :
I გაბრიელ აბეწვაშვილი
II ნიკოლოზ ხარჩილავა
III ნიკოლოზ ზამბახიძე
თანაკლასელებმა დიდი აღტაცებითა და სიყვარულით მიულოცეს გამარჯვებულებს საპრიზო ადგილების მოპოვება.