მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
25 ოქტომბერი 2024 წელი

ნოდარ დუმბაძის შემოქმედებაზე შეყვარებული მოსწავლეები საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლიდან

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის პედაგგები მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სტავაზობენ მოსწავლეებს. ამის ნათელი მაგალითი, პედაგოგ ლეილა თვალაბეიშვილის გაკვეთილია, სადაც მე-6 კლასის მოსწავლეებმა ნოდარ დუმბაძის მოთხრობა "ხაზარულა" საინტერესო აქტივობებით შეისწავლეს.

გაკვეთილის შესახებ ტავად ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ლეილა თვალაბეიშვილიგვიყვება და ნოდარ დუმბაძის სიტყვები მოჰყავს.

,,სიყვარული თავად არს ღმერთი და თუ სიყვარული შენთან არს , შენთან არს ღმერთი." 

მეექვსე კლასის მოსწავლეებმა დიდი სიყვარულით იმუშავეს ნოდარ დუმბაძის მოთხრბაზე ,,ხაზარულა".
ამოიწერეს ადგილები, რომლებიც ახალისებს მკითხველს და იუმორის საუკეთესო ნიმუშებია.

გადმოცეს ხაზარულას განცდები და კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ ,,თუ ადამიანი შეძლებს გაიმარჯვოს საკუთარ თავზე , საკუთარ თავში უღირსზე _ ეს დიდი გამარჯვებაა და ასეთი ადამიანი ... ყურადღების, ხოლო ზოგჯერ მიბაძვის ღირსია." გვეუბნება პედაგოგი და ახარებს, მოსწავლეთა შემართება, სემოქმედებითობა და სწავლის ჟინი.