მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
18 ოქტომბერი 2024 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში მოძღვრისა და მოსწავლეების შეხვედრა გაიმართა

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში გაიმართა მოძღვრისა და მოსწავლეების შეხვედრა. მამა სპირიდონ მუმლაძემ სხვადასხვა კლასის მოსწავლეებს ესაუბრა სულიერ ფასეულობებზე, რომელიც მნიშვნელოვანია ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის. ამგვარი საუბრები მოზარდებს ეხმარება გააცნობიერონ სულიერი ღირებულებები და ეკლესიის როლი საზოგადოებაში. მოძღვარმა ბავშვებს განუმარტა ეკლესიის როლსა და დანიშნულებაზე. როგორ შეიძლება ეკლესია ადამიანს დაეხმაროს პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მოსწავლეებმა დასვეს აქტუალური შეკითხვები და მიიღეს პასუხები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სიკეთე, სიკვდილ-სიცოცხლე, მიტევება და სიყვარული.

ამგვარი შეხვედრები ხელს უწყობს დიალოგის კულტურის განვითარებას, სადაც მოზარდებს შეუძლიათ მიიღონ მხარდაჭერა მათთვის მნიშვნელოვან თემებზე.