საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში პირველკლასელთა შეხვედრა ანბანთან საინტერესო აქტივობებისა და დიდი ზეიმის დღედ იქცა. ბავშვებისთვის, საწყის ეტაპზე, წერა-კითხვასთან ზიარება თავგადასავლებით მდიდარი დროა. მათი ცხოვრების ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ სწავლა იყოს სახალისო და მრავალფეროვანი. I-ა კლასის დამრიგებელმა მარი ჭიტაძემ საჩვენებელი გაკვეთილი გამართა, სადაც მოსწავლეთა შესაძლებლობები სხვადასხვა ტიპის თამაშებითა და აქტივობებით წარმოაჩინა.
თითოეულ მოსწავლესთან ინდივიდუალური მიდგომით წარმოჩინდა მათი ინტერესები და შესაძლებლობები. Iა კლასის დამრიგებელმა აღნიშნა, რომ ეს დღე ბავშვებისთვის ნამდვილი დღესასწაული იყო, რადგან დადგა მათთვის ასე სანატრელი, ანბანთან შეხვედრის დღე. მოსწავლეები გაეცნენ ანბანს. მოისმინეს ზღაპარი ,, ანბანეთის ამბები” ლექსებითა და ანდაზებით გაალამაზეს გაკვეთილი. გამოძერწეს ახალი მეგობრები ,,ა" და ,,ი". შექმნეს პირველი ხელნაწერი და ბოლოს უყურეს მულტიპლიკაციურ ფილმ ,,ბომბორას” , იმსჯელეს ნანახზე და მიხვდნენ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ადამიანისთვის კითხვა და წერა."