მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
24 ოქტომბერი 2024 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის პირველკლასელთა შთამბეჭდავი ეკოტური

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის პირველკლასელებმა მოინახულეს შუაგულის სანერგე. სახალისო - შემეცნებითი ტური შუაგულის სანერგეში მოიცავდა:

  • ექსკურსია სანერგეში, მცენარეების მოვლის საბაზისო ინფორმაციის მიღება;
  • ექსკურსია ეკოფერმაში, შინაური ცხოველების მონახულება;
  • საკუთარი ხელით ქოთანში მცენარის დარგვა

ბავშვებს საჩუქრად გადაეცათ მათ მიერ ჩარგული მცენარე და პატარა მებაღის დიპლომები. აქტივობის ინიციატორების , ნინი კანტიძისა და მარი ჭიტაძის თქმით, ბავშვებმა იდეალურად გაართვეს თავი სახალისო დავალებებს.