საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში, I ბ კლსში ჩატარდა ქართულ ანბანთან შეხვედრის საჩვენებელი გაკვეთილი. ამგვარი ტიპის საჯარო პრეზენტაციები , სასიამოვნო პროცესი და მნიშვნელოვანი საფეხურია დაწყებითი კლასის მოსწავლეებისათვის.
მსგავსი აქტივობა ხელს უწყობს მათი თავდაჯერებულობის, მოტივაციისა და პასუხისმგებლობის განვითარებას.
პირველკლასელების საჩვენებელი გაკვეთილს უძღვებოდა კლასის დამრიგებელი - ნინი კანტიძე.
რატომ არის ქართული ანბანი მნიშვნელოვანი, ნათლად წარმოჩინდა სხვადასხვა აქტივობის ფონზე.
ქართულ ანბანთან გაცნობის საჩვენებელი გაკვეთილის გამართვა უმნიიშვნელოვანესია რიგი მიზეზის გამო, რომელიც ავლენს მასწავლებლის თავდაჯერებულობას, საკუთარი ცოდნისა და უნარების დემონსტრირებას საგაკვეთილო პროცესში. პატარები კი მეტად თავდაჯერებულები ხდებიან და მოტივაცია ექმნებათ წინარე ცოდნის გამოვლენის - აზრის გამოხატვის თვალსაზრისით.
ამგვარი კოლაბორაციები მოსწავლეებს ეხმარება მასალის ღრმად შესწავლაში, სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართვასა და პასუხისმგებლობის გამომუშავებაში.
სწავლების ეფექტურად შესაფასებლად, საჩვენებელი გაკვეთილი მასწავლებელს საშუალებას აძლევს, შეაფასოს, რამდენად კარგად აითვისეს მოსწავლეებმა მასალა. მასწავლებელი ნინი კანტიძე, დაწვრილებით აღწერს აქტივობის პერიპეტიებს:,,ერთხელ დაბადებული ქართველი კაცი მეორედ მაშინ იბადება, როცა იაკობ გოგებაშვილის ,,დედა ენას” ხელში აიღებს. აიღებს, გადაშლის და თითქოს, ისევ დაიბადაო.” დღეს კი, ჩვენი სკოლის პირველკლასელებიც, თითქოს თავიდან დაიბადნენ, რადგან დავიწყეთ ანბანის შესწავლა. ამ აღსანიშნავ დღეს კი, განსაკუთრებულად მოვაწყეთ საკლასო ოთახი.
ბავშვებმა ისაუბრეს იაკობ გოგებაშვილის შესახებ და გარდა შეძენილი ცოდნისა, დამატებით იხილეს ბიოგრაფიული ვიდეო ავტორის შესახებ. ისაუბრეს, თუ რატომ ეწოდა წიგნს დედაენა, გაიხსენეს ლეგენდა ,,აი იას” შექმნის შესახებ და რამდენიმე არაჩვეულებრივი ლექსიც მიუძღვნეს, როგორც მწერალს, ისე ამ უძვირფასეს წიგნს. ბავშვებმა გაიხსენეს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები, ,,უსუნო ყვავილი” და ,,ჯიუტი თხები”, რომელთა ირგვლივაც იმსჯელეს და შესაბამისი ანდაზებიც უძღვნეს.
გარდა ამისა, ჰქონდათ სხვადასხვა სახის აქტივობები, მათ გამოძერწეს ასოები ა და ი, სამახსოვროდ შეინახეს ,,პირველი ხელნაწერი”.
ბენდელიანი ნინო
ბეროშვილი ელენე
ზაქაიძე თომა
ზოიძე კატო
კვინიკაძე მარიამი
მეკოკიშვილი გვანცა
მძევაშვილი ბარბარე
რაზმაძე მარიამი
ტორჩინავა ანდრია
ქავზინაძე ივა
ქოქიაშვილი იოანა
შუბაშვილი ანა
ჩარგეიშვილი იოანე
ხუხუნაშვილი ბარბარე
ხუჯაძე მარიამი
ღეჩუაშვილი ბესარიონი
ეს კლასის მოსწავლეთა ჩამონათვალია, რომელთა აქტივობამ წარმოაჩინა მათი ძლიერი და სუსტი მხარეები, რაზეც მოგვიწევს მუშაობა სწავლის ხარისხის გასაუმჯობესებლად"