სიახლეები

Arrow Down Icon
Image 11 ივნისი 2024 წელი

პროექტი: ,,გვიყვარს და გცახსოვს, რაც ჩვენი ნებით არ დაგვითმია-გვახსოვდეს აფხაზეთი“I და II ეტაპის ანგარიში:საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში 2023-24 სასწავლო წლის დასაწყისში დაიგეგმა აღნიშნული პროექტი: პროექტი ეძღვნება აფხაზეთის დაცემის 30-ე წლისთავს და მოიაზრებს სხვადასხვა ტიპის აქტივობებს; იმისათვის, რომ მომავალმა თაობამ უფრო მასშტაბურად გაიაზროს პრობლემა, სწორად შეაფასოს მოვლენები, განსაზღვროს რა შეცდომები დაუშვა ორივე მხარემ და ეძებოს კონფლიქტის მოგვარების, მშვიდობიანი მოლაპარაკების რეალური გზები; რათა საბოლოოდ არ მოხდეს თაობათა გაუცხოება, საჭიროა დაიგეგმოს სხვადასხვა ტიპის აქტივობები რეგიონისა და ქალაქის სკოლების ბაზაზე; პროექტი, საბოლოო ჯამში, უმნიშვნელოვანეს უნარებს ჩაუყრის საფუძველს, რომელიც ქმედითად მიმართულია სამოქალაქო აქტივობისკენ; პროექტის პირველი ეტაპი მოიაზრებდა შიდასასკოლო ჩართულობას მე-8, მე-9, მე-10, მე-11 კლასების მოსწავლეების; მოსწავლეები და პედაგოგები ესტუმრნენ ბოლნისის რაიონს, სადაც მეგობარი სკოლის, ააიპ "საქართველოს საპატრიარქოს წმ.იოანე ბოლნელის სახ. სკოლის მოსწავლეებთან ერთად ბოლნისის სიონში დაესწრნენ საკვირაო წირვას.•   საკვირაო წირვა ჩაატარა ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა.•  წირვის დასასრულს, მან იქადაგა ქართველ გმირებზე.• ექსკურსია გაგრძელდა #წუღრუღაშენის — XIII საუკუნის ქართული მართლმადიდებლური გუმბათოვანი ტაძარის მოლოცვით, რომელიც . მდებარეობს ბოლნისის სიონიდან 2 კმ-ზე, მდინარე ბოლნისისწყლის მარჯვენა ნაპირას, მთის ფერდზე. მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი.• შემდეგი ეტაპი კი ისტორიულ სოფელ #ტანძიაში გაგრძელდა, დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, პირველი ქართველი ელჩის, სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურულ მუზეუმში. პროექტის ფარგლებში გაიმართა ლიტერატურული სპექტაკლი,,ერთი მუჭა მიწა“ მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლების მიზნით, სკოლის სააქტო დარბაზში, გაიმართა თეატრალიზებული წარმოდგენა.  სცენარის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი - მარი თაბაგარი.  წარმოდგენის განსახორციელებელ ასპექტებში სრული მხარდამჭერი სკოლის დირექტორი: ლალი მელივა;  მუსიკალური რედაქტორი: ნინო ბიბილური. ჩატარებული აქტივობა ახალგაზრდებსა და მოზარდებში წარმოშობს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას, სამომავლო ინტერაქციის თვალსაზრისით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ თანატოლებთან.  სამშვიდობო ინიციატივებისა და კოლაბორაციების გასაძლიერებლად, სკოლის ადმინისტრაცია, სპეციალური მოწვევით, პროექტში უშუალო ჩართულობით, თანამშრომლობს დევნილი რეგიონების სასკოლო თემთან, რომლებიც მუსიკალური ნომრებითა და დეკლამირებული ტექსტებით ჩაერთვნენ ღონისძიებაში. მოწვეული სტუმრებს შორის იყვნენ : აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, უმაღლესი სასულიერო წოდებისა და მედიის წარმომადგენლები, ასევე მწერლები და პოეტები. აფხაზეთის პრობლემის სხვადასხვა თემატურ საკითხის შესასწავლად, მოსწავლეებმა, პედაგოგების უშუალო დახმარებით, მოიძიეს ინფორმაცია ოკუპირებული ტერიტორიის შესახებ:  ისტორიული ნარკვევების, დოკუმენტური, მხატვრული ფილმების, მხატვრული ლიტერატურისა და თვითმხილველთა პირადი მონათხრობის სახით; სექციური მუშაობა ჩატარდა, ქართული ლიტერატურის, ისტორიის, სამოქალაქო განათლებისა და ხელოვნების დისციპლინათა მიმართულებით• მოსწავლეებმა, პედაგოგების - სოფი გორგილაძის, ლეილა თვალაბეიშვილისა და მარინა ტოხიშვილის დახმარებით შექმნეს პროექტით გათვალისწინებული სხვადასხვა ტიპის ნაშრომები: ლიტერატურული ჩანახატი, ესე, ისტორიული ნარკვევი დაფილმი- ინტერვიუ ომის თვითმხილველებთან;ენგურის ხიდის მაკეტი;ჩაიწერა ვიდეო-ინტერვიუები თითოეულ მონაწილესთან.   საკითხზე მუშაობისას გამოიყენეს შემდეგი სქემა:• სად და როდის მოხდა კონფლიქტი;• რამდენი მხარე მონაწილებდა ამ კონფლიქტში;• როგორ განვითარდა მოვლენები და რამდენი წელი გაგრძელდა (გამოიყენეს, ისტორიკოსების, ექსპერტების, პოლიტოლოგების, დევნილების და მწერლების კომენტარები)• როგორ დამთავრდა ეს კონფლიქტი?• რა ისტორიული ცოდნა შეგძინა ამ კვლევამ?• რა დასკვნა გამოიტანა მოსწავლემ ამ საკითხში ჩაღრმავების შემდეგ?• თქვენი აზრით, რა შეცდომები დაუშვა ქართულმა მხარემ და როგორ შეიძლება ჩაერთოს თქვენი თაობა ამ კონფლიქტის მოგვარების კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში? გამოვლინდნენ გამარჯვებული მოსწავლეები:მე-8 კლასი:1. ნინი ქარელიძე - ,,ზღვა, ტალღები, სიჩუმე“;2. სალომე გულისაშვილი -3. კესო თორდია - ,,ცხოვრება აფხაზეთში -დედის მონათხრობი“;4. მარიამ მეტრეველი - ,,დანაბარები“;5. ელისაბედ ჩხაიძე - ,,ყველაზე მეტად ხვალინდელი დღე მაშინებს...’’6. ანდრია გურაშვილი - ,, სასტიკი, სისხლმღვრელი ომი’’;7. ბარბარე ჩივაძე - ,,ჩვენ შევძლებთ ახალი ფურცლიდან დაწყებას“;8. ნუცა მელიქიშვილი - ინტერვიუ-ჩანაწერი (ვიდეომასალა);9. ნატალი ჩიტაიშვილი - ინტერვიუ-ჩანაწერი (ვიდეომასალა);10. ბარბარე ბროლაძე;11. ილია წიკლაური;12. ტასო დარსაველიძე;13. გიორგი ანთიძე;14. გიორგი ტალახაძე მე-9 კლასი15. ირაკლი კარტოზია - ,,წინააღმდეგობა მრისხანე სამყაროს მიმართ’’; (ისტორიული ნარკვევი);16. ანასტასია ციცქიშვილი - ,,რემინისცენციები აფხაზეთზე’’; (ჩანახატი)17. ანანო ხვედელიძე - ,,მშვიდობისმყოფელი თაობა“; (ისტორიული ნარკვევი);18. ლიზი პაპაშვილი - ,,მარად დაუვიწყარი“; (ლევან აბაშიძე);19. მალხაზ წვერიკმაზაშვილი - ,,სისხლისმღვრელი კონფლიქტი“; (ისტორიული ნარკვევი);20. ნატალია ქობელაშვილი - ,,მე შენ კარგად გხედავ“; (ჩანახატი);21. ნინო მახაშვილი - ,,ჩვენ მშვიდობიანი დიალოგი გვსურს“; (ესე)22. ანა გრიგალაშვილი - ,,წერილი აფხაზ თანატოლს“ (ჩანახატი);23. ავთანდილ მაღლაკელიძე - ,,წინაპრის მონათხრობი“; (ჩანახატი);24. ლუკა შიხიაშვილი - ,,რას ნიშნავს ჩვენთვის მშვიდობა" (ჩანახატი); მე-10 კლასი25. სანდრო კირკიტაძე; მე-11 კლასი26. საბა ფონჯავიძე - ,,ჯარისკაცის ჩანაწერები’’;27. ნინიკო პატარაია - ,,იქ, სადაც სიყვარულია“;28. თიკო ბეგიაშვილი - ,,იმედის ნაპერწკალი“; მე-6 კლასი29. ტასო ფორჩხიძე;30. მარიამ ანთიძე;31. ნანო ცეკვავა; მე-4 კლასი32. თეკლა ჩარგეიშვილი;33. დავით გოგიჩაიშვილი;34. დემეტრე ლიპარტელიანი; მე-8 ბ კლასის მოსწავლემ, ბარბარე ბროლაძემ შექმნა მაკეტი სახელწოდებით,,ენგურის ხიდი - ახალი გზა მშვიდობისთვის“ სკოლის აღმასრულებელმა დირექტორმა ლალი მელივამ მოსწავლეებს გადასცა სერტიფიკატები .

სრულად
Image 06 ივნისი 2024 წელი

5 ივნისს, გარემოს დაცვის დღესთან დაკავშირებით, წმინდა ნინოს სახელობის სკოლაში, მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, განხორციელდა აქტივობები მე-5 და მე-9 კლასებში. ჩართული იყო 4 საგნის პედაგოგი (მოქალაქეობა - გური ბაბილოძე, ბიოლოგია - ნათია ხუჭუა, ფრანგული - თეონა ჩაკვეტაძე და რუსა კილაძე, ხელოვნება - ქეთი დევნოზაშვილი).   მე-9 კლასის მოსწავლეებმა იმსჯელეს, რა ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს ანთროპოგენურმა ფაქტორებმა გარემოზე. ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობით წარმოადგიმეს პრეზენტაციები, პლაკატები სლოგანით ,, გადაამუშავე ნარჩენები და და არა თავად ბუნება’’. ისაუბრეს მჟავა წვიმებზე, სათბურ ეფექტზე და რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინდუცირებულ ორგანიზმებს ბიომრავალფეროვნებაზე. ყურადღება გაამახვილეს რესურსების არაგონივრულ მოხმარების შედეგებზე და ალტერნატიული გზების მოძიების მნიშვნელობაზე. მე-5 კლასელებმა ბუნებაში შეასრულეს კომპლექსური დავალება ,, ეკო ჟურნალისტი’’, სადაც კოგნიტური სქემის გამოყენებით იმსჯელეს გარემოს დაცვის აუცილებლობაზე. ხელოვნების გაკვეთილზე დაამზადეს მაკეტები და ნახატები, სადაც ასახეს ადამიანის დადებითი და უარყოფითი ქმედებების გავლენა გარემოზე. მოსწავლეებმა ფრანგულად გააფორმეს სლოგანები. სკოლოს დირექციის ხელშეწყობით დასუფთავდა სკოლის ტეროტორია და დაირგო ნერგები. ამ დღემ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია გარემოს დაცვა.   

სრულად
Image 10 ივნისი 2024 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. სასკოლო ცხოვრების პირველი თამამი და ნაყოფირი ნაბიჯები კი პირველ მასწავლებლებტან ერთად ღონისძიებით აღნიშნეს, შეძენილი ცოდნა შეაჯამეს და შთამბეჭდავი სპექტაკლი დადგეს. 6 ივნისს, 1ა კლასის მოსწავლეებმა სპექტაკლი - "სიკეთის კიდობანი" გამართეს. ღონისძიების შესახებ მოსწავლეთა კლასის ხელმძღვანელი, ღონისძიების ავტორი და რეჟისორი მარი თაბაგარი გვიყვება. განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა, იყო პირველი კლასის მასწავლებელი. თუმცა იმ საპასუხისმგებლო შრომასთან ერთად, თან რომ ახლავს, უდიდესი სიხარულიცაა, რადგან რამდენიმე წყვილი თვალი ცნობისმოყვარედ შემოგცქერის და თითქოს გეუბნება, აბა, მიდი და შემაყვარე შენი, ჩვენი ქართული ენაო. შენც თავს არ ზოგავ და გუშინ თუ აბიტურიენტს ილია ჭავჭავაძის ,,ოთარაანთ ქვრივი" ფიქრის თემად უქციე, მუდამ აქტუალურ სოციალურ თემებზე მსჯელობით დიდებული ნაწარმოების თემა და იდეა დაანახე, ან ვაჟა-ფშაველას ,,ბახტრიონის" მხატვრული ხერხების სილამაზე აღაქმევინე, მთების დახუჭული თვალები, თუ აქვითინებული ქარი ფერმწერივით დაუხატე და საქართველოს ბედ-იღბალზე დააფიქრე, დღეს პირველკლასელთან ამ ყველაფრის ანი და ბანი უნდა გამოძერწო, იაკობის დიდაქტიკურ მოთხრობებს რომ სიღრმისეულად ჩაწვდეს. მასთან მისაახლოვებლად კი უამრავი გზა და ლაბირინთი გამოატარო. სასწავლო წლის ბოლოა და ვფიქრობ , ეს ლაბირინთი ურიგოდ არ გამოგვივლია. იაკობისა და ,,დედა ენის" სიყვარულმა, თუ შეძენილი ცოდნის შეჯამებამ სპექტაკლამდე მიგვიყვანა. 6 ივნისს I ა კლასის მოსწავლეებმა სპექტაკლი ,,სიკეთის კიდობანი" წარმოადგინეს. სცენარის ავტორი და რეჟისორი მე გახლდით, მუსიკალური ხელმძღვანელი - ნინო ბიბილური Nino Bibiluri , მხარდამჭერი და თანაშემწე - ეკა ბიბილური Eka Bibiluri , ქორეოგრაფი - ნანუ ბურჭულაძე ნანუ ბურჭულაძე , ამ ყველაფრის სულის ჩამდგმელი და მუდამ შემოქმედებითი ენთუზიაზმით გვერდით მდგომი კი საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის დირექტორი ლალი მელივა Lali Meliva გახლდათ. სპექტაკლი რამდენიმე მოქმედებად დავყავი. დასაწყისში იაკობ გოგებაშვილი (პატარა მსახიობი გაბრიელ ბუჩუკური) ვისტუმრეთ და ბავშვებმა უამრავი ლექსი, ანდაზა, აფორიზმი და ენის გასატეხი უთხრეს. შემდეგ კი იაკობ გოგებაშვილის რამდენიმე მოთხრობის ინსცენირება აჩვენეს ყურადღებიან და გულწრფელი ემოციით დატვირთულ მაყურებელს და ბოლოს, ,,რწყილი და ჭიანჭველა" მიუზიკლის სახით წარმოადგინეს. სპექტაკლის დასრულების შემდეგ, ბოლო აკორდი, იმ ბომბორასთან სტუმრობა იყო, ანბანის სწავლისას (სექტემბერში), სკოლის ეზოში რომ დავხატე და ბავშვები ბეჯითად სწავლას დაჰპირდნენ. დაპირება შეასრულეს და ახლა ამაყად დაუტოვეს ბომბორას საკუთარი სახელები: ელი, გაბრიელი, თეკლა, ანამარია, დაჩი, თია, ტასო, გაბრიელი, ნიკოლოზი, თებეა, დავითი, გაბრიელი. და ახლა, ამ მონავარდე ბავშვებისთვის, გულში ვიმეორებ მუხრან მაჭავარიანის ულამაზესი ლექსის სტრიქონებს:,,და...იარონ!იარონ!იარონ!ამინ!" 

სრულად
Image 06 ივნისი 2024 წელი

2024 წლის 28 მაისს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული  ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა კონკურსის -„ნახატები ბიბლიურ თემებზე“ 2023 სასწავლო წლის გამარჯვებულ მოსწავლეთა დაჯილდოება. კონკურსის მსვლელობისას, შემოქმედ კონკურსანტებს წაეკითხათ ამონარიდი წმინდა წერილიდან - ძველი და ახალი აღთქმიდან, რომლის მიხედვითაც შეასრულეს ნახატები. კონკურსანტები სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებს წარმოადგენდნენ. საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეებიდან გაიმარჯვამე- 4კლასის მოსწავლემ: თეკლა ჩარგეიშვილმა. მას ფულადი ჯილდო გადაეცა. ნინი ქარელიძეს, ტასო თორდიას, მარიამ მეტრეველს, ელისაბედ ჩხაიძესა და ანასტასია ციცქიშვილს გადაეცათ სამახსოვრო სიგელელები. კონკურსი - „ნახატები ბიბლიურ თემებზე“ მეთხუტმეტე წელია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით და საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით ტარდება. კონკურსში მონაწილეობენ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები.

სრულად
Image 06 ივნისი 2024 წელი

წმინდა ნინოს სახელობის სკოლაში  ისტორიის პედაგოგმა-ირმა კვანჭიანმა VIIIა კლასის მოსწავლეების აქტიური და შემოქმედებითი ჩართულობით წარმოადგინა კომპლექსური დავალების პრეზენტაცია. პრეზენტატორებმა პროფესიონალურ დონეზე წარმოაჩინეს თეორიული ცოდნა და ეპოქისთვის შესაბამისი ხელნაკეთი მატერიალური რესურსები. გუნდური მუშაობის პრაქტიკამ გამოავლინა მოსწავლეების მრავალმხრივი უნარები და ცოდნა. საქართველოს ისტორიის ,,ოქროს ხანა" გამომსვლელებმა სრულიად ახალი ხედვით გააცნეს საზოგადოებას. დავით IV აღმაშენებელი, თამარის ეპოქისა და გიორგი V ბრწყინვალის მოღვაწეობა გუნდებმა სხვადასხვა აქტივობით, აუდიტორიისთვის საინტერესო პრეზენტაციებით წარმოაჩინეს.

სრულად
Image 29 მაისი 2024 წელი

წმინდა ნინოს სახელობის სკოლაში IVა კლასის დამრიგენლის - ლია ინჯიას ინიციატივით გაიმართა შემეცნებითი ღონისძიება სახელწოდებით ,,სააღდგომო". მოსწავლეებმა კითხვა-პასუხის ფორმატით, დამსწრე საზოგადოებას მოუთხრეს ,,ქრისტეს ცხოვრების დეტალები, რომელიც მოიცავდა უფლის ამქვეყნიური ყოფის მნიშვნელოვან მოვლენებს, რაც გადმოცემული იყო ახალი აღთქმის ოთხი სახარების მიხედვით: მათესი, მარკოზის, ლუკასი და იოანესი. შობა _ ბეთლემის მისტერიები; ბავშვობა _ ჰეროდეს მიერ დევნა; ნათლისღება 30 წლის ასაკში მდინარე იორდანეში, იოანე ნათლისმცემლის მიერ იესოს ნათლობა; უდაბნოში გასვლა _ იესოს 40 დღე უდაბნოში ეშმაკეული ცდუნებების დიდსულოვანი დაძლევა; იესოს სასწაულები და ქადაგებები; ქრისტეს მოწაფეები; უფლის ჯვარცმა და აღდგომა; ამაღლება და სულთმოფენობა.ქრისტეს ცხოვრების ძირითადი მოვლენები, კოსტუმირებული იმპროვიზაციებითა და შესაბამისი სასცენო რეკვიზიტებით გააზრებითა და შესაბამისი დეკლამაციით წარმოაჩინეს მოსწავლეებმა.

სრულად
Image 28 მაისი 2024 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის V - VI - VII კლასის მოსწავლეები, კლასის დამრიგებლებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად იმყოფებოდნენ კახეთის რეგიონში, კერძოდ, სიღნაღის ცენტრალურ ნაწილში. მოინახულეს ქალაქის ღირშესანიშნაობები. საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში, მდებარე ქალაქი სიღნაღი ცნობილია თავისი ისტორიული და კულტურული მნიშვნელობით. ის მდებარეობს ალაზნის ველის გასწვრივ და გამოირჩევა უნიკალური არქიტექტურითა და პანორამული ხედებით. სიღნაღი ხშირად მოიხსენიება "სიყვარულის ქალაქად" ქალაქი ცნობილია ღვინის წარმოებითა და კულინარიით. მოსწავლეებმა მოინახულეს ბოდბის მონასტერი, წმინდა ნინოს საფლავი, ქრისტიანობის მქადაგებლისა და განმანათლებლის. სკოლის მომღერალთა გუნდმა შეასრულა საგალობლები. დღის მეორე ნახევარში კი გამართეს პიკნიკი, სხვადასხვა გასართობით და სპორტული აქტივობებით.

სრულად
Image 27 მაისი 2024 წელი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტ   „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის" ტურებში წარმატებით მონაწილეობდნენ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეები: გუნდის კაპიტანი _ თორნიკე კუტუბიძე; ანასტასია ციცქიშვილი, საბა ფონჯავიძე, სანდრო ჩანჩიბაძე და ნიკოლოზ მახაშვილი. პროექტის ფინალური თამაში სასტუმრო ბილტმორთ ბილისში გაიმართა და მასში 40 საჯარო და კერძო სკოლის გუნდი მონაწილეობდა. ჩვენი სკოლის გუნდს ხელმძღვანელობდა კატეხიზმოს მასწავლებელი - გუგა ბენდელიანი. პროექტში წარმატებული ასპარეზობისთვის ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარის, ნოე რამიშვილის, შვილიშვილმა მიშელ რამიშვილმა დააჯილდოვეს ფინალისტები. საგანმანათლებლო პროექტს, რომელიც ჩვენი ქვეყნის 1918-1921 წლების ისტორიით მოსწავლეთა დაინტერესებას ემსახურება, ეროვნულმა არქივმა საფუძველი 2015 წელს ჩაუყარა. ის „რა? სად? როდის?“ ინტელექტუალური თამაშის პრინციპით ტარდება. 2024 წელს პროექტში მთელი საქართველოს მასშტაბით 250-მდე ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის VIII-XI კლასის მოსწავლე მონაწილეობდა. პროექტი განხორციელდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.

სრულად
Image 22 მაისი 2024 წელი

ცნობილია, რომ ქართული სამზარეულო - ქართული კულინარია, გამოირჩევა უნიკალური არომატებით. საქართველოს გეოგრაფიული და კულტურული მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში შემუშავებულია განსხვავებული და ეგზოტიკური კერძების მომზადება. საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებელმა -  მზია მელივამ, მე-9 კლასის მოსწავლეების უშუალო ჩართულობით, მოამზადეს: ქართლში, გურიაში, სამეგრელოსა და რაჭაში განთქმული კერძები. მოსწავლეები გადანაწილდნენ ოთხ სამუშაო ჯგუფში. თითოეული მათგანი საქართველოს კუთხეებს წარმოადგენდნენ. გურიის მხარეს ანასტასია ციცქიშვილიმა, ნატალი ქობელაშვილიმა, მალხაზ წვერიკმაზაშვილმა და მათე ხიდაშელმა აირჩიეს. ქართლს - ნინი მახაშვილი, ანა გრიგალაშვილი, ალექსანდრე ჩივაძე და ლუკა სიდამონიძე. სამეგრელოს რეგიონი წარმოადგინეს: ანანო ხვედელიძემ, ირაკლი კარტოზიამ, გიორგი ფილფანმა და ლიზი პაპაშვილმა. რაჭველების უგემრიელესი კერძები კი მოამზადეს: ლუკა შიხიაშვილმა, ავთანდილ მაღლაკელიძემ, გეგა ერგემლიძემ და ცოტნე იარალიშვილმა. საკვების მომზადების პროცესი ხალისიანად და სამზარეულოს წესების სრული დაცვით წარიმართა.გურული ღვეზელი, წარმოდგენილი იყო საუკეთესო ვერსიით.ლობიანი, ჭადი, ნიგვზიანი სალათა, ხარჩო, ჩახოხბილი, ფხალეული, ბაჟე, ღომი, გებჟალია, ფელამუში, შინდის შეჭამადი - ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც მოსწავლეებმა მოამზადეს. აქტივობის მნიშვნელოვანი ასპექტი ქართული ღვინო იყო, რომელიც განთქმულია მთელ მსოფლიოში. ღვინის მომზადების ქართული ტრადიცია უკვე რამდენიმე ათასი წლისაა და ქართულ ღვინოს განსაკუთრებული გემო და არომატი აქვს. ამიტომ, სუფრას ამშვენებდა კონკრეტული კუთხეების მიერ წარმოებული ღვინის ასორტი. დეგუსტაციას ესწრებოდა სკოლის აღმასრულებელი დირექტორი - ლალი მელივა და სხვადასხვა საგნების პედაგოგები.სკოლის დირექციამ ოთხივე გუნდი ბოულინგის გასართობ ცენტრში დაპატიჟა.

სრულად
Image 21 მაისი 2024 წელი

20 მაისი ემოციებით დატვირთული დღეა. ჩვენს სკოლაში თქვენთვის ბოლო ზარი დაირეკება და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადახვალთ. სწორედ ეს ახალი გზა გვინდა დაგილოცოთ და გისურვოთ, რომ წარმატება, იმედი და სიხარული იყოს თქვენი მუდმივი თანამგზავრი. თორმეტი წლის შემდეგ გიშვებთ ამ სკოლის კედლებიდან და სიხარულს განშორების სევდაც ახლავს. მთავარი კი ის არის, რომ უპირობოდ გვეიმედებით. დაე, მომავლის გზაზე ამაყად გევლოთ და ჩვენი სამშობლოს ღირსეული შვილები და მამულიშვილები ყოფილიყავით. ჩვენო კურსდამთავრებულებო, მშობლებო, მასწავლებლებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს დღეს! გამარჯვებით გევლოთ!   

სრულად