მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
07 ოქტომბერი 2024 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში მოსწავლეთა მონაწილეობით დებატები მოეწყო

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგთა ხელმძღვანელობით, მოსწავლეები საინეტერესო აქტივობებსა და ღონისძიებებში ერთვებიან.

ამჯერად, სკოლაში, მოსწავლეებმა ანა კორძაია-სამადაშვილის - "გიმნაზისტკა" გაარჩიეს, რომელთან დაკავშირებით, საინტერესო დებატები მოაწყვეს.

,,გიმნაზისტკა" ოცნებობს, გახდეს , იმ ასაკისა რომ ,,სიტყვის შებრუნებას" უზრდელობად აღარ ჩაუთვლიან .

შენ რას მიიჩნევ უზრდელობად? რამდენად საჭიროა აზრის კორექტულად გამოხატვა? რატომ?

შურა გოგონას ეუბნება , თუ გინდა ხმა ამოგეღებოდეს , მაგარი უნდა იყო, ასაკს მნიშვნელობა არა აქვსო. რას უნდა ნიშნავდეს ეს სიტყვები და გააცანი შენი შეხედულებები კლასს", - მოსწავლეებმა სწორედ ეს თემა განიხილეს.

დებატები

კლასი დავყავით ორ გუნდად, რომელთაგან ერთს მიენიჭება მტკიცებითი პოზიციის სტატუსი , ანუ გუნდის წევრები ეთანხნებიან მოცემულ თეზისს, ხოლო მეორე გუნდს _ უარმყოფელი პოზიციის სტატუსი.

ავირჩიეთ სამი სპიკერი თითოეული გუნდიდან, ისინი პასუხისმგებელნი არიან სხვადასხვა არგუმენტზე. დებატების დროს თითოეულ სპიკერს პასუხის მოფიქრებაში ეხმარება გუნდი.

მსაჯის როლი მნიშვნელოვანია, იგი წყვეტს საბოლოოდ რომელმა გუნდმა გაიმარჯვა.

ბავშვებმა, როგორც ქათული ენის პედაგოგი ლეილა თვალაბეიშვილი გვიყვება, დებატებს თავი კარგად გაართვეს.

"ჩემი განსხვავებულები, უყვარხართ ლეიკოს", - აღნიშნავს პედაგოგი ლეილა თვალაბეიშვილი.