მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
08 ოქტომბერი 2024 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის VII კლასის მოსწავლეები დამწერლობათა ტიპებს გაეცნენ და პიქტოგრამები შექმნეს

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და საინტერესო აქტივობებით მიმდინარეობს.

ამჯერად, VII კლასის მოსწავლეები დამწერლობათა ტიპებს გაეცნენ. მათში განსაკუთრებული ინტერესი პიქტოგრამებმა გამოიწვია. ამიტომაც დიდი გულმოდგინებით აქციეს იგი კომუნიკაციის ენად და თიხისგან ნაძერწ "ქვის ლოდებზე", საინტერესო წარწერები შექმნეს.

ძირითადი თემა - სანადიროდ წასვლა და ცეცხლის გაჩაღება იყო.

მოსწავლეემბა გაიხსენეს ბიბლიური მითები ადამიანის შექმნასა თუ ბაბილონის გოდოლის შესახებ. ისინი ისე მოიხიბლნენ მითების თემით, პედაგოგის ინიციატივით, კლასი ჯგუფებად დაიყო და თითოეულმა საკუთარი მითი შექმნა.

ასე წარმოიშვა მითები: "მაგიური ქვა", "ენების მცოდნე ქალღმერთი", "ადამიანი და ცხოველი", "თხოვნა".

"ვისმენდი და ვფიქრობდი, სამყაროზე წარმოდგენითა თუ პერსონაჟთა სახეებით, ნებისმიერი მათგანი არსებულ ხალხურ თქმულებებსაც კი გაუტოლდა-მეთქი. თუმცა მარტივი შესამჩნევი იყო, თითოეულსქართული ფესვები ჰქონდა და ჩვენი დროის მკვლევრებისთვისაც კი ნათელს გახდიდა, ქართველურ ენათა ოჯახიდან აღმოცენებული რომ იყო. ახლა ასომტავრული ანბანით წერილების შექმნას აპირებენ. მომავალში, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში მისულები, მეტი ინტერესით მოინახულებენ იქ დაცულ უძველეს ქართულ წარწერებსაც. კონსტანტინე გამსახურდიასა და გალაქტიონ ტაბიზის მსგავსად მათაც მოეწონათ (იოტა), თუმცა მეეჭვება ილია ჭავჭავაძის რეფორმას ოდესმე დაუპირისპირდნენ და მისი ანბანში დაბრუნება მითხოვონ",-ასე აფასებს მარი ტაბაგარი მოსწავლეთა ნამუსევრებს.