საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში მეტად საინტერესო და წარმტაცი სასწავლო პროცესი მიმდინარებს.
ამჯერად, მოსწავლეებმა ვაჟა-ფშაველას სამყაროში იმოგზაურეს. მე-6ა კლასის მოსწავლეები ამეტყველებული ბუნების გენიალურობით მოიხიბლნენ და საინტერესო აქტივობები ხალისით შეასრულეს.
,,უსულო საგნებს სული ჩავბერე, ავასაუბრე ლოდები კლდისა... " ბუნების მგოსანი ტყუილად არ უწოდეს ლუკა რაზიკაშვილს.
ვაჟა-ფშაველას სამყაროში მთანი ქვითინებენ ან ,,ფიქრს მიეცემიან მწარესა", ,,კლდენი პირს იბანენ წყალზედა", მცენარენი მხიარულნი ან მწუხარენი არიან , ნუკრი შიშისაგან თრთის , ნისლი მთის ფიქრია...
ვისწავლეთ მწერლის მიერ გასულიერებული ,,ქუჩი" და მოვირგეთ პერსონაჟის სკამი", - გვეუბნება აქტივობის ხელმძღვანელი, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ლეილა თვალაბეიშვილი და ახარებს მოსწავლეთა ინტერესი და შემართება.
დავალების პირობით მოსწავლეებს უნდა მოერგოთ ვაჟა-ფშაველას მოთხრობის - "ქუჩი" პერსონაჟის როლი. მოსწავლეებმა დავალებას წარმატებით გაართვეს თავი. ვაჟა-ფშაველას მოთხრობის გაცოცხლებულმა გმირმა თავი მსმენელს გააცნო და თანაკლასელების შეკითხვებს პერსონაჟის პირით უპასუხა.