მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
09 ოქტომბერი 2024 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში საფეხბურთო ტურნირი გაიმართა

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში გაიმართა საფეხბურთო ტურნირი, რომელშიც სხვადასხვა კლასების გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა. ტურნირის მიზანი იყო არა მხოლოდ სპორტული უნარების გამოვლენა, არამედ გუნდური მუშაობის უნარების გაძლიერება.

საფეხბურთო ტურნირი დაძაბულად მიმდინარეობდა და მოთამაშეები დიდი პასუხისმგებლობით ცდილობდნენ უპირატესობის წარმოჩენას. მე-9ა კლასის გუნდი გამოირჩეოდა სისხარტითა და სპორტსმენის პროფესიონალური უნარებით. კოორდინაცია, სტრატეგიული სვლა და თავდაუზოგავი მონდომება, საბოლოო გამარჯვების საწინდარი გახდა. მიუხედავად დაძაბული მატჩებისა , მათ შეძლეს მეტოქეებთან ღირსეულად გამკლავება.

სპორტის მასწავლებლები: ბექა კვარაცხელია და ქეთი მიქელაძე ღირსეულ და ობიექტურ არბიტრაჟს უწევდნენ მიმდინარე მატჩებს. კლასის დამრიგებელი ლალი მელივა და მათი თანაკლასელები სიამაყით სკანდირებდნენ გუნდის გასამხნევებლად.
საფეხბურთო ტურნირის წარმატებულმა მსვლელობამ, კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ძალა ერთობაშია.