მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
03 ოქტომბერი 2024 წელი

„ჯანმრთელობა ის განძია, რომელსაც ვერ იყიდი“ - შემეცნებითი აქტივობა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში

„ჯანმრთელობა ის განძია, რომელსაც ვერ იყიდი.” როგორც ცნობილია, ჯანსაღი კვება ადამიანის ჯანმრთელობის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს. ის თუ რას მივირთმევთ, პირდაპირ აისახება ჩვენს ფიზიკურ და გონებრივ მდგომარეობაზე!   
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ნინი კანტიძესა და ბუნების მასწავლებელ მარიამ გოგიბერიძესთან ერთად დაგეგმეს შემეცნებითი აქტივობა ჯანსაღ/არაჯანსაღ კვებაზე.

დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობები:

  • ბავშვებმა დახატეს ჯანსაღი/არაჯანსაღი პროდუქტი, რომლის შესახებაც თავადვე ისაუბრეს, როგორც უარყოფით, ისე სასარგებლო თვისებებზე. (აღნიშნულ პროცესში ბავშვებს დაეხმარა ხელოვნების მასწავლებელი - ქეთი დევნოზაშვილი).
     
  • მოსწავლეები ორ ჯგუფად განაწილდნენ და შეადგინეს ჯანსაღი/არაჯანსაღი კვების რაციონი, რომელიც პირამიდის სახით წარმოადგინეს.
       
  • ბავშვებმა მხიარული აქტივობის სახით დააგემოვნეს ადამიანის კვების რაციონისთვის მნიშვნელოვანი ხილი და ბოსტნეული.