საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-ში გაიმართა შემეცნებითი სპექტაკლი "გრიგოლ ფერაძე". თეატრალიზებული წარმოდგენა ეპოქის შესაბამისი რეკვიზიტებით იყო გაფორმებული, რაც შთამბეჭდავს ხდიდა სასცენო დეკორაციას. დრამატურგიული ჩანაფიქრი ორ ეპოქაში: მე-20 და 21-ე საუკუნეში მიმდინარეობდა.
წარმოდგენა გახორციელდა საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერით, კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობების ფარგლებში.
მსგავსი ღონისძიებების გამართვა, სასკოლო თემში და კერძოდ მოზარდებში, ხელს უწყობს ეროვნული ფასეულობებისა და პატრიოტული სულისკვეთების ჩამოყალიბებას.