საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლა დისციპლინათაშორისი კავშირის პრინციპით, სისტემატიურად მართავს ერთობლივ გაკვეთილებს. პედაგოგებმა, ნათია ხუჭუამ, ქეთი დევნოზაშვილმა და გუგა ბენდელიანმა ჩაატარეს აქტივობა.
მე- 5 კლასის მოსწავლეებმა, სამ საგანში: ხელოვნებაში, ბუნებისმეტყველებასა და კატეხიზმოში მოამზადეს ერთობლივი პროექტი თემაზე ,,მზის სისტემა". მოსწავლეებმა პრაქტიკული კოლაბორაციით, პირადი რესურსით შეგროვებული (მაკულატურა) სხვადასხვა მასალის, ფაქტურისა და ტექნიკის გამოყენებით ახალი სიცოცხლე შესძინეს პლანეტებს. ციური სხეულების მოძრაობასა და გრავიტაციის ზეგავლენაზე მოამზადეს თემატური პრეზენტაცია და განიხილეს დოკუმენტური ფილმი ,,მოგზაურობა კოსმოსში”. გამართეს დისკუსია თემაზე: სამყაროს ბიბლიური და მეცნიერული წარმოშობის შესახებ.