საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში ტრადიციად იქცა მოსწავლეთა ჩართულობა შრომით საქმიანობაში. ამჯერად, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მე-2 კლასის მოსწავლეებმა, კლასის დამრიგებელის, ელენე მიროტაძის დახმარებით დარგეს ბოსტნეული, რომელსაც შესაბამისად მოუვლიან, მორწყავენ, სარეველა ბალახებისგან გაწმენდავენ და საშემოდგომო მოსავალსაც აიღებენ. მნიშვნელოვანია, ის ფაქტი, რომ ამგვარი აქტივობით ისინი ადრეული ასაკიდანვე გამოიმუშავებენ მიწაზე მუშაობის მცირე გამოცდილებას.