ცნობილია, რომ ქართული სამზარეულო - ქართული კულინარია, გამოირჩევა უნიკალური არომატებით. საქართველოს გეოგრაფიული და კულტურული მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში შემუშავებულია განსხვავებული და ეგზოტიკური კერძების მომზადება.
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებელმა - მზია მელივამ, მე-9 კლასის მოსწავლეების უშუალო ჩართულობით, მოამზადეს: ქართლში, გურიაში, სამეგრელოსა და რაჭაში განთქმული კერძები.
მოსწავლეები გადანაწილდნენ ოთხ სამუშაო ჯგუფში. თითოეული მათგანი საქართველოს კუთხეებს წარმოადგენდნენ. გურიის მხარეს ანასტასია ციცქიშვილიმა, ნატალი ქობელაშვილიმა, მალხაზ წვერიკმაზაშვილმა და მათე ხიდაშელმა აირჩიეს. ქართლს - ნინი მახაშვილი, ანა გრიგალაშვილი, ალექსანდრე ჩივაძე და ლუკა სიდამონიძე. სამეგრელოს რეგიონი წარმოადგინეს: ანანო ხვედელიძემ, ირაკლი კარტოზიამ, გიორგი ფილფანმა და ლიზი პაპაშვილმა. რაჭველების უგემრიელესი კერძები კი მოამზადეს: ლუკა შიხიაშვილმა, ავთანდილ მაღლაკელიძემ, გეგა ერგემლიძემ და ცოტნე იარალიშვილმა.
საკვების მომზადების პროცესი ხალისიანად და სამზარეულოს წესების სრული დაცვით წარიმართა.
გურული ღვეზელი, წარმოდგენილი იყო საუკეთესო ვერსიით.
ლობიანი, ჭადი, ნიგვზიანი სალათა, ხარჩო, ჩახოხბილი, ფხალეული, ბაჟე, ღომი, გებჟალია, ფელამუში, შინდის შეჭამადი - ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც მოსწავლეებმა მოამზადეს.
აქტივობის მნიშვნელოვანი ასპექტი ქართული ღვინო იყო, რომელიც განთქმულია მთელ მსოფლიოში. ღვინის მომზადების ქართული ტრადიცია უკვე რამდენიმე ათასი წლისაა და ქართულ ღვინოს განსაკუთრებული გემო და არომატი აქვს. ამიტომ, სუფრას ამშვენებდა კონკრეტული კუთხეების მიერ წარმოებული ღვინის ასორტი.
დეგუსტაციას ესწრებოდა სკოლის აღმასრულებელი დირექტორი - ლალი მელივა და სხვადასხვა საგნების პედაგოგები.
სკოლის დირექციამ ოთხივე გუნდი ბოულინგის გასართობ ცენტრში დაპატიჟა.