მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
28 მაისი 2024 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებითი ესკურსიით სიღნაღს სტუმრობდნენ

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის V - VI - VII კლასის მოსწავლეები, კლასის დამრიგებლებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად იმყოფებოდნენ კახეთის რეგიონში, კერძოდ, სიღნაღის ცენტრალურ ნაწილში. მოინახულეს ქალაქის ღირშესანიშნაობები. საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში, მდებარე ქალაქი სიღნაღი ცნობილია თავისი ისტორიული და კულტურული მნიშვნელობით. ის მდებარეობს ალაზნის ველის გასწვრივ და გამოირჩევა უნიკალური არქიტექტურითა და პანორამული ხედებით. სიღნაღი ხშირად მოიხსენიება "სიყვარულის ქალაქად" ქალაქი ცნობილია ღვინის წარმოებითა და კულინარიით.

მოსწავლეებმა მოინახულეს ბოდბის მონასტერი, წმინდა ნინოს საფლავი, ქრისტიანობის მქადაგებლისა და განმანათლებლის. სკოლის მომღერალთა გუნდმა შეასრულა საგალობლები. დღის მეორე ნახევარში კი გამართეს პიკნიკი, სხვადასხვა გასართობით და სპორტული აქტივობებით.