მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
01 მაისი 2024 წელი

„ნადირობა კვერცხებზე“-სახალისო აქტივობა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოწაფეთა ინტერკულტურული განათლებისთვის

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში ფრანგული ენის პედაგოგების, რუსა კილაძისა და თეონა ჩაკვეტაძის ორგანიზებით, გაიმართა აქტივობა, რომელიც საფრანგეთში წინასააღდგომო რიტუალია.
,,ნადირობა კვერცხებზე" - სახალისო აქტივობა/შეჯიბრი ინტერკულტურული განათლებისთვის. სააღდგომო  ლექსიკის: სიტყვების, ფრაზების, ლექსების გამოკითხვის შემდეგ,   მეხუთე კლასელების ორი ჯგუფი , სააღდგომო სიმღერების ფონზე , ერთმანეთს შეეჯიბრა სკოლის ბაღში დამალული შოკოლადის კვერცხების პოვნაში.