საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის კინოკლუბში ტრადიციულად გაიმართა ქართული მხატვრული ფილმის - "ბაშიაჩუკის" ჩვენება.
ფილმი გადაღებულია 1959 წელს, რეჟისორ ლეო ესაკიას მიერ. აკაკი წერეთლის ისტორიულ მოთხრობას, რომელიც ბახტრიონის ბრძოლას (აჯანყებას) ეძღვნება მე-8 კლასის მოსწავლეები პროგრამულად ეუფლებიან. შესაბამისად, ფილმის ეკრანულმა ვერსიამ მათზე დიდი შთაბეეჭდილება მოახდინა.
მოსწავლეებმა სკოლის აღმასრულებელ დირექტორთან - ლალი მელივასთან, პედაგეგებთან: ლეილა თვალაბეიშვილთან, სოფიკო გორგილაძესთან და ანნა ხელაიასთან ერთად განიხილეს ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიც არის: ისტორიული სინამდვილე, გმირები, გამოგონილი პერსონაჟები, ქვეყნის მტერი და მეგობარი სახელმწიფოები.
თანამედროვე გეოპოლიტიკური სამყარო, საინფორმაციო ომი, ხელოვნური ინტელექტი და ის ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები, რაც ადამიანის, ქვეყნის თავისუფლებასა და მშვიდობიანი გარემოს მშენებლობისთვის არის მიზანშეწონილი.