სიახლეები

Arrow Down Icon
Image 18 ოქტომბერი 2023 წელი

ფეხბურთი რომ გუნდური თამაშია ეს საყოველთაოდ აღიარებული თემაა. სპორტის ამ სახეობაში ქართველებს საამაყო ბევრი გვაქვს. ჩვენი მოსწავლეები ფეხბურთის მიმართ დიდ ინტერესს იჩენენ. ამის დადასტურება სკოლაში ყოველწლიურად გამართული ჩემპიონატებია. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მოსწავლეთა ჯანმრთელი ცხოვრების წესს და მასზე მოთხოვნილებას. წელსაც დიდი მოლოდინით ჩატარდა შიდა სასკოლო საფეხბურთო ტურნირი, სადაც სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები მონაწილეობნენ. არ ცხრებოდა გულშემატკივართა სკანდირება, ყველას თავისი ფავორიტი ჰყავდა. საბოლოო გამარჯვება მე-8კლასის გუნდს ხვდა წილად. კაპიტანმა გუნდში პოზიციების სწორად გადანაწილებით საბოლოო გამარჯვება მოიპოვა.სკოლის დირექტორმა ლალი მელივამ გამარჯვებულ გუნდს გარდამავალი თასი გადასცა და დააჯილდოვა მედლებით. ძვირფასო მოსწავლეებო, სულ გამარჯვებით გევლოთ     

სრულად
Image 18 ოქტომბერი 2023 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეები ყოველწლიურად იღებენ მონაწილეობას კინგსის ოლიმპიადაზე. მათ არაერთგზის მოიპოვეს სხვადასხვა ხარისხის ჯილდოები კონკრეტულ დისციპლინებში. ეს პროცესი მოსწავლეთა ცოდნის გარდა ავლენს პედაგოგის წლიური მუშაობის ხარისხსს. ამჯერად სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის მოსწავლეებს გადაეცათ სერთიფიკატები და დიპლომები გაზაფხული სეზონის ტურებიდან. მოსწავლეებს და მათ პედაგოგებს ვულოცავთ ღირსეულ გამარჯვებას მომავალი წარმატებების იმედით.

სრულად
Image 17 ოქტომბერი 2023 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში ქიმიის მასწავლებელმა ელენე მელიქიძემ  მე-11 კლასის მოსწავლეების აქტიური ჩართულობით ჩაატარა კომპლექსური სამუშაო თემაზე - ხსნარები . მოსწავლეებმა მოამზადეს სხვადასხვა ტიპის პროცენტული ხსნარები და ჩამოაყალიბეს ამ ხსნარების მნიშვნელობა.მოსწავლეებმა წარმოადგინეს შესასრულებელი დავალების მიზანი, განიხილეს უსაფრთხოების წესები ქიმიური რეაქტივების გამოყენებისას, გამოთქვეს ჰიპოთეზები, შეაფასეს ქიმიური რეაქციების მსვლელობის პროცესი, წარმოადგინეს შედეგები და გამოიტანეს დასკვნები.

სრულად
Image 16 ოქტომბერი 2023 წელი

დეტალები ქმნის განწყობას.მხატვარ მარი მჟავიას სახელოსნოში ყველაფერი სიცოცხლის ფერებითაა შეფერილი...თითოეული დეტალი ერთი საოცარი ამბავია და ფერთა გამას თავად პედაგოგი ქმნის, უნიჭიერეს მოსწავლეებთან ერთად...ეს ურთიერთობა გახლავთ შეგირდისა და მოწაფის თანამედროვე, შემოქმედებითი ხედვის ტრენდული ვარიაციები  

სრულად
Image 13 ოქტომბერი 2023 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეები წარსდგნენ ყველაზე მასშტაბური საგანმანათლებლო ოლიმპიადა „ევერესტის“ 2023 წლის გაზაფხულის სეზონის დაჯილდოებაზე. დაჯილდოვდნენ სამტურიანი ოლიმპიადის და ოქროს ტურის გამარჯვებულები. სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები დიდი სიხარულით ულოცავენ პატარებს ამ შესანიშნავ გამარჯვებას.სიამაყის მომგვრელია ნიჭიერი და შრომისმოყვარე თაობის წარმატებები.

სრულად
Image 13 ოქტომბერი 2023 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში გაიმართა სპექტაკლი - "ამბროსი ხელაია". ჩვენება ჩატარდა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით, რომელიც უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის 45-ე საიუბილეო თარიღს ეძღვნება. სკოლის დირექტორი ლალი მელივა, მოსწავლეები და პედაგოგები დიდი ინტერესით ადევნებდნენ თვალს წმინდანის მოწამეობრივ ცხოვრებას, რომელიც დიდი ოსტატობით, თანამედროვე ნარატივით წარმოადგინა უნიჭიერესმა სამსახიობო დასმა. ამბროსი ხელაიას ტრაგიკულ ცხოვრებაზე მცირე კომენტარი გააკეთა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ და სასულიერო პირებმა. მოსწავლეებმა მიიღეს ისეთი ინფორმაცია, რაც მნიშვნელოვანია მათი სულიერი და ინტელექტუალური განვითარებისთვის .  

სრულად
Image 11 ოქტომბერი 2023 წელი

წმინდა ნინოს სახელობის სკოლაში მრავალ საინტერესო ტრადიციასთან ერთად განსაკუთრებულად აღნიშნავენ პირველკლასელების მშობლიურ ანბანთან შეხვედრის დღეს. ამ დღისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან დაწყებითი კლასის მასწავლებლები. ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, მარი თაბაგარმა წინასწარ მოხატა სკოლის ერთ-ერთი კედელი, სადაც ზღაპრულ გმირებთან ერთად ,,დედა ენის" სიმბოლოდ ქცეული ყვავილები ამოზარდა და უმშვენიერესი ქართული ასოებით, თვალსაჩინოდ წააწერა - ,,აი ია" .     პატარები დიდი ემოციებით, განსაკუთრებულად შეეგებნენ ქართული ანბანის დაბადებას. ანბანის სამყაროში მოგზაურობით მათთვის ყველაზე საინტერესო თავგადასავლები დაიწყო. მარი თაბაგარი კი დიდი ემოციებით აღნიშნავდა:,,მათ ანბანთან შესაგებებლად დიდი მომზადება არ დასჭირვებიათ. ერთად გაიხსენეს ფარნავაზ მეფე და ქართული დამწერლობის საუკუნოვანი ფესვები. ასომთავრულით მოხატულ ტილოს თვალი შეავლეს და მხედრული ანბანისაგან შედგენილი სიტყვები მთელი სიზუსტით დამარცვლეს. იაკობ გოგებაშვილის ღვაწლზე თავიანთი მოსაზრება დააფიქსირეს. მერე კი ლექსებიც გაიხსენეს და პატარა გვრიტის ამბავიც როლური თამაშით განასახიერეს. დასკვნაც თვითონვე გამოიტანეს, რომ ,,ძალა ერთობაშია" და ,,მეგობარი მეგობრის ხიდია". როცა ტყუილის სწრაფად გამჟღავნებაზე მისი ,,მოკლე ფეხები" გაიხსენეს, არც მეცხვარე ბიჭის ამბავი დაუტოვებიათ უყურადღებოდ: გართობის მიზნით, მგელი, მგელიო, თანასოფლელებს რომ ეხმიანებოდა და მგელის გამოჩენისას აღარავინ შეისმინა მისი ძახილი. ბიჭს საქციელი დაუწუნეს და ანდაზა შეახსენეს - ,, ტყუილის მთქმელს, მართალსაც აღარ დაუჯერებენო". ენის გასატეხებისა და ანდაზების თქმაში ერთმანეთს ტოლი არ დაუდეს. სახალისო აქტივობაზე კი წყვილებში ,,აი ია" გამოძერწეს და წაიკითხეს. ბეჯითობითა და მონდომებით ნამდვილად აჯობეს უსაყვარლეს პერსონაჟ ბომბორას, რომელსაც ჯერ მულტიპლიკაციური ფილმით გაეცვნენ, შემდეგ კი სკოლის ეზოში კედლიდან მომზირალს წინ ეზო მოუხატეს. ბომბორასთან ფოტოებიც გადაიღეს და საკლასო ოთახში დაბრუნებულებმა დიდი მონდომებით დაწერეს საკუთარ რვეულებში პირველი ასო - ,,ა". ანიდან ჰოემდე და იმის იქითაც, სულ წარმატებით გევლოთ, ჩვენო ფრთაშესხმულო მერცხლებო! "მარი თაბაგარი   

სრულად
Image 03 ოქტომბერი 2023 წელი

წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის ქართულის მასწავლებელმა, ლეიკო თვალაბეიშვილმა დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ლიტერატურული ტექსტის ორიგინალურად გააზრების ვერსია შესთავაზა.ბავშვებმა დიდი ჟრიამულით მოირგეს პინოქიოს აქსესუარები, რომელიც მასწავლებელმა შექმნა და ყველა ასაკის ადამიანისთვის დაუვიწყარი ლიტერატურული გმირის როლიც ინდივიდუალურად მოირგეს პატარა მსახიობებმა:პედაგოგი დიდი აღფრთოვანებით და სიყვარულით გვიყვება ამ პერფომანსის დეტალებზე:   ,,კარლო კოლოდი,,პინიქიოს თავგადასავალი "ხის თოჯინას ამბავი.მთელი ბავშვობა ცხვირის დაგრძელება და ფეხების დამოკლება იყო ნიშანი იმისა, რომ ტყუილი არ უნდა გვეთქვა. თუმცა ყველას მოგვირგია პინოქიოს ცხვირი. ბუნებრივია, თანდათან იმასაც ვისწავლით, რომ ,, სიმართლე მზეზე ნათელია" როგორი მწარეც არ უნდა იყოს მოსასმენად სიმართლე უნდა ვაღიაროთ. ,, არ არსებობს საიდუმლო, რომელიც არ გამჟღავნდება" .ბავშვებს ვესაუბრე, რომ პინიქიო იტალიელი მწერლის კარლო კოლოდის კალამს ეკუთვნის, ბურატინო კი - ტოლსტოის.ჩემს პატარებს ხის თოჯინა პლასტელინისგან შევუქმენი .რადგან ჩვენს სახელმძღვანელოში მოცემული იყო მხოლოდ ეს ეპიზოდი ,, პინოქიო ანბანს ყიდის, რომ თოჯინების თეატრის ბილეთი იყიდოს...გადავწყვიტე, ბავშვებისათვის მეჩვენებინა სრული ზღაპრი. ამის შემდეგ დავიწყეთ კომპლექსური დავალებისთვის მზადება.გავაცანი ბავშვებს კომპლექსური დავალების პირობა:ვკითხე რა იცოდნენ ,, პერსონაჟის სკამის" შესახებ" ? ისხდნენ თუ არა როდესმე ,, პერსონაჟის სკამზე" და გულღიად გაუციათ თუ არა პასუხები დასმულ კითხვებზე...პერსონაჟის რუკის დახმარებით დავახასიათეთ პინიქიო . გონებრივი იერიშის რუკით კი , სადაც ყველას პასუხი მისაღებია და პატივსაცემი , ვიმსჯელეთ პინოქიოს თვისებებზე.როგორც ვიცით, სიმულაცია ანუ როლური თამაში არის თანამშრომლობითი სწავლების ერთ-ერთი მეთოდი, რომელიც მოსწავლეთათვის განსაკუთრებით სახალისოს ხდის სასწავლო პროცესს.როლური თამაში სწავლების აქტიური ფორმაა. ამ დროს მოსწავლეები არა მხოლოდ გონებრივად , არამედ ფიზიკურადაც აქტიურები არიან. მათ საშუალება აქვთ გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულებები, ემოციები , რაც აადვილებს სწავლის პროცესს.კარლო კოლოდის,,პინოქიოს თავგადასავალი"ეპიზოდი ,,პინოქიო ანბანს ყიდის"როლური თამაშით მთავარი პერსონაჟის შინაგანი სამყარო წარმოაჩინეს მოსწავლეებმა.ჩვენი კომპლექსური დავალების მომდევნო ნაბიჯი იყო:,,პერსონაჟის სკამი."ამისათვის მოვამზადეთ ფერადი ფურცლისგან პინოქიოს ქუდი და ცხვირი.მოირგე კარლო კოლოდის ზღაპრის - ,,პინოქიოს თავგადასავალი "- მთავარი პერსონაჟის, ხის კაცუნა პინოქიოს, როლი.გამოდი კლასის წინაშე და გააცანი თავი მსმენელს, მიაწოდე მოკლე ინფორმაცია შენი,როგორც პერსინაჟი, ვინაობის, მისი წარსულისა და ახლანდელი ცხოვრების შესახებ. პერსონაჟის პირით უპასუხე თანაკლასელების შეკითხვებს.მეტ-ნაკლებად ხალისით გავართვით თავი ამ გამოწვევას.ქუდისა და ცხვირის დახმარებით უფრო ადვილად მოირგეს ბავშვებმა პერსონაჟის როლი."  

სრულად
Image 28 სექტემბერი 2023 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლამადიდებლურ სკოლაში26 სექტემბერს დილის 11:00 საათიდან, სკოლის სააქტო დარბაზში, სოხუმის დაცემის 30-ე წლისთავთან დაკავშირებით გაიმართა კავკასიის სახლის მიერ წარმოდგენილი, ბესარიონ გაფრინდაშვილის დოკუმენტური ფილმი, ,,იარაღად ქცეული ისტორია / History Turned into a weapon". ფილმში, ისტორიულ ჭრილში, განხილულია გაყინული კონფლიქტის, რუსეთის მიერ ოკუპირებული ჩვენი ქვეყნის უმშვენიერესი კუთხის, აფხაზეთის ტრაგედია. დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით გადაღებული 55 წუთიანი ფილმი მრავალმხრივ საინტერესო გამოდგა, როგორც უფროსი, ასევე მოზარდი თაობისთვის. ამ ისტორიამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა საქართველოს უმშვენიერეს და ძირველ კუთხეში დატრიალებული კონფლიქტებისა და ადამიანური ტრაგედიების შესახებ. მაყურებლებმა დიდი ინტერესით მოისმინა პოლიტოლოგების, ისტორიკოსების, სამხედრო ჩინოსნების, მწერლების მიერ შეფასებული ეპოქალური საკითხები,  საბჭოეთის მზაკვრული პოლიტიკა - საქართველოსთან მიმართებაში;  უძველესი ტარდიციები, რომელიც ცხადყოფს ქართველი და აფხაზი ხალხის მრავალსაუკუნოვან ძმურ თანაცხოვრებას. ფილმის ჩვენება გულისხმობს გრძელვადიან სასკოლო პროექტს, რომელიც იწოდება შემდეგნაირად:   ,,გვახსოვს და გვიყვარს, რაც ჩვენი ნებით არ დაგვითმია“. ფილმის დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია, სადაც მოსწავლეებს, სკოლის დირექტორმა _ ლალი მელივამ და პედაგოგებმა : გუგა ბენდელიანმა, სოფი გორგილაძემ, ირინე კვანჭიანმა, კობა ბარბაქაძემ, გური ბაბილოძემ, მარინა ტოხიშვილმა და ელენე მელიქიძემ მოუთხრეს აფხაზეთის ომის ტრაგიკულ შედეგებზე და დასახეს მიზანი, რომ ეს პროექტი სამომავლოდ მიიღებს მაშსტაბურ სახეს, რომელიც მიმართულია მოზარდებში მშვიდობიანი ურთიერთობების , დიალოგის კულტურის, განსხვავებული აზრის მოსმენის და აფხაზ თანატოლებთან ,,საერთო ენის" გამოსაძებნად.  

სრულად
Image 18 სექტემბერი 2023 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით მამა ანდრია ჯაღმაიძემ დალოცა სკოლის მოსწავლეები.სკოლის ადმინისტრაციას, პედაგოგებს მოსწავლეებს და მათ მშობლებს მიულოცა ახალი სასწავლო წელი, უსურვა წარმატებები სასწავლო პროცესის საინტერესო ეტაპებზე.საზეიმო ცერემონიალს ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი ლალი მელივა.ხალხური შემოქმედების გუნდმა ნინო ბიბილურის ხელმძღვანელობით შეასრულა საგალობლები.კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ სასწავლო წელს, გისურვებთ წარმატებებს.

სრულად