მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
27 ოქტომბერი 2023 წელი

წმინდა ნინოს სახელობის სკოლის მოსწავლეების შეხვედრა თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის ლექტორ გიორგი გვასალიასთან

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში მოსწავლეების სულიერი განვითარებისთვის სხვადასხვა ტიპის ღონისძიება და სალონური საუბრები იმართება. სკოლის დირექტორის ლალი მელივასა და კატეხიზმოს პედაგოგის გუგა ბენდელიანის ინიციატივით სკოლაში მოწვიეს თეოლოგი, თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის ლექტორი, პროფესორი - გიორგი გვასალია.

დარბაზში იმყოფებოდნენ უფროსი ასაკის მოსწავლეები. სტუმარმა საუბარი დაიწყო ბედნიერების შესახებ. რა არის ადამიანისთვის ნამდვილი ბედნიერება და სიყვარული. როგორ უნდა გაიმიჯნოს ეგოიზმი წრფელი ემოციებისგან. მოზარდები დაინტერესდნენ თუ რამდენად შეესაბამება სამყაროს წარმოშობის ბიბლიური ვერსია მეცნიერულ თეორიებს; არსებობს თუ არა ინფორმაცია უცხოპლანეტელებსა და დინოზავრებზე ბიბლიურ პასაჟებში. ისაუბრეს ადამიანზე, როგორც ღვთის ხატებაზე, ეკლესიურ ცხოვრებასა და მოძღვრის როლზე ადამიანის სულიერ განვითარებაში.