მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
05 ნოემბერი 2023 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომის მრავალფეროვნება ღონისძიებაზე წარმოადგინეს

შემოდგომა წელიწადის ყველაზე ბარაქიანი დროა. სწორედ, დროსთან და განწყობასთან შესაბამისი ღონისძიებები იმართება საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში. მე-2 კლასის მოსწავლეებმა ეზოში სახალისო აქტივობა გამართეს. არაჩვეულებრივი სანახავი იყო ნაირფერი ფოთლებით მოფენილი არემარე, იქვე წარმოდგენილი სხვადასხვა ჯიშის ხილი და ხალხური საკრავების გამოფენა ეგზოტიკურ სანახაობას ქმნიდა.

პატარებისთვის კი ყველაზე დასამახსოვრებელი ჩურჩხელების ამოვლების პროცესი გახლდათ, სადაც დიასახლისების როლი მოირგეს და ოსტატურად გაუძღვნენ განუმეორებელი ნუგბარის მომზადებას. გოგოებს ბიჭებმაც არ დაუდეს ტოლი და სახალისო აქტივობა, მასწავლებლების, მარი ჭიტაძისა და ნინი კანტიძის დახმარებით მშვენიერი შედეგით დასრულდა, ისე, როგორც შემოდგომისას ხდება ჩვენს მშვენიერ ქვეყანაში.

ამგვარი კოლაბორაციებით მოსწავლეები სწავლობენ გუნდურად მუშაობას, საინტერესო და სახალისო პროცესით საჭირო უნარ-ჩვევების დაუფლებას.