საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში მოსწავლეები დაწყებითი კლასებიდანვე იწყებენ საქართველოს ფლორისა და ფაუნის შესწავლას. მათი ინტერესი დიდია მწვანე საფარის და ეკოლოგიური საკითხების მიმართ. პედაგოგები აქტიურად არიან ჩართულები გასვლით ღონისძიებებში, რომელიც ითვალისწინებს მოსწავლეების მიერ მცენარეების დარგვას, მოვლას და ზოგადად მიწასთან მუშაობის მნიშვნელობას ადამიანისთვის.
ამჯერად ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა მარი ჭიტაძემ მე-2 ბ კლასის მოსწავლეებს დაათვალიერებინა გარდენიას შესანიშნავი გარემო . მწვანე სახელოსნოში მოხტეს ქოთანები გაცრეს და შეაზავეს მიწა, თიხის ქოთნებში საკუთარი ხელით დარგეს მცენარე, ისწავლეს როგორ უნდა მოუარონ მას და დღის ბოლოს ახალი ჰობიც კი გაუჩნდათ- ყვავილების დარგვა.