მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
12 ნოემბერი 2023 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეთა გასვლითი აქტივობა ბოლნისში

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართმადიდებლური სკოლის აღმასრულებელი დირექტორის, ლალი მელივას ინიციატივით, მოსწავლეები და პედაგოგები ესტუმრნენ ბოლნისის რაიონს, სადაც მეგობარი სკოლის,
ააიპ "საქართველოს საპატრიარქოს წმ.იოანე ბოლნელის სახ. სკოლის მოსწავლეებთან ერთად ბოლნისის სიონში დაესწრნენ საკვირაო წირვას. საკვირაო წირვა ჩაატარა ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა. წირვის დასასრულს, მან იქადაგა ქართველ გმირებზე, რომელთა თავნგანწივის მაგალითები დღესაც დიდ აღტაცემას და იმედს აღძრავს ადამიანთა გულებში. ექსკურსია გაგრძელდა წუღრუღაშენის — XIII საუკუნის ქართული მართლმადიდებლური გუმბათოვანი ტაძარის მოლოცვით, რომელიც  მდებარეობს ბოლნისის სიონიდან 2 კმ-ზე, მდინარე ბოლნისისწყლის მარჯვენა ნაპირას, მთის ფერდზე. მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი.

შემდეგი ეტაპი კი ისტორიულ სოფელ ტანძიაში გაგრძელდა, დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, პირველი ქართველი ელჩის, სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურულ მუზეუმში. საამაყოა ის ფაქტი, რომ, სწორედ ჩვენს ქვეყანაში დაიბადა ღვაწლმოსილი ქართველი სულხან-საბა ორბელიანი. ამ დიდებული მოღვაწის - მწერლის, პედაგოგის, დიპლომატის, პოლიტიკოსის, მთრგმნელის ძალისხმევით, ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში იყო მცდელობა ევროპაში ჩვენი ისტორიული და კულტურული ადგილი დაგვებრუნებინა. სწორედ საბას უკავშირდება ქართული ენის მრავალფეროვნების წარმოჩენა, მემუარული და იგავ-არაკული ჟანრის ქართულ მწერლობაში შემოტანა. ახლა, როცა ასე ახლოს ვართ ევროპასთან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სულხან-საბა ორბელიანის ცხოვრების მისია და დაფასება. მან საკმაოდ გრძელი და ურთულესი გზა გაიარა ევროპამდე, რათა წარმატება მოჰყოლოდა მის პოლიტიკურ მოლაპარაკებას ევროპელ ლიდერებთან. სამწუხაროდ, საბას მცდელობას მაშინ შედეგი არ მოჰყოლია, თუმცა ქართველ ერს, არც ერთი დღე არ შეუნელებია სწრაფვა ევროპულ ფასეულობებთან დაახლოებისკენ.
ასე ფიქრობდა სულხან-საბა ხელჯოხიანი.
მხარდამხარ საბას ის პაწია ბიჭი მოსდევდა...
მოგწყინდა განა უნაყოფოდ, ელჩო ყიალი?!
გულს ნუ გაიტეხ! - მუხა კვლავაც შეიმოსება!

დამეგობრებული სკოლის მუსიკალურმა გუნდებმა შეასრულეს ქართული ხალხური სიმღერები, ცეკვები და წაიკითხეს ქართველ კლასიკოსთა ლექსები.
გუნდის ხელმძღვანელმა ნინო ბიბილურმა დიდი მოწონება და აპლოდისმენტები დაიმსახურა მომღერალთა პროფესიონალურად მომზადებისთვის .