სიახლეები

Arrow Down Icon
Image 11 ოქტომბერი 2023 წელი

წმინდა ნინოს სახელობის სკოლაში მრავალ საინტერესო ტრადიციასთან ერთად განსაკუთრებულად აღნიშნავენ პირველკლასელების მშობლიურ ანბანთან შეხვედრის დღეს. ამ დღისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან დაწყებითი კლასის მასწავლებლები. ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, მარი თაბაგარმა წინასწარ მოხატა სკოლის ერთ-ერთი კედელი, სადაც ზღაპრულ გმირებთან ერთად ,,დედა ენის" სიმბოლოდ ქცეული ყვავილები ამოზარდა და უმშვენიერესი ქართული ასოებით, თვალსაჩინოდ წააწერა - ,,აი ია" .     პატარები დიდი ემოციებით, განსაკუთრებულად შეეგებნენ ქართული ანბანის დაბადებას. ანბანის სამყაროში მოგზაურობით მათთვის ყველაზე საინტერესო თავგადასავლები დაიწყო. მარი თაბაგარი კი დიდი ემოციებით აღნიშნავდა:,,მათ ანბანთან შესაგებებლად დიდი მომზადება არ დასჭირვებიათ. ერთად გაიხსენეს ფარნავაზ მეფე და ქართული დამწერლობის საუკუნოვანი ფესვები. ასომთავრულით მოხატულ ტილოს თვალი შეავლეს და მხედრული ანბანისაგან შედგენილი სიტყვები მთელი სიზუსტით დამარცვლეს. იაკობ გოგებაშვილის ღვაწლზე თავიანთი მოსაზრება დააფიქსირეს. მერე კი ლექსებიც გაიხსენეს და პატარა გვრიტის ამბავიც როლური თამაშით განასახიერეს. დასკვნაც თვითონვე გამოიტანეს, რომ ,,ძალა ერთობაშია" და ,,მეგობარი მეგობრის ხიდია". როცა ტყუილის სწრაფად გამჟღავნებაზე მისი ,,მოკლე ფეხები" გაიხსენეს, არც მეცხვარე ბიჭის ამბავი დაუტოვებიათ უყურადღებოდ: გართობის მიზნით, მგელი, მგელიო, თანასოფლელებს რომ ეხმიანებოდა და მგელის გამოჩენისას აღარავინ შეისმინა მისი ძახილი. ბიჭს საქციელი დაუწუნეს და ანდაზა შეახსენეს - ,, ტყუილის მთქმელს, მართალსაც აღარ დაუჯერებენო". ენის გასატეხებისა და ანდაზების თქმაში ერთმანეთს ტოლი არ დაუდეს. სახალისო აქტივობაზე კი წყვილებში ,,აი ია" გამოძერწეს და წაიკითხეს. ბეჯითობითა და მონდომებით ნამდვილად აჯობეს უსაყვარლეს პერსონაჟ ბომბორას, რომელსაც ჯერ მულტიპლიკაციური ფილმით გაეცვნენ, შემდეგ კი სკოლის ეზოში კედლიდან მომზირალს წინ ეზო მოუხატეს. ბომბორასთან ფოტოებიც გადაიღეს და საკლასო ოთახში დაბრუნებულებმა დიდი მონდომებით დაწერეს საკუთარ რვეულებში პირველი ასო - ,,ა". ანიდან ჰოემდე და იმის იქითაც, სულ წარმატებით გევლოთ, ჩვენო ფრთაშესხმულო მერცხლებო! "მარი თაბაგარი   

სრულად
Image 03 ოქტომბერი 2023 წელი

წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის ქართულის მასწავლებელმა, ლეიკო თვალაბეიშვილმა დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ლიტერატურული ტექსტის ორიგინალურად გააზრების ვერსია შესთავაზა.ბავშვებმა დიდი ჟრიამულით მოირგეს პინოქიოს აქსესუარები, რომელიც მასწავლებელმა შექმნა და ყველა ასაკის ადამიანისთვის დაუვიწყარი ლიტერატურული გმირის როლიც ინდივიდუალურად მოირგეს პატარა მსახიობებმა:პედაგოგი დიდი აღფრთოვანებით და სიყვარულით გვიყვება ამ პერფომანსის დეტალებზე:   ,,კარლო კოლოდი,,პინიქიოს თავგადასავალი "ხის თოჯინას ამბავი.მთელი ბავშვობა ცხვირის დაგრძელება და ფეხების დამოკლება იყო ნიშანი იმისა, რომ ტყუილი არ უნდა გვეთქვა. თუმცა ყველას მოგვირგია პინოქიოს ცხვირი. ბუნებრივია, თანდათან იმასაც ვისწავლით, რომ ,, სიმართლე მზეზე ნათელია" როგორი მწარეც არ უნდა იყოს მოსასმენად სიმართლე უნდა ვაღიაროთ. ,, არ არსებობს საიდუმლო, რომელიც არ გამჟღავნდება" .ბავშვებს ვესაუბრე, რომ პინიქიო იტალიელი მწერლის კარლო კოლოდის კალამს ეკუთვნის, ბურატინო კი - ტოლსტოის.ჩემს პატარებს ხის თოჯინა პლასტელინისგან შევუქმენი .რადგან ჩვენს სახელმძღვანელოში მოცემული იყო მხოლოდ ეს ეპიზოდი ,, პინოქიო ანბანს ყიდის, რომ თოჯინების თეატრის ბილეთი იყიდოს...გადავწყვიტე, ბავშვებისათვის მეჩვენებინა სრული ზღაპრი. ამის შემდეგ დავიწყეთ კომპლექსური დავალებისთვის მზადება.გავაცანი ბავშვებს კომპლექსური დავალების პირობა:ვკითხე რა იცოდნენ ,, პერსონაჟის სკამის" შესახებ" ? ისხდნენ თუ არა როდესმე ,, პერსონაჟის სკამზე" და გულღიად გაუციათ თუ არა პასუხები დასმულ კითხვებზე...პერსონაჟის რუკის დახმარებით დავახასიათეთ პინიქიო . გონებრივი იერიშის რუკით კი , სადაც ყველას პასუხი მისაღებია და პატივსაცემი , ვიმსჯელეთ პინოქიოს თვისებებზე.როგორც ვიცით, სიმულაცია ანუ როლური თამაში არის თანამშრომლობითი სწავლების ერთ-ერთი მეთოდი, რომელიც მოსწავლეთათვის განსაკუთრებით სახალისოს ხდის სასწავლო პროცესს.როლური თამაში სწავლების აქტიური ფორმაა. ამ დროს მოსწავლეები არა მხოლოდ გონებრივად , არამედ ფიზიკურადაც აქტიურები არიან. მათ საშუალება აქვთ გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულებები, ემოციები , რაც აადვილებს სწავლის პროცესს.კარლო კოლოდის,,პინოქიოს თავგადასავალი"ეპიზოდი ,,პინოქიო ანბანს ყიდის"როლური თამაშით მთავარი პერსონაჟის შინაგანი სამყარო წარმოაჩინეს მოსწავლეებმა.ჩვენი კომპლექსური დავალების მომდევნო ნაბიჯი იყო:,,პერსონაჟის სკამი."ამისათვის მოვამზადეთ ფერადი ფურცლისგან პინოქიოს ქუდი და ცხვირი.მოირგე კარლო კოლოდის ზღაპრის - ,,პინოქიოს თავგადასავალი "- მთავარი პერსონაჟის, ხის კაცუნა პინოქიოს, როლი.გამოდი კლასის წინაშე და გააცანი თავი მსმენელს, მიაწოდე მოკლე ინფორმაცია შენი,როგორც პერსინაჟი, ვინაობის, მისი წარსულისა და ახლანდელი ცხოვრების შესახებ. პერსონაჟის პირით უპასუხე თანაკლასელების შეკითხვებს.მეტ-ნაკლებად ხალისით გავართვით თავი ამ გამოწვევას.ქუდისა და ცხვირის დახმარებით უფრო ადვილად მოირგეს ბავშვებმა პერსონაჟის როლი."  

სრულად
Image 28 სექტემბერი 2023 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლამადიდებლურ სკოლაში26 სექტემბერს დილის 11:00 საათიდან, სკოლის სააქტო დარბაზში, სოხუმის დაცემის 30-ე წლისთავთან დაკავშირებით გაიმართა კავკასიის სახლის მიერ წარმოდგენილი, ბესარიონ გაფრინდაშვილის დოკუმენტური ფილმი, ,,იარაღად ქცეული ისტორია / History Turned into a weapon". ფილმში, ისტორიულ ჭრილში, განხილულია გაყინული კონფლიქტის, რუსეთის მიერ ოკუპირებული ჩვენი ქვეყნის უმშვენიერესი კუთხის, აფხაზეთის ტრაგედია. დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით გადაღებული 55 წუთიანი ფილმი მრავალმხრივ საინტერესო გამოდგა, როგორც უფროსი, ასევე მოზარდი თაობისთვის. ამ ისტორიამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა საქართველოს უმშვენიერეს და ძირველ კუთხეში დატრიალებული კონფლიქტებისა და ადამიანური ტრაგედიების შესახებ. მაყურებლებმა დიდი ინტერესით მოისმინა პოლიტოლოგების, ისტორიკოსების, სამხედრო ჩინოსნების, მწერლების მიერ შეფასებული ეპოქალური საკითხები,  საბჭოეთის მზაკვრული პოლიტიკა - საქართველოსთან მიმართებაში;  უძველესი ტარდიციები, რომელიც ცხადყოფს ქართველი და აფხაზი ხალხის მრავალსაუკუნოვან ძმურ თანაცხოვრებას. ფილმის ჩვენება გულისხმობს გრძელვადიან სასკოლო პროექტს, რომელიც იწოდება შემდეგნაირად:   ,,გვახსოვს და გვიყვარს, რაც ჩვენი ნებით არ დაგვითმია“. ფილმის დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია, სადაც მოსწავლეებს, სკოლის დირექტორმა _ ლალი მელივამ და პედაგოგებმა : გუგა ბენდელიანმა, სოფი გორგილაძემ, ირინე კვანჭიანმა, კობა ბარბაქაძემ, გური ბაბილოძემ, მარინა ტოხიშვილმა და ელენე მელიქიძემ მოუთხრეს აფხაზეთის ომის ტრაგიკულ შედეგებზე და დასახეს მიზანი, რომ ეს პროექტი სამომავლოდ მიიღებს მაშსტაბურ სახეს, რომელიც მიმართულია მოზარდებში მშვიდობიანი ურთიერთობების , დიალოგის კულტურის, განსხვავებული აზრის მოსმენის და აფხაზ თანატოლებთან ,,საერთო ენის" გამოსაძებნად.  

სრულად
Image 18 სექტემბერი 2023 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით მამა ანდრია ჯაღმაიძემ დალოცა სკოლის მოსწავლეები.სკოლის ადმინისტრაციას, პედაგოგებს მოსწავლეებს და მათ მშობლებს მიულოცა ახალი სასწავლო წელი, უსურვა წარმატებები სასწავლო პროცესის საინტერესო ეტაპებზე.საზეიმო ცერემონიალს ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი ლალი მელივა.ხალხური შემოქმედების გუნდმა ნინო ბიბილურის ხელმძღვანელობით შეასრულა საგალობლები.კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ სასწავლო წელს, გისურვებთ წარმატებებს.

სრულად
Image 14 სექტემბერი 2023 წელი

სამზადისმა და შეხვედრამ დიდი ოვაცებით, მხიარულად და ურთიერთგაცნობით ჩაიარა. სკოლის დირექტორმა ლალი მელივამ, პირველკლასელებს და მათ მშობლებს კლასის დამრიგებლები წარუდგინა: ეკა ბიბილური და ნინო გაგოევი.ასევე გააცნო საგნის პედაგოგები.გაცნობის პირველი ეტაპი სახალისო იყო.ბავშვებმა იცეკვეს, იმღერეს და სხვადასხვა აქტივობებით გამოხატეს საკუთარი შესაძლებლობები.მოსწავლეებს საკლასო ოთახში დახვდათ წიგნები, მაისურები და სხვადასხვა ტიპის საჩუქრები. სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დადგომას. გისურვებთ წარმატებებს და საინტერესო, თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრებას  

სრულად
Image 13 სექტემბერი 2023 წელი

მოგეხსენებათ, რომ განათლების რეფორმა გრძელდება, მასწავლებლებიც სრულ მზაობაში იმყოფებიან გაეცნონ და პრაქტიკაში დანერგონ თანამედროვე სწავლებათან დაკავშირებული ნებისმიერი სიახლე/ნოვაცია. აზრთა გაცვლა და პრაქტიკული გამოცდილების შედეგად მიღებული ცოდნის გაზიარება უმნიშვნელოვანესი ეტაპია მოსწავლეებისთვის თანამედროვე აზროვნებასთან შესაბამისობაში, შემუშავებული კომპლექსური დავალების საკითხების შესარჩევად. შესასრულებელი დავალებების საინტერესოდ წარმართვა , უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა შედეგი იყოს მიზანზე ორიენტირებული - მივიღოთ  კონკრეტული პროდუქტი, სამიზნე ცნებებთან შესაბამისი. სკოლის დირექტორის, ლალი მელივას უშუალო ინიციატივით დამეგობრებული სკოლის კოლეგებმა, საქმიან გარემოში, პრეზენტაციების სახით გაგვიზიარეს საკუთარი გამოცდილება სხვადასხვა დისციპლინაში კურუკულუმების მომზადების მიმართულებით. ყურადღება გამახვილდა საჭირო ტერმინების გამოყენების აუცილებლობაზე, კომპლექსური დავალებების განხორციელების თანამიმდევრობასა და მნიშვნელოვან ეტაპებზე. ააიპ საქართველოს საპატრიარქოს წმ.იოანე ბოლნელის სახ.სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა - (ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, ბიოლოგია, ინგლისური ენა) დიდი პროფესიონალიზმით წარმოადგინეს და განმარტეს თითოეულ საგნანში (სწავლების სპეციფიკიდან გამომდინარე) მიღებული გამოცდილება. მომავალი თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივით დავსახეთ სამოქმედო გეგმები, რომელიც განხორციელდება ონლაინ და პირადი შეხვედრების ფორმით.  

სრულად
Image 02 სექტემბერი 2023 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის კურსდამთავრებულო, პირველკურსელებო გილოცავთ ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებას.უსაზღვროდ გვახარებს თითოეული თქვენგანის წარმატება. ეს გახლავთ უდიდესი არჩევანი - პროფესიის, რომლითაც კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა გადადგათ პიროვნული განვითარებისკენ, პროფესიის დაუფლებისკენ, რითაც საკუთარი ოჯახისა და სამშობლოს მსახურების უდიდესი შანსი გეძლევათ.ჩვენი ქვეყნის მომავალი ხართ, თქვენი პროფესიონალიზმი ჩვენი სამშობლოს წინსვლის გარანტია იქნება.გისურვებთ ბედნიერ სტუდეტობის წლებს. კვლავ მრავალი საინტერესო და სასახელო მწვერვალი დაგეპყროთ. გპირდებით, რომ თქვენი სკოლა ის მშობლიური ადგილია , სადაც მუდამ სიამაყით შეხვდებიან თქვენს მიერ გადადგმულ ღირსეულ და წარმატებულ ნაბიჯებს. მარიამ ტალახაძე - ბრაიტონის უნივერსიტეტი.ანა გულისაშვილი, თემო გიორგაძე და გიორგი ქარჩხაძე - GIPA/ჯიპასაბა თევზაძე და რატი მინაშვილი - თავისუფალი უნივერსიტეტი;ნიკა ტვილდიანი და ლუკა ლურსმანაშვილი და თემო ანთიძე - კავკასიის უნივერსიეტი;ლიზა ჭეჟია და ლიზი თათულიშვილი- თსუ;ნინო კაპანაძე და ნიკა ყავლაშვილი- BTU;მარიამ კობახიძე - CIU;ლიკა ლომიძე - ევროპის უნივერსიტეტი;გიორგი პირველინიკოლოზ ტატუნაშვილი

სრულად
Image 03 ივლისი 2023 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში სასწავლო წელი ნაყოფიერად და წარმატებით დასრულდა. აკადემიური წლის ბოლოს, პედაგოგები, საქველმოქმედო ფონდის - "ლაზარე" ტრენინგში - "სამშვიდობო განათლება და მშვიდობის კულტურა" მონაწილეობის მისაღებად ბობოყვათში იმყოფებოდნენ. როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ტრენინგის მიზანია პედაგოგებს გააცნოს სამშვიდობო განათლება - როგორ უნდა შეუწყონ ხელი მშვიდობის კულტურის ჩამოყალიბებას და როგორ შეიძლება მშვიდობა და მისი მშენებლობა იყოს გამჭოლი საკითხი და კომპეტენცია სასკოლო სივრცეში. ბობოყვათში გატარებული დღეები როგორც პედაგოგი სოფი გორგილაძე აღნიშნავს შთაბეჭდილებებით აღსავსე იყო. მასწავლებლებმა ბევრი საინტერესო ინფორმაცია მიიღეს და საკუტარი შეხედულებების დაფიქსირების საშუალება მიეცათ.

სრულად
Image 28 ივნისი 2023 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლა აქტიურად თანამშრომლობს #ეტალონთან.საგანმანათლებლო მიმართულებით სკოლაში მიმდინარე პროცესებს, აქტივობებს და ღონისძიებებს, ასევე, სხვადასხვა კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეების შესახებ ინფორმაციას მთელი წლის მანძილზე აქტიურად აშუქებდა.ეტალონმა, სპეციალური სიგელით დააჯილდოვა ჩვენი სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი სოფიკო გორგილაძე ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.სკოლის დირექტორი ქ-ნი ლალი მელივა მადლობას უხდის სოფო გორგილაძეს, ყველა აქტივობის და ინფორმაციის დროულად და სათანადოდ გაშუქებისათვის, ასევე მადლობას უხდის ეტალონს სათანადო ყურადღებისა და თანამშრომლობისთვის.

სრულად
Image 25 ივნისი 2023 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში განხორციელდა სხვადასხვა შინაარსის ღონისძიებები, რომელიც განსაზღვრული იყო სკოლის უპირატესობის დოკუმენტში:ზოგადად, სკოლაში მეტი ყურადღება ექცევა მოსწავლეთა ინდივიდუალურ მიდრეკილებებს, გამორჩეულობას, სასკოლო და საქალაქო ღონისძიებებში ჩართულობას.სკოლას აქვს სხვადასხვა ტიპის წრეები, მათ შორის - ჭადრაკის, სახვითი ხელოვნების, ცეკვის, მუსიკის.ჩვენი მოსწავლეები მუდმივად იმარჯვებენ სხვადასხვა კონკურსებსა და ოლიმპიადებში.სკოლა თანამშრომლობს განათლების სამინისტროსთან არსებულ შემეცნებით- საინფორმაიციო ვებგვერდ #ეტალოთან და ყველა საჭირო და საინტერესო ინფორმაცია, სკოლის მოსწავლეების წარმატებეს შესახებ ასაჯაროებს რესპუბლიკის მასშტაბით.https://www.etaloni.ge/geo/main/index/1სკოლა წელიწადში ორჯერ, მოსწავლეებს სთავაზობს და ლოჯისტიკურად უზრუნველყოფს ექსკურსიებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, რათა მომავალი თაობისთვის ხელშესახები გახდეს ყველა ის ისტორიული ძეგლი და ლოკაცია, რასაც ადგილზე თეორიულად შეისწავლიან.სკოლის მისიიდან გამომდინარე, მოსწავლეებმა მაღალ აკადემიურ განათლებასთან ერთად უნდა გამოიმუშაონ უნარები და ღირებულებები, რომლებიც დაეხმარება საზოგადოებაში საკუთარი ადგილის დამკვიდრებასა და პოტენციალის რეალიზებაში. ამ საკითხთა გათვალისწინებით, სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო და სახალისო პროექტები, კომპლექსური დავალებები მშობლიურ და უცხოურ ენებზე.წმინდა ნინოს სკოლის ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიურადა არიან ჩართულები ფსიქოლოგები: ელენე არღვლიანი, მარიამ ჯაღმაიძე, ექიმი ცირა მემანიშვილი. ისინი ყოველდღიურად ესწრებიან საგაკვეთილო პროცესს და ეხმარებიან მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ამა თუ იმ პრობლების აღმოფხვრაში. ასევე, ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში იღებენ მყისიერ ზომებს პრობლემების თავიდან ასაშორებლად.სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგები და მოსწავლეები უდიდესი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ სასწავლო პროცესისა და ღონისძიებათა ორგანიზებას, რათა თითოეული დეტალი ყოფილიყო საინტერესო, თანამედროვე ტრენდული იდეებით გაჯერებული. ამგვარი მიდგომა და გუნდური მუშაობის პრინციპი, საუკეთესო შედეგზე ორიენტირებულს, მეტად მოტივირებულს ხდის მოსწავლეს და მასწავლებელს აკადემიურ პროცესში სრულყოფილად ჩართვის თვალსაზრისით.ჩვენმა სკოლამ წარმატებით ჩაატარა სხვადასხვა ღონისძიებები. მთელი სემესტრის მანძილზე. ყურადღება გამახვილებული იყო: მოსწავლეთა ინდივიდუალურ მიდრეკილებებზე, გამორჩეულობაზე, სასკოლო და საქალაქო ღონისძიებებში ჩართულობაზე; სხვადასხვა ტიპის მიმართულებების, მათ შორის - ჭადრაკის, სახვითი ხელოვნების, ცეკვის, მუსიკის შესწავლაზე; სხვადასხვა კონკურსებსა და ოლიმპიადებში მონაწილეობასა და უპირობო გამარჯვებებზე; აღსანიშვავია რესპუბლიკური ოლიმპიადებზე#ევერესტსა და #კინგსსზე მოპოვებული წარმატებები, ოქროსა და ვერცხლის მედლები, რომლის მფლობელებიც გახდნენ: თეკლა კვანჭიანი, კონსტანტინე კვანჭიანი, დავით გოგიჩაშვილი და დემეტრე ნებიერიძე. აქვე უნდა აღინიშნოს პედაგოგების: ირმა წითაძის, ლალი მელივას, ლეილა თვალაბელიშვილის, მარი თაბაგარის, მზია მელივას დამსახურებაც.სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები: ლია ინჯია, ეკა ლომინაძე, სალომე ცუხიშვილი, ლეილა თვალაბეიშვილი, ელენე მიროტაძე მათი და მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული სხვადასხვა პროექტებსა და ღონისძიებებში: ამგვარი აქტივობები ხელს უწყობს საინტერესო და სასარგებლო პროცესებთან სრულფასოვან ადაპტაციას.სხვადსხვა დისციპლინათა პედაგოგების ინიციატივით და მათივე სცენარით გაიმართა აქტივობები და შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები: მარი თაბაგარმა, ირინე კვანჭიანმა, და მარინე ტოხიშვილმა ღია გაკვეთილებისა და ლიტერატურული სპექტაკლების სახით წარმოაგინეს სწავლის სრული შედეგი, რომელიც გულისხმობს - მიღებული თეორიული ცოდნის საჯარო პრეზენტაციას, რაც საჭიროა არამხოლოდ საშუალო სკოლის მოსწავლისთვის, არამედ ნებისმიერი პროფესიის ადამიანისთვის.სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა ,,ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები" -ის სწავლებას, როგორც თანამედროვე სამყაროს ყველაზე სწრაფ საკომუნიკაციო საშუალებას, ინფორმაციის მიღების, დაზუსტების, სანდო წყაროებისა და ნიმუშების მოპოვების ინსტრუმენტს.პედაგოგი ნათელიკო ჩხაიძე თეორიული მეცადინეობების გარდა მოსწავლეებს სთავაზობს სხვადასხვა ტიპის ინდივიდუალურ და პრაქტიკულ სამუშაობს, რომელიც დაფუძნებულია თანამედრივეობის ყველაზე ტრენდულ იდეებთან. მოსწავლეებს დაევალათ პროექტის შექმნა: ,,ჩემი ბიზნეს იდეა", რასაც შესანიშნავად გაართვეს თავი: ინფორმაციის მოძიებაში , დაგეგმვაში, გათვლებში და დიზაინის შექმნაში დაეხმარათ თეორიული ცოდნა, რომელიც საგანში წლის მანძილზე მიიღეს. კატეხიზმოს მასწავლებლის, გუგა ბენდელიანის ინიციატივით სკოლაში ჩატარდა ინტელექტუალური შეჯიბრის რამდენიმე ტური, რის შემდეგ, ჩვენი სკოლის მოსწავლეთა საუკეთესო ნაკრებმა მონაწილეობა მიიღო საქალაქო ტურზე ინტელექტუალურ თამაშში ,,რა, სად, როდის?“ სკოლის ხალხური შემოქმედების მუსიკალური გუნდი ნინო ბიბილურის ხელმძღვანელობით სახელმწიფო კონსერვატორიაში გამართულ ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივის VI ეროვნული კონკურსის გალა კონცერტზე დაჯილდოვდა ოქროს მედლით, რომელიც უკვე მესამე წელია ჩვენი სკოლის შეუცვლელ ლიდერობას ადასტურებს.ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგის, ირმა კვანჭიანის ინიციატივით სკოლაში გაიმართა საგნობრივ-თემატური პრეზენტაციების გამოფენა.დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს ,,მე და საზოგადოების" ეგიდით ჩაუტარდათ კონკურსი,,ჩვენ ვსწავლობთ სამოქალაქო ლექსიკონს.მოსწავლეები გამარჯვების მოტივაციით, დიდი ინტერესით დაეუფლნენ საჭირო ტერმინებისა და ლექსიკური ერთეულების დასწავლას. შესაბამისად, წლის ბოლოს, დაჯილდოვდნენ სამახსოვრო სიგელებით.უკვე მეორედ განხორციელდა იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატისა და საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის ერთობლივი პროექტის ,,ჩვენი დროის მშვიდობისმყოფელები,“ სადაც ქართველი და დევნილი უკრაინელი ბავშვების გაცნობა-დამეგობრების გრძელვადიან პერსპექტივას ჩაეყარა საფუძველი. ქართველი და უკრაინელი მოსწავლეების შემოქმედებითი კოლაბორაციის შედეგად შექმნა მხატვრული ტილოები საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. აღნიშნული პროექტის ავტორმა სოფი გორგილაძემ სახვითი ხელოვნების პედაგოგების: მარი მჟავიას, მარი დავითიძის და მოსწავლეთა უშუალო ჩართულობით წარმატებით გაასრულეს ეს ეტაპიც.ასევე დიდი ყურადღება ექცევა საბუნებისმეტყველო საგნების შესწავლას. საგანი “ჩვენი გარემოს“ შესწავლაში მნიშვნელოვანი როლი ეკუთვნის ეკოლოგიის საკითხებს.მოსწავლეები დიდი ხალისითა და მონდომებით ერთვებიან სხვადასხვა ღონისძიებებსა და აქტივობებში, კერძოდ, ჩართულები იყვნენ გარემოს დაცვის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაში და აქტიური მონაწილეობისათვის გადაეცათ სიგელები.მოსწავლეებმა სხვადასხვა საგნების პედაგოგთა ჩართულობით და უშუალო მითითებით:მზია თათარაშვილი, ნათია ხუჭუა, თეონა ბაიაშვილი, მარი დავითიძე, მარი მჟავია, კლარა ღურწკაია შექმნეს სხვადასხვა პროდუქტი და ჩაატარეს აქტივობები.მოაწყვეს გამოფენა: პლაკატების, ბუკლეტების, კომიქსების, მაკეტებისა და ხელნაკეთი ნივთების. შექმნეს ,,მოლაპარაკე მაისურები საკუთარი სლოგანით“ და დარგეს ხე.ეს აქტივობა ინტეგრირებული გაკვეთილების გაერთიანების მოდელია, რომელიც აერთიანებს სამ საგანს: ბუნება, ინგლისური და სახვითი ხელოვნება.მსგავსი აქტივობა და მათ მიერ შექმნილი პროდუქტები მოზარდებს ეხმარება რეალური ეკოლოგიური პრობლემების გააზრებასა და მათი დაძლევის სხვდასხვა ხერხების შემუშავებაში.პედაგოგი ელენე მელიქიძე უკვე მრავალი წელია ასწავლის #ქიმიას და თამამად შეიძლება ითქვას, რომ არაერთი წარმატებული მოსწავლე აღუზრდია. მიმდინარე წლის დასასრულს პედაგოგმა კიდევ ერთ ექსპერიმენტულ კოლაბორაციაში ჩააბა VIII- IX და X კლასის მოსწავლეები. გაკვეთილის მიზანი იყო წლის მანძილზე მიღებული თეორიული ცოდნის ქიმიური ცდებით პრეზენტირება. გაკვეთილი საინტერესო და სანახაობრივად ესთეტიური გამოვიდა.საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით,სკოლაში გაიმართა სპექტაკლი ,,მარაბდის გმირები და ცხრა ძმა ხერხეულიძე" .რომელიც უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს საიუბილეო თარიღს მიეძღვნა. სკოლის დირექტორმა ლალი მელოვამ და მოსწავლეებმა საკუთარი მოსაზრება გაუზიარეს ტელეკომპანია საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნება" -ს ერთსულოვნების გადამღებ ჯგუფს.ადმინისტრაციის ინიციატივით საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლას ლეგენდარული ლეო ანთაძე ეწვია. მსახიობმა წაიკითხა ამონარიდები უკვდავი პოეტური შედევრებიდან და სცენაზე გაცოცხლა ლიტერატურული გმირები...გარდასახვის ხელოვნებით და სამსახუობო ოსტატობით მონუსხული მოზარდმა თაობამ მქუხარე აპლოდისმენტები არ დაშურა. ,,სხვა საქართველო სად არის ?!ამ ტაეპით დაასრულმა დიდმა არტისტმა შოუ და თვალზე ცრემლმომდგარი, გულაჩუყებული დარბაზი შეულეველი ემოციით შეჰყურებდა 90 წლის, მართლაც გენიალურ ადამიანს. ჩვენი ქვეყნის სიამაყესა და სინდისსქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის ირინე კვანჭიანის ინიციატივით და პირადი მოწვევით სკოლას მანანა ჩიტიშვილი ესტუმრა და გაიმართა პოეტის შემოქმედებითი დილა.ეს გახლდათ პოეზიის დღესასწაული, მართალი, გულში ჩამწვდომი სიტყვის, სულიერების, დიდსულოვნების, ცხოვრების ქარტეხილებთან შეჭიდების და მარადიულ ფასეულობებთან თვალის გასწორების გულწრფელი ეპიზოდები.საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სახელოვნებო დარგის მიმართულებებს.სახვითი ხელოვნების პედაგოგები უდიდეს ძალისხმევას იჩენენ შემოქმედებითი აზროვნების მოსწავლეების მიმართ - შედეგიც უნიკალურია - ისინი არაერთი კონკურსის გამარჯვებულები და მედალოსნები არიან. ამ მიმართულებით გამოირჩევიან მოსწავლეები, რომლებსაც სახვითი ხელოვნება თითქმის პროფესიონალის დონაზე აქვთ ათვისებული. ტექნიკის სრულყოფაში კი მათი პედაგოგები მარიამ მჟავია და მარი დავითიძე უწევენ კონსულტაციებს. საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა კონკურსი:,,ნახატები ბიბლიურ თემებზე".კონკურსანტებს წაუკითხეს ამონარიდები წმინდა წერილიდან (ძველი და ახალი აღთქმა), რომლის მიხედვითაც ადგილზე დახატეს ბიბლიური პასაჟები. ტექსტების სრულყოფილად გააზრებაში კი მათ დახმარება გაუწია სკოლის კატეხიზმოს პედაგოგმა გუგა ბენდელიანმა. ამ ეტაპზეც ისახელეს თავი ჩვენმა მოსწავლეებმა და ლიდერები გახდნენ.სპორტი რომ ჯანსაღი ცხოვრების მთავარი გარანტია ეს კარგად იცის საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლა -ის თითოეულმა მოსწავლემ. მოტივაციას კი სასკოლო გარემოში კვალიფიციური, პრაქტიკოსი პედაგოგები ქმნიან.სკოლაში გაიმართა საფეხბურთო ჩემპიონატის კვირეული, რომელშიც მონაწილეობენVII - XI კლასის მოსწავლეები. დილიდან სტადიონზე მობილიზდნენ გულშემატკივრები და მხარდამჭერი პლაკატებით გულმხურვალედ ამხნევებდნენ რჩეულ გუნდებს.მართლაც უნიჭიერესი თაობა გვყვავს. თავდაჯერებული, მოტივირებული, გაბედული, პრინციპული და ყველა სიკეთით შემკული. მომავალი მათია.პედაგოგები ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, როცა სკოლის ადმინისტრაციამ #თვითმმართველობის კვირეული გამოაცხადა .კვირეულის ფარგლებში, სკოლის თვითმმართველობის ინიციატივით შემუშავდა სამოქმედო გეგმა და პროგრამა, სადაც მოსწავლეებმა შეითავსეს დირექტორის, მასწავლებლების, კლასის დამრიგებლების ფუნგციები და შესანიშნავად გაართვეს თავი საგაკვეთილო პროცესს.კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში აკადემიკოს შალვა ამონაშვილთან გაიმართა საჯარო შეხვედრა თემაზე: „ჰუმანური პედაგოგიკა - აღზრდის საიდუმლო“.სტუმარმა მიმოიხილა ჰუმანური პედაგოგიკის არსი, სკოლისა და მასწავლებლის როლი ბავშვის განვითარების პროცესში.საჯარო შეხვერას ესწრებოდნენ ჩვენი სკოლის წარმომადგენლები. ბატონ შალვა მომავალ სასწავლო წელს ეწვევა ჩვენი სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს .ბათუმის საჭადრაკო კლუბ,, ნონას" წევრებმა წარმატებით იასპარეზეს საქართველოს ვაჟთა და ქალთა სწრაფ ჭადრაკში-,,ნანა იოსელიანის თასი-2023"ჩვენი სკოლის ჭადრაკის პედაგოგი მირანდა მიქაძე ,მორიგი წარმატებით III ადგილს დაეუფლა.2023 წლის 3 ივნისს გაიმართა პროექტი,,ვიზიტი ანუ სვლა მშვიდობის მშენებლობისთვის’’,რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის და წეროვანის N3 საჯარო სკოლის დევნილი მოსწავლეები.პროექტი წარმოადგენდა გაცნობა-დამეგობრების აქტს სხვადასხვა ტიპის კოლაბორაციებით ,,სამშვიდობო განათლების“ ფარგლებში.პროექტის ავტორი - სოფიკო გორგილაძე.პროექტის გენერალური სპონსორიანაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი - Isnc. ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი - Isncაქტიური მხარდამჭერი და განმხორციელებელი სკოლის პედაგოგები და უშუალოდ მისი დირექტორი ლალი მელივა. პროექტის ხელმძღვანელების მიერ შერჩეული პროფესიონალი პედაგოგების მხრიდან, ეს იყო კიდევ ერთი მცდელობა სხვადსხვა აქტივობებით დახმარებოდნენ მოსწავლეებს, როგორც ადგილობრივ, ასევე სტუმრებს სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაში, ჰქონდეთ განსხვავებული და თავისუფალი აზრის გამოხატვის, პატივისცემისა და მიმღებლობის უნარი.სკოლაში დიდი პომპეზურობით ჩატარდა ბოლო ზარი, სადაც ჩვენი სკოლის კურსადამთავრებულებმა წარმოსთქვეს მადლიერებით და სიყვარულით სავსე სიტყვები, პედაგოგებისა და ზოგადად განვლილი სასწავლო პროცესის მიმართ.ვუსურვებთ მათ წარმატების მწვერვალების დაპყრობას.გასული სასწავლო წელი გამოირჩევა უდიდესი აქტივობით, ჩართულობით, გუნდურობით, აკადემიური და შემოქმედებითი პროექტებით, სადაც ჩართული იყო თითოეული კათედრა.• ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა;• საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა;• მათემატიკის და ისტ-ის კათედრა;• საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრა;• ინგლისური ენის კათედრა,• უცხოური ენების კათედრა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან რუსული და ფრანგული ენის მასწავლებლები;• დაწყებითი კლასების კათედრა,• სპორტისა და ესთეტიკური აღზრდის კათედრა;რომლის შემადგენლობაშიც შედიან სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, არჩევითი საგნის – ხელოვნების ისტორიის, მუსიკის, სპორტის, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლები.• მადლობას გიხდით თითოეულ პედაგოგს თანადგომისთვის, ჩართულობისთვის, მაღალი პროფესიული ხარისხის გამოვლენისთვის, გუნდურობისა და ყველა იმ ჩართულობისთვის, რომელიც მომავალი თაობის აღზრდას ემსახურება.პატივისცემით წმინდა ნინოს სკოლის დირექტორი ლალი მელივა.

სრულად