მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
13 ოქტომბერი 2023 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში გაიმართა სპექტაკლი - "ამბროსი ხელაია"

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში გაიმართა სპექტაკლი - "ამბროსი ხელაია".

ჩვენება ჩატარდა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით, რომელიც უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის 45-ე საიუბილეო თარიღს ეძღვნება. სკოლის დირექტორი ლალი მელივა, მოსწავლეები და პედაგოგები დიდი ინტერესით ადევნებდნენ თვალს წმინდანის მოწამეობრივ ცხოვრებას, რომელიც დიდი ოსტატობით, თანამედროვე ნარატივით წარმოადგინა უნიჭიერესმა სამსახიობო დასმა.

ამბროსი ხელაიას ტრაგიკულ ცხოვრებაზე მცირე კომენტარი გააკეთა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ და სასულიერო პირებმა.

მოსწავლეებმა მიიღეს ისეთი ინფორმაცია, რაც მნიშვნელოვანია მათი სულიერი და ინტელექტუალური განვითარებისთვის .