სიახლეები

Arrow Down Icon
Image 15 მაისი 2023 წელი

ტელესკოლის მიერ ორგანიზებულ ოლიმპიადაში წელს სულ 3225 მოსწავლე მონაწილეობდა. წმინდა ნინოს სახელობის სკოლის VI კლასის მოსწავლე თეკლა კვანჭიანი კონკურსის 4 ტურის შემდეგ 108 ნახევარფინალისტის ოცეულში იყო, გუშინ ამ ნიჭიერ მოსწავლეებს #სეუ-მ უმასპინძლა. 2 საათში 15 ამოცანა უნდა ამოეხსნათ, მათგან საუკეთესო შედეგის მქონე 30 მონაწილე გადადიოდა ფინალში,  აღმოჩნდა, რომ თეკლამ საუკეთესო ფინალისტების ათეულში გადაინაცვლა! წმინდა ნინოს სახელობის სკოლა ულოცავს თეკლას ღირსეულ გამარჯვებას, მან ურთულესი გზა ღირსეულად გაიარა და მომავალშიც მრავალი მწვერვალი დაეპყროს.

სრულად
Image 04 მაისი 2023 წელი

ფეხბურთი რომ გუნდური თამაშია ეს საყოველთაოდ აღიარებული თემაა. სპორტის ამ სახეობაში ქართველებს საამაყო ბევრი გვაქვს და... მოდით, დღეს კარგზე ვისაუბროთ. ჩვენი მოსწავლეები ფეხბურთის მიმართ დიდ ინტერესს იჩენენ. ამის დადასტურება სკოლაში ყოველწლიურად გამართული ჩემპიონატებია. წელსაც დიდი მოლოდინით ჩატარდა საფეხბურთო კვირეული, სადაც სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები მონაწილეობნენ. არ ცხრებოდა გულშემატკივართა სკანდირება, ყველას თავისი ფავორიტი ჰყავდა. საბოლოო გამარჯვება XI ბ კლასის გუნდს ხვდა წილად. კაპიტანმა ლუკა ინაშვილმა გუნდში პოზიციების სწორად გადანაწილებით საბოლოო გამარჯვება მოიპოვა. საბა კირკიტაძე, დათი დაშნიანი, ლუკა რივკინი, საბა გოგოლაშვილი და ლუკა მაჭავარიანი ოსტატურად ახერხებსნენ ღირსეულ მოწინააღმდეგესთან გამარჯვებისთვის ბრძოლას. II ადგილზე გავიდა X კლასი, III ადგილი კი VII ა კლასს ხვდა წილად. სკოლის დირექტორმა ლალი მელივამ და სპორტის პედაგოგებმა გამარჯვების თასით და მედლებით დააჯილდოვეს სამივე გუნდი. ვულოცავთ ჩვენს ნიჭიერ მოსწავლეებს გამარჯვებას, სულ გამარჯვებით გევლოთ.

სრულად
Image 03 მაისი 2023 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სახელოვნებო დარგის მიმართულებებს. სახვითი ხელოვნების პედაგოგები უდიდეს ძალისხმევას იჩენენ შემოქმედებითი აზროვნების მოსწავლეების მიმართ - შედეგიც უნიკალურია - ისინი არაერთი კონკურსის გამარჯვებულები და მედალოსნები არიან. ამ მიმართულებით გამოირჩევიან მოსწავლეები, რომლებსაც სახვითი ხელოვნება თითქმის პროფესიონალის დონაზე აქვთ ათვისებული. ტექნიკის სრულყოფაში კი მათი პედაგოგები მარიამ მჟავია და მარი დავითიძე უწევენ კონსულტაციებს. დღეს, საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა კონკურსი: ,,ნახატები ბიბლიურ თემებზე". კონკურსანტებს წაუკითხეს ამონარიდები წმინდა წერილიდან (ძველი და ახალი აღთქმა), რომლის მიხედვითაც ადგილზე დახატეს ბიბლიური პასაჟები. საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის სკოლის მოსწავლეებმა:ნინი ქარელიძემ, ანასტასია ციცქიშვილმა, მარიამ მეტრეველმა, კესო თორდიამ, ელისაბედ ჩხაიძემ და ყველაზე უმცროსმა, მესამე კლასელმა, თეკლა ჩარგეიშვილმა დიდი წარმატებით გაიარეს მეტად საპასუხისმგებლო შემოქმედებითი ტური და შესანიშნავი ნახატები წარმოადგინეს.

სრულად
Image 01 მაისი 2023 წელი

სპორტი რომ ჯანსაღი ცხოვრების მთავარი გარანტია ეს კარგად იცის საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლა -ის თითოეულმა მოსწავლემ. მოტივაციას კი სასკოლო გარემოში კვალიფიციური, პრაქტიკოსი პედაგოგები ქმნიან. დღეს დაიწყო საფეხბურთო ჩემპიონატის კვირეული, რომელშიც მონაწილეობენ VII - XI კლასის მოსწავლეები. დილიდან სტადიონზე მობილიზდნენ გულშემატკივრები და მხარდამჭერი პლაკატებით გულმხურვალედ ამხნევებდნენ რჩეულ გუნდებს. წარმატებებს ვუსურვებთ თითოეულ გუნდს და მათ გულშემატკივრებს.წინ კიდევ ბევრი საიტერესო თამაში გველის.

სრულად
Image 28 აპრილი 2023 წელი

სახალისო და ადვილად დასამახსოვრებელია უცხო ენის ლექსიკური ერთეულების შესწავლა-დამახსოვრება პრაქტიკული სამუშაოს შესრულებისას. კერძოდ, ტკბილეულისა და სხვა ტიპის საკვების მოსამზადებელი რეცეპტები უცხო ენის შესწავლის კონტექსტში შესანიშნავი საშუალებაა. ფრანგული ენის შესწავლისას ამგვარ პრაქტიკას ხშირად იყენებს პედაგოგი რუსა კილაძე. ლექსიკის გაკვეთილის თემა იყო: საკვები და გრამატიკაში- I ჯგუფის ზმნები. კრეპის ფრანგულენოვანმა, რეცეპტმა კი საშუალება მოგვცა მარტივად გვემუშავა მოცემულ თემებზე. ძალიან საინტერესო და სახალისო იყო, როგორც რეცეპტის მიხედვით კრეპების მომზადების, ასევე ამ რეცეპტის პლაკატზე თვალსაჩინოდ გადატანის პროცესიც.   

სრულად
Image 30 აპრილი 2023 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლას მრავალი ნიჭიერი და გამორჩეული მოსწავლე ჰყავს. თითოელი მათგანი მრავალმხრივ ნიჭიერი და წარმატებულია.  ისინი ხშირად მონაწილეობენ საქალაქო ტურებში და არაერთხელ მოუპოვებიათ გამარჯვება. ერთ-ერთი მათგანი თეკლა კვანჭიანია. გოგონაში ჰარმონიულადაა შერწყმული მთიელის მტკიცე ბუნება და საოცარი სინატიფე. ის დიდი მონდომებით და სერიოზულობით ეკიდება სასწავლო პროცესს და ამჯერად, მათემატიკის კონკურსზე, ღირსეულ და უნიჭიერეს პრეტენდენტებთან ერთად გადავიდა ნახევარფინალში - 100 მოსწავლიდან რჩეულ ოცეულში მოხვდა. თეკლას პედაგოგები - ლალი მელივა, ირმა წითაძე და ეკა ლომინაძე დიდი სიამაყით აღნიშნავენ გოგონას წარმატებას და უსურვებენ მრავალი მწვერვალის დაპყრობას, რომელც მომავალშიც განაცდევინებს უდიდესი სიამაყის გრძნობას.  

სრულად
Image 21 აპრილი 2023 წელი

22 აპრილს დედამიწის დღე აღინიშნება. საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში პირველკლასელებმა გარემოს დაცვის მხარდამჭერი ღონისძიება გამართეს. ქართულისა და ბუნების მასწავლებლები მარი თაბაგარი და ნათია ხუჭუა მათ დედამიწის მნიშვნელობაზე, ბუნების გაფრთხილებასა და ჯანსაღი გარემოს შექმნაზე ესაუბრნენ. ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე ჯანსაღი გარემოს შექმნაში ადამიანის როლზე იმსჯელეს. მსჯელობის პროცესში მოსწავლეები თვითონვე მივიდნენ დასკვნამდე, თუ როგორ არ უნდა იქცეოდეს ადამიანი. მათ ერთმნიშვნელოვნად ჩამოაყალიბეს, რომ არ უნდა დაანაგვიანონ გარემო, არ დააბინძურონ მდინარეები, არ მოჭრან ხეები, ტყეში არ დაანთონ ცეცხლი, არ დახოცონ ცხოველები, არ ითევზაონ აკრძალულ ადგილებში. პირველკლასელებმა დედამიწასა და ბუნების თემაზე წაიკითხეს მზია გოგნიაშვილისა და მარი თაბაგრის ლექსები.დასასრულს, სახვითი ხელოვნების მასწავლებელმა მარი დავითიძემ მოსწავლეებს საინტერესო ნახატები შეაქმნევინა.

სრულად
Image 16 აპრილი 2023 წელი

ქრისტე აღდგა!ჭეშმარიტად აღდგა! სიტყვები, რომელიც ცვლის მთლიანად სამყაროს. რა ბედნიერებაა, როცა ამ ყველაფრის თანამონაწილე ხარ და არა დამკვირვებელი შორიდან. მადლობა უფალს , ყოველი დღისთვის, ყოველი წამისთვის, რომელიც მასთან გვაახლოებს     წმინდა ნინოს სახელობის სკოლა გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს. ჩვენთან არს ღმერთი!

სრულად
Image 06 აპრილი 2023 წელი

უნიჭიერესი თაობა გვყვავს  თავდაჯერებული, მოტივირებული, გაბედული, პრინციპული და ყველა სიკეთით შემკული.მომავალი მათია, აწმყოც... პედაგოგები ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, როცა სკოლის ადმინისტრაციამ #თვითმმართველობის კვირეული გამოაცხადა . კვირეულის ფარგლებში, სკოლის თვითმმართველობის ინიციატივით შემუშავდა სამოქმედო გეგმა და პროგრამა, სადაც მოსწავლეებმა შეითავსეს დირექტორის, მასწავლებლების, კლასის დამრიგებლების ფუნგციები და შესანიშნავად გაართვეს თავი საგაკვეთილო პროცესს. სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩით, როცა მათ მიმართ, დაწყებითი კლასების მოსწავლეთა პატივისცემით, ნდობითა და ინტერესით ანთებული თვალები ვიხილეთ. განწყობის შექმნა, ინტერესის გაღვივება, საკვანძო კითხვები, შენიშვნის მიცემის იშვიათი კულტურა, საგაკვეთილო დროის რაციონალურად გადანაწილება, თემასა და იდეაზე მსჯელობის ზუსტი ასპექტები. მეტყველების კულტურა,უცხო სიტყვებისა და ფრაზეოლოგიზმების განმატებისა და დამახსოვრების ასოციაციური წიაღსვლები, მოვლენათა კავშირი და მიზეზ-შედეგობრივი ანალიზი... გრამატიკული კატოგერიების ახსნა-განმარტებები , არგუმენტები, ზოგადი განათლების და პირადი გამოცდილების ბაზაზე და ეს ყველაფერი როდია... ადამიანური ურთიერთობების, საქმისადმი პასუხისმგებლობითა და გუნდური პრინციპებით გამოჩენილი აქტივობები ყველაფრის მთქმელი და უდიდესი იმედის მომცემია... ზოგადად, ცხოვრების არსი ხომ მოქმედების დრამატურგიაშია ... ამგვარი პრაქტიკა კი ცხადყოფს მიმდინარე პროცესების შედეგებსა და ხარვეზებს. მოსწავლეებმა ერთხმად აღიარეს, რომ მასწავლებლობა, რთული, საპასუხისმგებლო და საინტერესოა - ეს ფრაზა კი ყველაფერს ცხადყოფს !დროის განუწყვეტელი წრებუნვა კი დაამტკიცებს ამ თაობის განსაკუთრებულობას !  

სრულად
Image 01 აპრილი 2023 წელი

წმინდა ნინოს სახელობის სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარებსა და განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში სხვადასხვა სახის ღონისძიება იმართება. ამჯერად, სკოლაში მოსწავლეებმა სპექტაკლი - "იავნანამ რა ჰქნა" გაიტამაშეს, რომლის სცენარის ავტორი, რეჟისორი და დეკორატორი პედაგოგი მარი თაბაგარი გახლდათ. მოსწავლეებმა სპექტაკლზე მუსიკალური ნომრები შესანიშნავად შეასრულეს - იცეკვეს, სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტზე - სალამურსა და ფანდურზე დაუკრეს და ხალხური სიმღერები შეასრულეს. მათ სამსახიობო ნიჭი, შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს. ღონისძიებაში პედაგოგიც აქტიურად მონაწილეობდა. მან სხვადასხვა მწერლის სიტყვები ერთად შეკრა და ემოციურად წარადგინა. სპექტაკლის ქორეოგრაფი ნათია ხუჭუა იყო, ხოლო სპექტაკლის მუსიკალური ხელმძღვანელი - ნინო ბიბილური გახლდათ. სცენარის ავტორი - კლასის პედაგოგი მარი თაბაგარი აღნიშნული დღის ემოციებს გვიზიარებს და ღონისძიების თითოეულ მონაწილეს მადლობას უხდის. "მახსოვს, როცა პირველად, ბავშვობაში, იაკობ გოგებაშვილის "იავნანამ რა ჰქნა" წავიკითხე, ჯერ თვალებიდან კოკისპირული წვიმა წამოვიდა, შემდეგ კი ემოციის ელჭექი დიდხანს გამყვა. ჩემი მეხუთეკლასელების გულებამდეც დედის იავნანასავით მივიდა ამ  ნაწარმოების ემოცია და შთაბეჭდილებების ერთად შეგროვებამ სცენისკენ გვიბიძგა. ისევ თავიდან დამიბრუნდა ბავშვობის ემოცია, როცა სცენაზე ჩემი პატარა მსახიობები ავიდნენ. არ ვაჭარბებ, თითოეული და ყველა ერთად იმ თეატრალურ დასს წარმოადგენდნენ, პლასტიკა, მეტყველება, სამსახიობო ოსტატობა რომ დახვეწილი და გათვითცნობიერებული აქვთ. მაყურებლის ემოცია თუ ოვაციაც ამასვე ადასტურებდა. სპექტაკლის სცენარის ავტორი, რეჟისორი და მხატვარ-დეკორატორი მე გახლდით. იაკობ გოგებაშვილის, ნოდარ დუმბაძისა და გიორგი ლეონიძის დიდებული, გულძარღვიანი სიტყვები სამშობლოსა და დედაზე ერთად, ლამაზ თაიგულად შევკარი და დიალოგში ჩავაქსოვე. ამიტომაც, რა ემოცია გაუძლებდა ჩვენი დიდი კლასიკოსების მომნუსხველ სიტყვებს. ამ ყველაფერს თან ახლდა ქართული "სამაია", "დაისი", "ილოური" და სპექტაკლის ქორეოგრაფის ნათია ხუჭუას შემოქმედებითი მუხტი. ცეკვას მუსიკა ცვლიდა, შეუდარებელი ქართული "იავნანა"გრძნობის სიმებს არხევდა და ხალხური სიმღერების, სალამურისა და ფანდურის ჟღერადობა სულში იღვრებოდა. სპექტაკლის მუსიკალური ხელმძღვანელის, უნიჭიერესი ნინო ბიბილურის შემოქმედებითი შრომის შედეგმა ჰარმონიით აავსო სცენაც და აყურებელიც. სპექტაკლის განმავლობაში ვღელავდი, ჩემი პატარა მსახიობების განცდებს დარბაზიდან ვპასუხობდი და, როცა ქეთო მაგდანთან დაბრუნდა და დედა იცნო, მხოლოდ მაშინ გავაპარე თვალი მაყურებლისკენ და არც გამკვირვებია, ნახევარი დარბაზი ცრემლს იწმენდდა. ამ ემოციური დღისთვის უღრმესი მადლობა სკოლის დირექტორს, ქალბატონ ლალი მელივას, რომელიც თითოეული პედაგოგისთვის დიდი მეგობარი და გულშემატკივარია. მისი ხედვის უნარი კი ჩემთვის უძვირფასესია. ალბათ დიდხანს გაგვყვება ეს ემოცია მე და ჩემს მსახიობებს, რომლებიც ხვალიდან ისევ კლასებში დამხვდებიან და ახალი სიცოცხლით ამავსებენ. სცენიდა ნათქვამს ისევ გავიმეორებ, "იავნანა" დედაშვილობის ჰიმნია, დედისა და შვილის ყველაზე უანგარო სიყვარულის ამოძახილი. იმ სიყვარულის, სამყაროს ღერძს რომ წარმოადგენს. აბა, ყური დაუგდეთ ქართულ "იავნანას", თითქოს დედის ხმაში ზეციური სინარნარე არხევს სიმებს. ვერცერთი ლოტბარი ამ გრძნობით ვერ იმღერებს, ვერცერთი მგალობელი მ ბგერად ვერ გამოსცემს... და ბოლოს, "დედა მარტო დედა არაა. ყველაფერია, რაც ამ ქვეყანასთან გვაკავშირებს, რასაც სიცოცხლე ჰქვია, რასაც სული უდგას და მზე უცქერის". სოფო მასწავლებელო მადლობა ფოტოებისათვის. მადლობა, ჩემო პატარა მსახიობებო, მშობლებო, კოლეგებო! კიდევ ბევრი სპექტაკლი გველოდება წინ",-ამბობს პედაგოგი. მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეებს სასწავლო პროცესში ჩართულობას ზრდის.

სრულად