სიახლეები

Arrow Down Icon
Image 15 ნოემბერი 2022 წელი

საპარტიარქოს საქველმოქმედო ფონდ ,,ლაზარეს" ინიციატივით , პროექტი - ,,მოინახულე შენი სამშობლოს“ ფარგლებში , საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურმა სკოლამ ნოემბერში მე-8, მე-9, მე-11 და მე-12 კლასები წაიყვანა სასწავლო შემეცნებით ექსკურსიაზე . ექსკურსია წარიმართა ორ ეტაპად: პირველი მოიცავდა: სამთავისის ეკლესიას, ატენის სიონს, უფლისციხეს. ექსკურსიას უძღვებოდა კვალიფიციური გიდი. მოსწავლეები დიდი ინტერესით გაეცნენ საქართველოს უძველესი ხუროთმოძღვრული ძეგლების არქიტექტურისა და ქტიტორთა ისტორიულ ასპექტებს. უძველესი ქალაქის, უფლისციხის ტერიტორიაზე სკოლის პედაგოგებმა ჩაატარეს მცირე ისტორიული ექსკურსი და პოეზიის 10 წუთი, რაც თემატურად უკავშირდებოდა ციხე-ქალაქის დაარსებასა და მის უკვადყოფას ქართულ პოეზიასა და მწერლობაში. ექსკურსიის მეორე ეტაპი მოიცავდა: კახეთის რეგიონში მდებარე კულტურულ ძეგლებსა და მუზეუმებს, კერძოდ: ყვარელში - ილია ჭავჭავაძის, ფულისა და წინანდლის - ალექსანრე ჭავჭაჭავაძის სახლ-მუზეუმებს. საქართველოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლა უდიდეს მადლობას უხდის საქველმოქმედო ფონდ ,,ლაზარეს“ დირექტორს, რეზო შარაბიძეს, ფრიად მნიშვნელოვანი საჭირო-შემეცნებითი პროექტის თანადაფინასებისთვის. ექსკურსიის კოორდინატორს და გიდს: ეკატერინე ჭეშვილს და ინეზა ფანცულაიას კომფორტული და საინტერესო გარემოს შექმნისათვის. სკოლის დირექტორს - ლალი მელივას აქტიური ჩართულობის შესაძლებლობისთვის, რომელიც გულისხმობს სამომავლო პერსპექტივით მეტად საინტერესო მოგზაურობას აღნიშნული პროექტის ფარგლებში. მადლობას ვუხდით თანმხლებ პედაგოგებს; ფსიქოლოგს - ელენე არღვლიანს; ექიმ- ცირა მემარნიშვილს და თითოელ მოსწავლეს გამოჩენილი ინტერესის და უმაღლესი ქცევის კულტურის გამოვლენისთვის. ორივე ექსკურსია წარიმართა მხარეთა მოვალეობების დაცვითა და საუკეთესო ორგანიზებით, სადაც დაცული იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ექსკურსიის განხორციელებასთან დაკავშირებული დადგენილი რეგულაციის წესები.

სრულად
Image 03 ნოემბერი 2022 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მე- 4ბ კლასის მოსწავლეებმა გამართეს ლიტერატურული საღამო ,,უკანასკნელი ფოთოლი" . წარმოდგენილი იყო ქართული პოეზიის შედევრები და ო. ჰენრის გენიალური მოთხრობის ადაპტირებული ვერსია .

სრულად
Image 12 ოქტომბერი 2022 წელი

შემაჯამებელი გაკვეთილი "წელიწადის დროები" მე-4ა კლასი. მასწავლებელი - ლეილა თვალაბეიშვილი. დავასრულეთ თავი ,,წელიწადის დროები" .დღეს გვქონდა შემაჯამებელი გაკვეთილი.ვიმსჯელეთ ზოგადად თითოეულ დროზე , თუ როგორ ფერად ხალიჩას უფენს შემოდგომა ზამთარს, მიძინებულ ბუნებას როგორ აღვიძებს კეკლუცი გაზაფხული და როგორ ყველასათვის საყვარელია ზაფხული არდადეგების გამო .შემდეგ კი ამ თავში შესულ თითოეულ ტექსტზე ვიმსჯელეთ.დიდი მადლობა ამ საოცარ ბავშვებს. ლეილა თვალაბეიშვილი

სრულად
Image 27 სექტემბერი 2022 წელი

დღეს სოხუმის დაცემიდან 29 მძიმე წელი გავიდა... შეუძლებელია მივიწყებას მიეცეს ან ოდნავ განელდეს ეს ტრაგიკული დღე... წმინდა ნინოს სკოლაში მე-11ა და მე-6ბ კლასელებმა გაგვაცნეს ქუთაისელი მეომრის დათო ზივზივაძის ჩანაწერები ,,ტყვიით გაწყვეტილი დღიურები... 27/09/1993". ეს დღიურები შიშველი სიმართლეა, საქართველოს ტკივილიანი უახლესი წარსულია, ბავშვებმა გულწრფელი ემოციით გადმოსცეს გმირი დათო ზივზივაძის ჩანაწერები, რომელიც ბრძოლის ველზეა შექმნილი... დათო ზივზივაძე დაიღუპა სოხუმის დაცემისას, 1993 წლის 25 სექტემბერს.  გვახსოვდეს გმირები!

სრულად
Image 06 სექტემბერი 2022 წელი

ძვირფასო პირველკლასელებო და მშობლებო გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. გაცნობებთ, რომ ა/წ13 სექტემბერს, დილის 10:00 საათზე წმინდა ნინოს სახელობის სკოლაში გაიმართება ღია კარის დღე პირველკლასელთათვის.შეხვედრაზე მოსწავლეები დაათვალიერებენ სკოლის შენობას, გაეცნობიან პედაგოგებს. ასევე გაგაცნობთ სკოლის შინაგანაწესს და ბავშვებს საჩუქრად გადავცემთ #დედაენას, გიპასუხებთ თქვენთვის საინტერესო შეკითხვებზე. პატივისცემით სკოლის ადმინისტრაცია .

სრულად
Image 10 ივნისი 2022 წელი

წმინდა ნინოს სახელობის მართლამდიდებლურ სკოლაში გაიმართა ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის? მე-4 კლასის მოსწავლეების მონაწილეობით. შიდასასკოლო შეჯიბრი გაიმართა ქართული ენის და ლიტერატურის პედაგოგის მარი თაბაგარის ინიციატივით.მონაწილეობდა 5 გუნდი: ტვინიკოსები გონებამახვილები მოაზროვნეები ინტელექტუალები სწავლულები  შეჯიბრის მსვლელობას აფასებდა სპეციალური ჟიური: ლალი მელივას, ირინე კვანჭიანის, ლეილა თვალაბეიშვილის, ნატა ფიცხელაურის, ნინო ბიბილურის და სოფიო გორგილაძის შემადგენლობით. მოსწავლეებმა გამოავლინეს არნახული სისწრაფე და გონიერება.გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი - ტვინიკოსები. ყველა მონაწილეს გადაეცა სერთიფიკატი, ხოლო გამარჯვებულებს სპეციალური დიპლომები და თასი.

სრულად
Image 27 მაისი 2022 წელი

დღეს უმნიშვნელოვანესი დღეა. სევდანარევი სიხარულით სავსე...ყველა და ყველაფერი ისეთი ლამაზი და კაშკაშაა, რომ შეუძლებელია არ დატკბე ამ შესანიშნავი თაობის ცქერით..დღეს არის უკანასკნელი დღე - მერხებთან, მასწავლებლებთან, თანაკლასელებთან.ახლა და აქ ბავშვობასთან გამოთხოვების გარდაუვალი მომენტია, მაგრამ იწყება უფრო საინტერესო გზის , სანუკვარ მიზნების და ოცნებების განხორციელების ოქროს ხანა.თითოეული მოსწავლე პირველ კლასში შემოსვლისას ბოლო ზარზე ოცნებობს.აი, დადგა ეს მომენტი. მაგრამ იქამდე იყო სკოლის დაარსების დღე და ეს თარიღი განსაკუთრებულად აღსანიშნია, რადგან თქვენ ხართ პირველები, ვისთვისაც ჩვენს სკოლაში პირველი ზარი დაირეკა და პირველი გაკვეთილი ჩატარდა. იმ დღიდან მოყოლებული მაცოცხლებელი ძალით აახმაურეთ ეს კედლები, სული ჩაუდგით ყველაზე წმინდა კერას, რასაც საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა ჰქვია. იყო ბევრი სიხარული, იმედგაცრუება, ხალისიანი და სევდიანი დღეები... ყველაფერი იყო, მაგრამ ამ სევდანარევ მოგონებებს აერთიანებს უდიდესი რამ, რასაც სიყვარული და ურთიერთპატივისცემა ჰქვია. სამწლიანმა დისტანციამ, ეპიდემიურმა განწყობებმა და დაძაბულობამ ვერ ჩააქრო ჩვენი სიყვარული, ურთიერთპატივისცემა, მონატრება, პასუხისმგებლობა და ზოგადად მადლიერების გრძნობა, რომელიც ყველაზე სანდო და სიცოცხლისთვის საჭირო უკუკავშირია, რაც მაცოცლებელი ძალად გვაერთიანებს მშვიდობიანი და დამოუკიდებელი ქვეყნის აღმშენებლობაში. ჩვენო ძვირფასებო, დაუვიწყარო მოსწავლეებო! ნურასდროს დაღონდებით, ნუ შეშინდებით, გქონდეთ საკუთარი თავის რწმენა და იმედი. ახალი საუკუნე ტექნიკური პროგრესის და ხელოვნური ინტელექტის ეპოქაა, თქვენი შესაძლებლობები ამოუწურავია და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაც, რადგან სიძულვილის ენის, აგრესიის, ომების სამყაროში ძნელია დარჩე ადამიანად და გქონდეთ ფასეულობები, რაც მთელი ცხოვრება გაგიწევთ მეგზურობას და ახალ შესაძლებლობებს აღმოგაჩენინებთ საკუთარ თავში. 

სრულად
Image 19 აპრილი 2022 წელი

პროექტის „პატრიორტი დიასპორელი“ იდეის ავტორი და განმხორციელებელია გერმანიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი ნინო ციბაძე ფონდთან „საქართველოს ემიგრანტები“, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინოსტროსა და ქართულ გამორჩეულ სკოლებთან ერთად. პროექტი უპრეცენდენტოა, რადგან მის ფარგლებში დადგენილი პირობების გათვალისწინებით, ქართული წარმოშობის დიასპორელები პირველად შეძლებენ ქართულ სასწავლო პროცესში გარკვეული ხნით ინტეგრირებას, რომ მოხდეს მათი ქართული ენის ცოდნის პრაქტიკული გამოცდილებით გამდიდრება, დიასპორელების ქართული ენობრივ-კულტურული იდენტობის შეგნების ამაღლება და ზოგადად, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ქართველი მოზარდების ერთმანეთთან დაახლოება. საერთაშორისო-საგანმანათლებლო პროექტი „პატრიოტი დიასპორელი“ ითვალისწინებს ქართული წარმოშობის საზღვარგარეთ მცხოვრები მოზარდების საქართველოს სკოლებში გაკვეთილებზე დასწრებას მათთვის ხელსაყრელ კალენდარულ დროებში. პროექტის პარტნიორი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროექტში ჩართულ დიასპორელებს მიანიჭებს „პატრიოტი დიასპორელის“ სტატუსს, ხოლო მასპინძელ ქართულ სკოლებს - „პატრიოტი სკოლის“ ტიტულს. პროექტი ოფიციალურად ამოქმედდა 2022 წლის 4 აპრილიდან. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ციბაძე-მჭედლიშვილების ოჯახი გერმანიიდან. ფონდი „საქართველოს ემიგრანტები“ საერთაშორისო პროექტით „პატრიოტი დიასპორელი“ ზრუნავს შეუნარჩუნოს დიასპორელ ქართველობას ფესვები საკუთარ სამშობლოსთან და კიდევ უფრო გააღრმავოს მათი კავშირი საქართველოსთან. აღნიშნული პროექტი უდიდეს წვლილს შეიტანს ქართული ენისა და კულტურის პოპილარიზაციაში ქვეყნის ფარგლებს გარეთ და ამაში ლომის წილი ექნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა, სხვადასხვა ქვეყნების საელჩოებს და ჩვენი ქვეყნის საჯარო სკოლებს.  

სრულად
Image 14 აპრილი 2022 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში 14 აპრილი, ქართული ენის დღე, განსაკუთრებული სიყვარულით აღნიშნეს მე-2, მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეებმა. მათ მსმენელსა და მაყურებელს, ენის მრავალსაუკუნოვან ისტორიასთან ერთად, ქართული ენის დღის დაარსების მიზეზზეც უამბეს. ფარნავაზ მეფიდან მოყოლებული, ყველა იმ წინაპრის ღვაწლი გაიხსენეს, ვინც ქართული ენის განვითარებასა და დამკვიდრებაში თავისი წვლილი შეიტანა და მნიშვნელოვანი სიტყვა თქვა. მოსწავლეებმა სცენაზე გააცოცხლეს სულხან-საბა ორბელიანის, ქართული ზღაპრისა და იოსებ ნონეშვილის ლექსის პერსონაჟები. ინსცენირებას ენაცვლებოდა ლექსი, გალობა, სიმღერა და ჩვენი მოსწავლეების გულიანი, იმედიანი შემოძახილი კიდევ ერთხელ გვარწმუნებდა, რომ ეს თაობაც წინაპრებივით გაუფრთხილდება, მოეფერება და თაობებს გადასცემს ამ ეროვნულ განძს - ქართულ ენას. ღონისძიების ,,ენა დედაა ერისა" ამოძახილი, რომ ,,ძალა ერთობაშია", თავის მიმართვაში ლამაზად დააგვირგვინა სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა ლალი მელივამ და ყველა პედაგოგს, კლასების დამრიგებლებს ( მზია თათარაშვილს, თამილა ჭიკაიძესა და ელენე მიროტაძეს) მადლობა გადაუხადა. ქართული ტკბილხმოვანებით გაჯერებული ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა სკოლის გუნდის ხელმძღვანელმა, მუსიკოსმა ნინო ბიბილურმა. ღონისძიების ორგანიზება, რეჟისურა, სცენარი, დეკორაცია ეკუთვნოდა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს მარი თაბაგარს.

სრულად
Image 25 მარტი 2022 წელი

დღეს, 25 მარტს, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა სასწავლებლის პედაგოგის - ირაკლი ორჟონიას შეხვედრა თბილისის წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეებთან. საუბრის თემა - ბიბლიური სწავლება სამყაროს შექმნის შესახებ - სურვილისამებრ, მოსწავლეებმა შეარჩიეს. ირაკლი ორჟონიამ აღნიშნული საკითხი განიხილა საეკლესიო და სამეცნიერო ლიტერატურაში არსებული შეხედულებების საფუძველზე, წმ. მამათა ეგზეგეტიკის, ბიბლიური არქეოლოგიის, ტექსტოლოგიური კვლევებისა და ისტორიულ-კულტურული მონაცემების გათვალისწინებით. მოხსენებამ დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა, დაისვა მრავალი შეკითხვა, გამოითქვა საინტერესო მოსაზრებები. გიმნაზიის პედაგოგებისა და მოსწავლეების სურვილისამებრ, მსგავსი ფორმატის შეხვედრები მომავალშიც განხორციელდება.

სრულად