მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
01 მარტი 2023 წელი

"Everest"-ის ოლიმპიადაში გამარჯვებული წმინდა ნინოას სახელობის სკოლის მოსწავლეები

2022-2023 სასწავლო წელს, მათემატიკის ოლიმპიადა "ევერესტი"-ოქროს ტურში მონაწილეობა მიიღო ჩვენი სკოლის ორმა მოსწავლემ: 

  • თეკლა კვანჭიანმა(მასწავლებელი-ირმა წითაძე)
  • კონსტანტინე კვანჭიანმა(მასწავლებელი-ლალი მელივა)

ოქროს ოლიმპიადის ორგანიზატორებმა სკოლას გამოუგზავნეს გამარჯვების სიგელები და მადლობის წერილი, სადაც ნათქვამია "ოლიმპიადაში მონაწილეობისას ბავშვებმა გამოამჟღავნეს მათემატიკის ცოდნის მაღალი დონე, სხვადასხვა ტურში ამოხსნეს ოლიმპიადა "ევერესტის" დამფუძნებლისა და ტელესკოლის მასწავლებლის დაჩი ნანობაშვილის მიერ შედგენილი ათობით ამოცანა; ჩვენთვის დიდი პატივია, რომ თქვენი სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა არჩევანი ჩვენს ოლიმპიადაზე შეაჩერეს."

სკოლის დირექცია და პედაგოგები ულოცავენ ჩვენს სასახელო მოსწავლეებს ოქროს სიგელებით დაჯილდოებას