სიახლეები

Arrow Down Icon
Image 31 იანვარი 2023 წელი

დღეს, წმინდა ნინოს სახელობის სკოლაში გამართული შიდა სასკოლო ინტელექტუალური თამაშების კვირეულის გამარჯვებული გუნდები გამოვლინდნენ. I ადგილი - გუნდი "ოშკი" / თორნიკე კუტუბიძე, ილია წუკლაური, სალომე გულისაშვილი, ირინე ქარჩხაძე II ადგილი - გუნდი "ხანძთა" / მარიამ მახარობლიძე, ათუკა მაღლაკელიძე, კესო თორდია, ნინი მახაშვილი III ადგილი - გუნდი "ოპიზა" / ნუცა მელიქიშვილი, მიშიკო ქორიძე, ქრისტინე ბროლაძე, ნია პაპაშვილი შემოქმედებით ტურში გამარჯვებულები: სანდრო კირკიტაძე, ანასტასია ციცქიშვილი, ნინი ქარელიძე და ნატალია ქობელაშვილი. გამარჯვებული გუნდები და შემოქმედებით ტურში გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სამახსოვრო სიგელებით. მოსწავლეები წახალისდებიან ბოულინგ ცენტრში გართობით.

სრულად
Image 01 თებერვალი 2023 წელი

ეკო ცნობიერების ამაღლების მიზნით "ეკო რჩევების წიგნი"-ს გუნდის წევრებმა დღეს წმინდა ნინოს სახელობის სკოლაში ჩაატარეს ეკო წიგნის პრეზენტაცია. შეხვედრას VIII-XI კლასელები ესწრებოდნენ, რომლებთან ერთად ეკო გუნდის წევრებმა გაზომეს ჰაერისა და ხმაურის ხარისხიც. აქტივობის ბოლოს ტესტირების საფუძველზე გამოვლენილი გამარჯვებული გუნდის წევრებს გადაეცათ სერტიფიკატები და ეკო წიგნები. წიგნები საჩუქრად გადმოეცა წმინდა ნინოს სახელობის სკოლის ბიბლიოთეკასაც.  

სრულად
Image 30 იანვარი 2023 წელი

ბათუმის საჭადრაკო კლუბ "ნონას" წევრებმა წარმატებით იასპარეზეს საქართველოს ვაჟთა და ქალთა სწრაფ ჭადრაკში -,,ნანა იოსელიანის თასი-2023". ჩვენი სკოლის ჭადრაკის პედაგოგი მირანდა მიქაძე , მორიგი წარმატებით III ადგილს დაეუფლა. ვულოცავთ ჩვენს ჩემპიონს ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ დიდ წარმატებას !

სრულად
Image 30 დეკემბერი 2022 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლა გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. 2023 წელი ყოფილიყოს ხვავით, ბარაქით, სიკეთით, სიხარულით, სიყვარულით, ბედნიერებით სავსე. გვქონდეს მშვიდობა და დღეგრძელობა, წარმატებები პირად და საზოგადოებრივ საქმიანობაში! ჩვენმა სკოლამ წარმატებით ჩაატარა სხვადასხვა ღონისძიებები. მთელი სემესტრის მანძილზე ყურადღება გამახვილებული იყო: მოსწავლეთა ინდივიდუალურ მიდრეკილებებზე, გამორჩეულობაზე, სასკოლო და საქალაქო ღონისძიებებში ჩართულობაზე; სხვადასხვა ტიპის მიმართულებების, მათ შორის - ჭადრაკის, სახვითი ხელოვნების, ცეკვის, მუსიკის შესწავლაზე; სხვადასხვა კონკურსებსა და ოლიმპიადებში მონაწილეობას და უპირობო გამარჯვებებზე; სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა შემოდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ჩაატარეს ტრადიციული აქტივობა ,,ბარაქიანი შემოდგომა". ამგვარი აქტივობები ხელს უწყობს საინტერესო და სასარგებლო პროცესებთან სრულფასოვან ადაპტაციას. სხვადსხვა დისციპლინათა პედაგოგების ინიციატივით და მათივე სცენარით გაიმართა საახალწლო აქტივობები და შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები. ჩვენი სკოლის მოსწავლეები არაერთგზის გახდნენ #კინგსისოლიმპიადის ფინალისტები და გამარჯვებულები სხვადასხვა დისციპლინებში. სკოლაში ჩატარდა ინტელექტუალური შეჯიბრის რამდენიმე ტური. სკოლის ხალხური შემოქმედების მუსიკალური გუნდი ნინო ბიბილურის ხელმძღვანელობით სახელმწიფო კონსერვატორიაში გამართულ ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივის VI ეროვნული კონკურსის გალა კონცერტზე დაჯილდოვდა ოქროს მედლით. ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგის, ირმა კვანჭიანის ინიციატივით სკოლაში გაიმართა საგნობრივ-თემატური პრეზენტაციების გამოფენა. განხორციელდა იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატისა და საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის ერთობლივი პროექტი ,,ჩვენი დროის მშვიდობისმყოფელები,“ სადაც ქართველი და დევნილი უკრაინელი ბავშვების გაცნობა-დამეგობრების გრძელვადიან პერსპექტივას ჩაეყარა საფუძველი. ქართველი და უკრაინელი მოსწავლეების შემოქმედებითი კოლაბორაციის შედეგად შექმნა მხატვრული ტილობი სახელწოდებით ,,სამყარო ომის გარეშე“. ზოგადად, პროექტი ითვალისწინებს ახალგაზრდა თაობის ინტერესების, იდეების, ცოდნის, ჰობის, სურვილების, უნარების, გამოცდილების გაზიარებას სახელმწიფოებრივი და მოქალაქეობრივი თვითშეგნების განვითარებისთვის, რომელიც თავის მხრივ, აყალიბებს ჯანსაღად მოაზროვნე - პაციფისტური სულისკვეთებით გამსჭვალული თაობების ინტეგრაციას დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში. საქართველოს საპატრიარქოს, უკრაინის საელჩოსა და NStudia-ს ერთობლივი ორგანიზებით, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში მოეწყო უკრაინელი და ქართველი ბავშვების ნახატების გამოფენა, თემაზე „მშვიდობიანი მომავლისთვის“. მოსწავლეთა მონაწილეობით შედგა კონცერტი; შესრულდა საგალობლები, ხალხური სიმღერები.ღონისძიება მიეძღვნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია II-ის ინტრონიზაციის 45 წლის საიუბილეო თარიღს. ღონისძიებაზე გამოფენილ ნახატებს შორის, უკრაინელ მოსწავლეს სურვილი გაუჩნდა შეეძინა ჩვენი სკოლის მე- 7 კლასის მოსწავლის ნინო ქარელიძის მიერ ტილოზე შესრულებული ნახატი. ავტორმა ეს ნახატი უსასყიდლოდ გადასცა უკრაინელ თანატოლს.გამოფენამ დამთვალიერებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.დასასრულს გამოფენისა და კონცერტის მონაწილეები დიპლომებით დაჯილდოვდნენ. სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგთა გუნდი გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს, გისურვებთ დღეგრძელობას, მშვიდობას და ჯანმრთელობას.

სრულად
Image 25 დეკემბერი 2022 წელი

25 დეკემბერს, საქართველოს საპატრიარქოს, უკრაინის საელჩოსა და  NStudia-ს ერთობლივი ორგანიზებით, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში მოეწყო უკრაინელი და ქართველი ბავშვების ნახატების გამოფენა, თემაზე „მშვიდობიანი მომავლისთვის“. მოსწავლეთა მონაწილეობით შედგა კონცერტი; შესრულდა საგალობლები, ხალხური სიმღერები.ღონისძიება მიეძღვნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესიილია II-ის ინტრონიზაციის 45 წლის საიუბილეო თარიღს. ღონისძიებაზე გამოფენილ ნახატებს შორის, უკრაინელ მოსწავლეს სურვილი გაუჩნდა ფულადი ანაზღაურებით შეეძინა ჩვენი სკოლის მე- 7 კლასის მოსწავლის ნინო ქარელიძის მიერ ტილოზე შესრულებული ნამუშევარი. ავტორმა ეს ნახატი უსასყიდლოდ გადასცა უკრაინელ თანატოლს. გამოფენამ დამთვარიელებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.დასასრულს გამოფენისა და კონცერტის მონაწილეები დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

სრულად
Image 21 დეკემბერი 2022 წელი

სტუ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტემა უმასპინძლა იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატისა და საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის ერთობლივ პროექტს "ჩვენი დროის მშვიდობისმყოფელები", სადაც ქართველი და დევნილი უკრაინელი ბავშვების გაცნობა-დამეგობრების გრძელვადიან პერსპექტივას ჩაეყარა საფუძველი. ქართველი და უკრაინელი მოსწავლეების შემოქმედებითი კოლაბორაციის შედეგად შიექმნა მხატვრული ტილოები სახელწოდებით "სამყარო ომის გარეშე“. ზოგადად, პროექტი ითვალისწინებს ახალგაზრდა თაობის ინტერესების, იდეების, ცოდნის, ჰობის, სურვილების, უნარების, გამოცდილების გაზიარებას სახელმწიფოებრივი და მოქალაქეობრივი თვითშეგნების განვითარებისთვის, რომელიც თავის მხრივ, აყალიბებს ჯანსაღად მოაზროვნე - პაციფისტური სულისკვეთებით გამსჭვალული თაობების ინტეგრაციას დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში. პროექტის დასასრულს სიტყვით გამოვიდნენ: სტუ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი გაბისონია. მან მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებსა და მოსწავლეებს სტუმრობისთვის და მზაობა გამოხატა სამომავლო მასპიძლობისთვის. იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა მოსწავლეებს, უსურვა ბედნიერი ახალი წელი და წარმატებები სასწავლო-საგანმანათლებლო პროცესში. მადლობა არაჩვეულებრივ, უნიჭიერეს მოსწავლეებს, მათ პედაგოგს, მარი მჟავიას.სკოლის დირექტორს, ქალბატონ ლალი მელივას, თამთა ბუჩუკურს, მარი დავითიძეს და თითოეულ გულშემატკივარს. პატივისცემით პროექტის ავტორი: სოფიკო გორგილაძე

სრულად
Image 28 ნოემბერი 2022 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში მიმდინარეობს III-VI კლასის მოსწავლეთა საგნობრივ - თემატური პრეზენტაციების გამოფენა.  28-29-30 ნოემბერს, 10 საათიდან - 16 საათის ჩათვლით. ექსპოზიცია-პრეზენტაციის ავტორი პედაგოგი: ირმა კვანჭიანი

სრულად
Image 01 დეკემბერი 2022 წელი

1 დეკემბერს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში მოსწავლეთა შორის ინტელექტუალური შეჯიბრის მეორე ტური ჩატარდა. მონაწილე ოთხწევრიანი გუნდები დაკომპლექტებულია მეშვიდე, მერვე და მეცხრე კლასის მოსწავლეებისგან. შეჯიბრი დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება და სხვადასხვა აქტივობას მოიცავს.

სრულად
Image 08 ნოემბერი 2022 წელი

8 ნოემბერს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში მოსწავლეთა შორის ინტელექტუალური შეჯიბრის პირველი ტური ჩატარდა. მონაწილე ოთხწევრიანი გუნდები დაკომპლექტებულია მეშვიდე, მერვე და მეცხრე კლასის მოსწავლეებისგან. თამაშზე დასმული კითხვები სხვადასხვა სფეროს მოიცავს და მონაწილეებს, როგორც ზოგადი ასევე საგნობრივი ცოდნისა და ნიჭის გამოვლინების შესაძლებლობას აძლევს.  შეჯიბრი დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება და სხვადასხვა აქტივობას მოიცავს.

სრულად
Image 15 ნოემბერი 2022 წელი

2022 წელს საქართველოს მასშტაბით ჩატარდა ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების VI ეროვნული კონკურსი, სადაც საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის ანსამბლმა გალობის კატეგორიაში მოიპოვა ოქროს მედალი. ანსამბლი შედგება ცხრა გოგონასგან, რომელთაგან ერთ-ერთს მიენიჭა კონკურსის სპეციალური პრიზი - საუკეთესო სოლისტი და საჩუქრად გადაეცა არტემ ერქომაიშვილის კომპაქტ დისკი სპეციალურ დიპლომთან ერთად. ვულოცავთ ანსამბლს და წმინდა ნინოს სახელობის სკოლის თითოეულ წევრს ამ დიდ გამარჯვებას!!!

სრულად