მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
14 მარტი 2023 წელი

„თანაბარი მოძრაობა“ - საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებით გაჯერებულ გაკვეთილებს სთავაზობენ, რაც მოსწავლეთა სწავლის ხარისხსა და მოტივაციაზე დადებითად აისახება.

სკოლაში წარმატების მიმდინარეობს კომპლექსური დავალებებით სწავლება.

ამჯერად, საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე მე-7ა კლასის (პედაგოგები - ირმა წითაძე, ჩხაიძე ნათელიკო) მოსწავლეებმა ფიზიკის გაკვეთილებზე იმუშავეს. დავალების თემა იყო - "თანაბარი მოძრაობა".

პედაგოგმა, ირმა წითაძემ მოსწავლეებს დავალების შესრულება შემოქმედებითი ნარატივით შესტავაზა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კლასში მოსწავლეებმა პედაგოგის მითითებებითდავალების პრეზენტაციაორიგინალურად წარადგინეს.

"მათ ასევე სხვადასხვა ფორმის მაკეტები მოამზადეს, რაც შემოქმედებითი თვალსაზრისით მნიშვნელოვანი, საინტერესო და საყურადღებო ფაქტია... ამგვარი ტიპის კოლაბორაციული სამუშაოები კომპლექსურ დავალებებზე მუშაობისას მოსწავლეებში კიდევ უფრო დიდ ინტერესს გამოიწვევს", - აღნიშნავს ფიზიკის პედაგოგი - ირმა წითაძე