მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
06 აპრილი 2023 წელი

თვითმმართველობის კვირეული წმინდა ნინოს სახელობის სკოლაში

უნიჭიერესი თაობა გვყვავს  თავდაჯერებული, მოტივირებული, გაბედული, პრინციპული და ყველა სიკეთით შემკული.
მომავალი მათია, აწმყოც... პედაგოგები ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, როცა სკოლის ადმინისტრაციამ #თვითმმართველობის კვირეული გამოაცხადა .

კვირეულის ფარგლებში, სკოლის თვითმმართველობის ინიციატივით შემუშავდა სამოქმედო გეგმა და პროგრამა, სადაც მოსწავლეებმა შეითავსეს დირექტორის, მასწავლებლების, კლასის დამრიგებლების ფუნგციები და შესანიშნავად გაართვეს თავი საგაკვეთილო პროცესს.

სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩით, როცა მათ მიმართ, დაწყებითი კლასების მოსწავლეთა პატივისცემით, ნდობითა და ინტერესით ანთებული თვალები ვიხილეთ.

განწყობის შექმნა, ინტერესის გაღვივება, საკვანძო კითხვები, შენიშვნის მიცემის იშვიათი კულტურა, საგაკვეთილო დროის რაციონალურად გადანაწილება, თემასა და იდეაზე მსჯელობის ზუსტი ასპექტები. მეტყველების კულტურა,
უცხო სიტყვებისა და ფრაზეოლოგიზმების განმატებისა და დამახსოვრების ასოციაციური წიაღსვლები, მოვლენათა კავშირი და მიზეზ-შედეგობრივი ანალიზი...

გრამატიკული კატოგერიების ახსნა-განმარტებები , არგუმენტები, ზოგადი განათლების და პირადი გამოცდილების ბაზაზე და ეს ყველაფერი როდია...

ადამიანური ურთიერთობების, საქმისადმი პასუხისმგებლობითა და გუნდური პრინციპებით გამოჩენილი აქტივობები ყველაფრის მთქმელი და უდიდესი იმედის მომცემია...

ზოგადად, ცხოვრების არსი ხომ მოქმედების დრამატურგიაშია ...

ამგვარი პრაქტიკა კი ცხადყოფს მიმდინარე პროცესების შედეგებსა და ხარვეზებს.

მოსწავლეებმა ერთხმად აღიარეს, რომ მასწავლებლობა, რთული, საპასუხისმგებლო და საინტერესოა - ეს ფრაზა კი ყველაფერს ცხადყოფს !
დროის განუწყვეტელი წრებუნვა კი დაამტკიცებს ამ თაობის განსაკუთრებულობას !