სიახლეები

Arrow Down Icon
Image 20 ივნისი 2023 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში პირველკლასელებმა კიდევ ერთი შთამბეჭდავი ღონისძიება წარმოადგინეს. ,,ნატვრის თვალი" -ასე უწოდა სკოლის ახალგაზრდა, ახალბედა, ნიჭიერმა პედაგოგმა - სალომე ცუხიშვილმა თეატრალურ წარმოდგენას. სცენაზე გააცოცხლეს იაკობ გოგებაშვილის უკვდავი მოთხრობები, რაც სამყაროს შემეცნების ანი და ჰოეა. მოსწავლეებმა ოსტატურად მოირგეს სხვადასხვა როლები და დიალოგებში გააჟღერეს ნაწარმოების მთავარი არსი - სათქმელი. მნიშვნელოვანია, ის, რომ იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფიული შტრიხებიც შეახსენეს პუბლიკას, ისაუბრეს დიდი მასწავლებლის ღვაწლსა და მიღწევებზე. ლექსები და სიმღერები მიუძღვნეს ქართულ დამწერლობასა და დედაენას.  მუსიკალური ნომრების ჯადოსნურ ჟღერადობაზე იზრუნა ნინო ბიბილურმა.

სრულად
Image 15 ივნისი 2023 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში მოსწავლეები დიდი ინტერესით ეუფლებიან მსოფლიოში ყველაზე ინტელექტუალურ თამშსს - ჭადრაკს,  რომელიც ხელს უწყობს აზროვნების, ლოგიკის, ყურადღების კონცენტრაციას, თვითკრიტიკის განვითარებას.გამარჯვებისაკენ სწრაფვას და მოზარდის გონებრივი განვითარებისთვის მნიშვნელოვან ეტაპებს.ჭადრაკის თამაშში მკაფიოდ ვლინდება პიროვნების ხასიათის ინდივიდუალურობა.მრავალი წელია სკოლაში სპორტის ამ პოპულარულ სახეობას ასწავლის მრავალი საჭადრაკო ტურნირის და ჩემპიონატის გამარჯვებული  მირანდა მიქაძე.მირანდა მასწავლებელი დიდი გულისხმიერებით და სიყვარულით უზიარებს დამწყებ მოჭადრაკეებს საკუთარ გამოცდილებას. ამით უდიდეს ინტერესს და მოტივაციას უქმნის მოზარდებს მომავალი წარმატებისთვის.რაც ნიშნავს, ინტელექტუალური განვითარებისთვის მუდმივ, დაუღალავ, შეუპოვარ ბრძოლას.სასწავლი წლის ბოლოს გაიმართა საჭადრაკო ტურნირი   I -დან Vკლასების ჩართულობით.ყველაზე მეტი ქულის მფლობელი ფინალურ ეტაპზე გადავიდა, სადაც გამოვლინდნენ გამარჯვებულები და დაჯილდოვდნენ სამახსოვრო სიგელებით.სკოლის ადმინისტრაცია ნორჩ მოჭადრაკეებს ულოცავს გამარჯვებას და უსურვებს გამარჯვების მწვერვალების დაპყრობას

სრულად
Image 15 ივნისი 2023 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეებში საგანი  ,,მე და საზოგადოება" დიდი პოპულარობით გამოირჩევა და შესაბამისად, შესწვლის ინტერესიც დიდია. საგნის პედაგოგი ირმა კვანჭიანი შესანიშნავად ფლობს შესაბამის კომპეტენციებს, რომელიც აღნიშნული დისციპლინის მასწავლებელს უნდა ჰქონდეს: იგი კარგად იცნობს მოზარდების ფსიქიკას, თანამშრომლობს მშობლებთან, აქვს ინფორმაცია მოსწავლეთა პიროვნული თვისებების, მათი გარემოს, წინარე ცოდნის, სოციალური უნარის შესახებ და შესაბამისად, მოსწავლეები სტანდარტით განსაზღვრულ შედეგებზე გაიყვანა წლის ბოლოს. სწავლების შესაბამისი სტრატეგიების გამოყენებით თვალსაჩინოების დამზადება, საგაკვეთილო პროცესში უშუალოდ პედაგოგის მითითებით ხდება, რაც საინტერესო და დასამახსოვრებელ ეტაპებს ქმნის. ამგვარი პრაქტიკა, თეორიულ ცოდნასთან ერთად, სამომავლოდ მათ მაღალი მოქალაქეობრივი შეგნების პიროვნებებად ჩამოაყალიბებს . დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს,,მე და საზოგადოების" ეგიდით ჩაუტარდათ კონკურსი: ჩვენ ვსწავლობთ სამოქალაქო ლექსიკონს. მოსწავლეები გამარჯვების მოტივაციით, დიდი ინტერესით დაეუფლნენ საჭირო ტერმინებისა და ლექსიკური ერთეულების დასწავლას. შესაბამისად, დაჯილდოვდნენ სამახსოვრო სიგელებით, რომელიც მათ სკოლის დირექტორთან, ქალბატონ ლალი მელივასთან ერთად გადასცა საგნის პედაგოგმა ირმა კვანჭიანმა.       სკოლის ადმინისტრაცია ქალბატონ ირმას და მის მოსწავლეებს ულოცავს ამ გამაეჯვებას. უსურვებს, სამომავლოდ უფრო მასშტაბურ პროექტებსა და ღონისძიებებში გამარჯვებას .

სრულად
Image 14 ივნისი 2023 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლას წელიწადის ამ დროს თუ ესტუმრებით დარწმუნდებით, რომ ჯადოსნურ სამყაროში მოხვდით...ამჯერად, სკოლის მეორე კლასელებმამართლაც შთამბეჭდავი მეგზურობა გაგვიწიეს და ,,ჯადოსნურ კუნძულზე" გვამოგზაურეს.გაგიკვირდებათ და ამ სანახაობაში დაუჯერებელი არაფერი იყო .კლასის დამრიგებლების ეკა ლომინაძის და მაია ხელაძის ხალისიანი ჩართულობით მოსწავლეებმა ოსტატურად მოირგეს ფლორის, ფაუნის წარმომადგენელთა, ტყის მცველთა როლები და ისეთი აქტუალური გზავნილები გააჟღერეს, რაც თანამედროვე სამყაროში ყველაზე ტრენდულია ეკოლოგიის თვალსაზრისით.ასე, რომ ამგვარი ,,ჯადოსნობით" დიდებიც ჩავერთეთ თეატრალურ აქციაში, რასაც ბუნების დაცვა და გაფრთხილება ჰქვია. მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები დიდი ოსტატობით შეარჩიეს ნინო ბიბილურმა და ნათია ხუჭუამ.

სრულად
Image 14 ივნისი 2023 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში  ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის მარი თაბაგარის ინიციატივით კიდევ ერთი საინტერესო პროექტი განხორციელდა, რომელიც თეატრალიზებული სანახაობის ფორმით წარმოადგინეს მესამე კლასელებმა. ,,პატარა ტარიელი" - ისინი, ამ სახელწიდების სცენარით გამოვიდნენ მაყურებლის წინაშე. პატარები გამართული და მკაფიო მეტყველებით, სითამამით, დამაჯერებლობით, მსახიობისთვის აუცილებელი პროფესიული ოსტატობით წარსდგნენ კრიტიკული და ობიექტური პუბლიკის წინაშე, დიდი მოწონებაც დაუმსახურეს. თავად ავტორი კი დაუვიწყარი ემოციით აქვეყნებს პოსტს საკუთარი ფეისბუქის გვერდზე: ,,არ ვიცი, რა შეიძლება იყოს იმაზე სასიამოვნო, როცა დაუღალავი შრომის ნაყოფს იმ თაობაში ხედავ, შენი სამშობლოს მომავლის იმედად რომ გესახება და თუნდაც საკუთარი ბედნიერი სიბერის გარანტი რომ არის.დღეს III კლასმა სპექტაკლი ,,პატარა ტარიელი" წარმოადგინა, აკაკი წერეთლის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით, რომლის სცენარის ავტორი და რეჟისორი მე გახლდით, ქორეოგრაფი - უნიჭიერესი ნათია ხუჭუა მუსიკალური ხელმძღვანელი - ჩვენი შეუდარებელი ნინო ბიბილური, მხატვარ-დიზაინერი კი - სამი მარი (მარი დავითიძე, მარი მჟავია და მარი თაბაგარი ).სპექტაკლი შემეცნებით ხასიათს ატარებდა და სამშობლოს სიყვარულით გაჯერებულ ლიტერატურას, მხატვრული ხერხების რაობასა და აუცილებლობაზე დიალოგი ერთგვარ ხიბლს სძენდა. წარმოდგენაში ჩაქსოვილი იყო პატრიოტიზმი, რწმენა, ერის საგანძური, პოეზია, ცეკვა, სიმღერა, იუმორი და ყველაზე მთავარი - ოპტიმიზმი, რომ ,,კიდევაც დაიზრდებიან, ალგეთს ლეკვები მგლისანი". სწორედ ეს თაობაა, წინაპართა ნაკვალევს რომ უნდა დაადგეს და თავისი ნათელი გონებით სამშობლოს კირითხუროს როლი მოირგოს, რადგან ,,სამშობლო ისეთი უსაშველო ფენომენია, რომელსაც ასაკი არ გააჩნია."ყველაზე მეტად, რაც ასე მზესავით ნათელი იყო, ბავშვებმა მთელი მონდომებით, მართლაც დიდი მსახიობებივით, მოირგეს როლები და მაყურებელთან ერთად, თვითონაც დიდი სიამოვნება მიიღეს.ვინ იცის, იქნებ სწორედ მათშია ის ავთანდილი, ტარიელი თუ ფრიდონი, ჩვენი სანუკვარი სამშობლო - ნესტან-დარეჯანივით ლამაზი და მოხდენილი, ქაჯთაგან რომ უნდა დაიხსნას. თუ ასეა, კიდევ ერთხელ ვიამაყებ ჩემი, ჩვენი აღზრდილებით საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლა .ამ შესაძლებლობისა და გვერდით დგომისთვის უღრმესი მადლობა ლალი მელივას, მე თქვენ ძალიან მიყვარხართ!მადლობა ყველა პედაგოგსა და მშობელს, ვინც გვესწრებოდა და ჩემს უკვე მეოთხეკლასელებს გულშემატკივრობდა.და ბოლოს, ისევ გავიხსენებ მოთხრობიდან იმ ამონარიდს, დღეს რომ სცენაზეც გაიჟღერა: ,,...როგორც ტარიელი იმ დროს ცხენოსნობით, ბურთაობითა და ნადირობით იწრთვნიდა , იდიდებდა და იმაგრებდა ძალ-ღონეს, ისე თქვენც ახლა უნდა ავარჯიშოთ ჭკუა-გონება სატარიელოდ. თქვენი სანადირო ტყე-ველი, საბურთაო მოედანი სასწავლებელია."  სკოლის ადმინისტრაცია დიდ მადლობას უხდის შემოქმედებით ჯგუფს და უსურვებს წარმატებებს

სრულად
Image 13 ივნისი 2023 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეები დაწყებითი კლასებიდანვე დიდი ინტერესით ეცნობიან ჩვენი დედქალაქის დაარსების და განვითარების ისტორიას.თბილისზე არაერთი საინტერესო პრეზენტაცია და ღონისძიება გაუმართავთ.მე-3 კლასის მოსწავლეებმა სრულიად განსხვავებული ნარატივით წარმოადგინეს ჩვენი ქალაქის ამბები. ისტორიულ და ლიტერატურულ ჭრილში, საინტერესო ასპექტებით მიმოიხილეს და გაიხსენეს ,,რას გადაურჩა თბილისი“და საუკუნეების გადმოსახედიდან გააცოცხლეს სიუჟეტები, რომელიც არამხოლოდ მეფეთა ისტორიებზე მოგვითხრობდა, არამედ ყველა სამაგალითო ქართველზე, რომლებმაც სულიერი და ფიზიკური ძალისხმევით ასახელეს, დღემდე მოიტანეს ქართული სახელმწიფო      ,,რას გადაურჩა თბილისი“ - კოლოსალური შრომა ჩადო ამ ამბის ასე საინტერესოდ წარმოდგენისთვის კლასის დამრიგებელმა ლია ინჯიამ, რომელმაც მრავალი თაობა აღზარდა და დღესაც უდიდესი შემართებით განაგრძობს ამ კეთილშობილურ მისიას. პედაგოგების: ემა ჭუჭულაშვილის, ანა ხელაიას, ნინო ბიბილურის და ნათია ხუჭუას ძალისხმევით ბავშვებმა სხვადასხვა ენაზე წარმოადგინეს ჩვენი დედაქალაქის ამბები. ქართული ცეკვით და სიმღერით გაამშვენიერეს ეს შესანიშნავი წარმოდგენა: გიგი შიხიაშვილიმა, ნინო ჯგერენაიამ, გეგა ლაშაურიმა, გაბრიელა ვოლკოვიჩმა, მართა ჩაუდჰარიმ, თათული (თამარ) კევლიშვილიმა, დემეტრე ჩიტაიშვილმა, სანდრო გრიგალაშვილმა, ნიკოლოზ ახალკაცმა, მარია გიგუაშვილმა, ბარბარე მჟავიამ და გიორგი კანდელაკმა შესანიშნავად, გააზრებულად მოგვითხრეს, გვიმღერეს და ქორეოგრაფიული ელემენტებით გააცოცხლეს ამბავი, რომელიც უძველეს სტრიქონებს გაგახსენებთ:შენ აგიხსნია ბევრი ქარაგმა,ქორონიკონის კენტი და ლუწი,-მაგრამ არ იცი, ჩვენმა ქალაქმარა სურათები მოქარგა უწინ.სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები წარმატებას უსურვებრნ საამაყო მომავალ თაობას, მშვიდობიანი და ლაღი მომავალის იმედით.

სრულად
Image 13 ივნისი 2023 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნონოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში პირველკლასელებთან კიდევ ერთი შესანიშნავი ღონისძიება გაიმართა. ეს წარმოდგენა მხოლოდ ერთი კონკრეტული ამბავი არ ყოფილა. არაჩვეულებრივი წარდგენა იყო მთელი წლის ნაღვაწის, რომელიც შესანიშნავი მაგალითია გუნდურობის, კეთილგანწყობის, საიმედობის, შედეგიანობის და სწორედ ცოდნის კენწეროზე სიამტკბილობით ასვლის, რომელმაც სიტყვის ძალით, ერთობით და ბავშების უზადო სიყვარულით შეიარაღებულმა არაჩვეულებრივ სანახაობას გვაზიარა.  Ეს ერთგვარი ლიტერატურული აქტიც იყო, ეროვნული სულით გაჟღენთილი. მეგობრებისა და კოლეგების, სწორი სუბორდინაციით და პატივისცემით გამსჭვალული.  მოსწავლეებმა კი ფრთები შეასხეს იმ იდეის განხორციელებას, რომელიც მხოლოდ შემოქმედებითმა ჯგუფმა იცის რა სირთულეებთანაცაა კავშირში. ყოველივე ამის აღქმაში კი დიდ გასაქანი მოგვცა მისმა აღმატებულება- ემოციამ!რამდენჯერ დავრჩენილვართ აღტაცებულნი ნიჭიერი ადამიანების შემოქმედებით, შრომისუნარიანობით, თავდადებით.სკოლაში, დირექტორის ქალბატონ ლალი მელივას გადაწყვეტილებით, რამდენიმე წელია, შესანიშნავი ტრადიცია არსებობს. პედაგოგები ხშირად ესწრებიან სხვადასხვა დისციპლინების სწავლების პროცესს. ამით არამარტო კოლეგების მეთოდებს და მოსწავლეების შესაძლებლობებს იზიარებენ და აფასებენ, არამედ, საკუთარ ხარვეზებსაც შეიცნობენ. ბუნებრივია, ნიჭიერი კოლეგა კარგი გზამკვლევია, სწორი მიმართულების, მეთოდის, ტრენდული - ჰუმანური პედაგოგიკის #ShowMan/Woman…თანამედროვე სამყაროს განსაკუთრებულობა ის გახლავთ, რომ ძირითადად #ინდიგობავშვები იბადებიან. ძნელია, ისეთი რამ შესთავაზო, რომ გააკვირვო, დააინტერესო, ნაბიჯ-ნაბიჯ მიიდევნო, ,,მოიშინაურო“, სამეცნიერო ელიტა კი მათ განსაკუთრებულობას ასე განმარტავს: ,, გამოირჩევიან ზემაღალი ცნობიერებითა და მახვილი ინტუიციით. ზოგიერთი მკვლევარი ინდიგო ბავშვების დაბადებას უკავშირებს ცნობიერების ახალ სიხშირეზე გადასვლას, რომელიც ახალი, ანუ ინდიგოს თაობის მიერ მთელი რიგი მიდგომების ახლებურად გააზრებასა და პრობლემატური საკითხების გადაჭრას გულისხმობს. ეს ის პრობლემებია, რომლებსაც დღევანდელი კაცობრიობა ვერაფერს უხერხებს.’’ სრულიად გადაუჭარბებელად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სკოლაში ,,მომავლის“ პედაგოგები ასწავლიან. ლეილა თვალაბეიშვილის ნებისმიერი საფეხურის საგაკვეთილო პროცესის ხილვისას ამაში კიდევ მეტად დარწმუნდებით. პირველკლასელთა წარმოდგენამ,,ჩვენი საუნჯე“ სისავსის, სიყვარულის, პროფესიონალიზმის, კომპეტენტურობის, გემოვნების, სისადავის და მრავალი ადამიანური ემოციის განცდა დატოვა, რომელიც სულის საუნჯეა და,,არც ცხადით ძალით წაერთმის, არც მალვით მოიპარების,’’ სწორედ, რომ ,, „რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების, საშვილიშვილოდ გადაეცემის“...ძნელია ანცი პირველკალელების დამორჩილება, ყველას თავისი სათქმელი აქვს, თითოეული მათგანი ცდილობს განსაკუთრებული ადგილი მოიპოვოს მასწავლებლის გულსა და უბეში და სწორედ, რომ სწორად დაწერილმა, გააზრებულმა დრამატურგიულმა ტექსტებმა მაგიური ზეგავლენა მოახდინა პატარებზე. ,,ერთობის ძალა’’ მთელი სიმძაფრით განაცდევინა. მწვერვალზე ასვლის სიტკბოება და სიტყვის ძალა დარბაზში მყოფმა საზოგადოებამ მქუხარე აპლოდისმენტებით და ენით გამოუთქმელი აღტაცებით დააჯილდოვა.იდეალურად შესრულებული სამუშაო - მთელი წელი თავდაუზოგავი შრომის შედეგი გახლდათ, სწორად შერჩეული როლები, სწორი და მკაფიო დეკლმაცია, თემატური დეკორაცია, კოსტუმები, მასწავლებლის მიერ შექმნილი ხელნაკეთი #დედაენა, ფიგურებად ჩამოსხმული დაუვიწყარი, კოლორიტი პერსონაჟები - ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც მოსწავლეების ყოველდღიურ სასწავლო პროცესს თან სდევს, როგორც თვალსაჩინოება, რომელიც დანახვისთანავე სამუდამოდ დაიდებს ბინას პატარების გულებში.უდიდესია ახალგაზრდა, ნიჭიერი დამრიგებლის ელენე მიროტაძის როლი ამ შესანიშნავი ღონისძიების დაგეგმვასა და სრულყოფაში. უდაოდ დიდი ავტორიტეტი და ნდობა მოიპოვა მან პატარების გულებში და შედეგიც შესანიშნავი დადგა.თავად სცენარის ავტორი და დამდგმელ რეჟიორი ლეილა თვალაბეიშვილი ემოციურად აღნიშნავს: ,,საიდან დავიწყო არ ვიცი. რამდენი რამ მინდა დავწერო და სიტყვებს ვერ ვპოულობ. არადა, როგორი მდიდარი ლექსიკა გვაქვს... სიტყვის ძალა უძლური აღმოჩნდა იმ ემოციასთან, რაც დღეს ჩემი საოცარი ბავშვებისგან მივიღე. ერთია იშრომო და მეორე დაგიბრუნდეს ზუსტად ის , რაც დათესე. Iა კლასი, თქვენ , ჩემი სუპერგმირები ხართ!,,დედაენა "არის ფარ-ხმალი, რომლითაც ქართველი კაცი მტერს იგერიებს!,,დედაენა "სულია ქართველი კაცისა. სიტყვები ამ წიგნში რომ წერია, ხალხის სულიდან და გულიდან არის ამოღებული.ბავშვებო,თქვენ, ჩემი სული და გული ხართ!” სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები მადლობას უხდის ამ შესანიშნავი ღონისძიების ორგანიზატორებს: სკოლის დირექტორს: ლალი მელივას. კლასის დამრიგებელს, ახალგაზრდა, უნიჭიერეს ელენე მიროტაძეს, სცენარის ავტორს და დამდგმელ რეჟიორს ლეილა თვალაბეიშვილს, დიდ მაესტროს - ნინო ბიბილურს, მხატვრებს: მარი მჟავიას და მარი დავითიძეს, მე-7ა კლასის უნიჭიერეს მოსწავლეებს საინტერესო და თემატური ილუსტრაციების შექმნისთვის. რაც მთავარია, პატარა მონაწილეებს, მომავლის ადამიანებს - პირველკასელებს ასეთი, ამხელი, დაუვიწყარი ემოციების დამბადებლებს.   

სრულად
Image 11 ივნისი 2023 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში ,,ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები" -ის სწავლებას უდიდესი ყურადღება ექცევა, როგორც თანამედროვე სამყაროში ყველაზე სწრაფ საკომუნიკაციო საშუალებას, ინფორმაციის მიღების, დაზუსტების, სანდო წყაროებისა და ნიმუშების მოპოვების ინსტრუმენტს. საგის სწავლებას უძღვება პედაგოგი ნათელიკო ჩხაიძე. იგი თეორიული მეცადინეობების გარდა მოსწავლეებს სთავაზობს სხვადასხვა ტიპის ინდივიდუალურ და პრაქტიკულ სამუშაობს, რომელიც დაფუძნებულია თანამედრივეობის ყველაზე ტრენდულ იდეებთან. ამჯერად VI კლასის მოსწავლეებს დაევალათ პროექტის შექმნა: ,,ჩემი ბიზნეს იდეა". მოსწავლეებმა საგნების პედაგოგის ჩართულობით და უშუალო მითითებით,  შექმნეს მაკეტები,  მოიძიეს ბაზარზე არსებული მოთხოვნები ,  ფასები, მომხმარებელთა მოთხოვნები და ამის საფუძველზე გააკეთეს გაანგარიშებები . ინფორმაციის მოძიებაში , დაგეგმვაში, გათვლებში და დიზაინის შექმნაში დაეხმარათ თეორიული ცოდნა, რომელიც საგანში მიიღეს წლის მანძილზე. გააკეთეს პრეზენტაციები და მაკეტები.  აუდიტორიას გააცნეს ბიზნეს გეგმები . მსგავსი აქტივობა და მათ მიერ შექმნილი პროდუქტები სამომავლოდ მოზარდებს ეხმარება ზოგადი ინფორმაციული სისტემების და ტექნოლოგიების, კომპიუტერული და პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში ძირითადი საკითხების შესწავლაში, რაც თანამედროვეობის ყველაზე საჭირო და აუცილებელი ცოდნაა.

სრულად
Image 11 ივნისი 2023 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლა 2022-23 სასწავლო წელს არაერთმა მოსწავლემ ასახელა სხვადასხვა ოლიმპიადებსა და კონკურსებზე. კინგსის ოლიმპიადაზე, ქართულისა და მათემატიკის ლიგაში ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, ოქროსა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა მე-3 კლასის უნიჭიერესი და უკეთილშობილესი მოსწავლე: დავით გოგიჩაშვილი. ვულოცავთ დავითს და მის პედაგოგებს: მზია მელივას და მარი თაბაგარს მოსწავლის ბრწყინვალე წარმატებას. დავითს კი დიდ წარმატებებს ქვეყნისა და ოჯახის გასახარად.

სრულად
Image 11 ივნისი 2023 წელი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში მრავალი ნიჭიერი მოსწავლეა. მიუხედავად ასაკისა, ისინი არ იშურებენ ძალისხმევას და ცდილობენ, კონკურსებსა და ოლიმპიადებზე - სხვადასხვა საგნებში, საკუთარი ცოდნის გამოვლენას. ამჯერად, ყველაზე დიდი მათემატიკის კონკურსის ევერესტის ფინალისტს, მე-4 კლასელ დემეტრე ნებიერიძეს წარმოგიდგენთ, რომელმაც ღირსეულად გაართვა თავი ურთულეს ეტაპებს. ასახელა სკოლა და მათემატიკის პედაგოგი ირმა წითაძე. ვულოცავთ პატარა ნიჭიერს ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ უდიდესი მწვერვალების დაპყრობას ცხოვრების ყველა ეტაპზე.

სრულად