მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
20 ივნისი 2023 წელი

წმინდა ნინოს სახელობის სკოლაში პირველკლასელებმა კიდევ ერთი შთამბეჭდავი ღონისძიება - "ნატვრის თვალი" წარმოადგინეს

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში პირველკლასელებმა კიდევ ერთი შთამბეჭდავი ღონისძიება წარმოადგინეს.
 ,,ნატვრის თვალი" -ასე უწოდა სკოლის ახალგაზრდა, ახალბედა, ნიჭიერმა პედაგოგმა - სალომე ცუხიშვილმა თეატრალურ წარმოდგენას. სცენაზე გააცოცხლეს იაკობ გოგებაშვილის უკვდავი მოთხრობები, რაც სამყაროს შემეცნების ანი და ჰოეა. მოსწავლეებმა ოსტატურად მოირგეს სხვადასხვა როლები და დიალოგებში გააჟღერეს ნაწარმოების მთავარი არსი - სათქმელი.
 მნიშვნელოვანია, ის, რომ იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფიული შტრიხებიც შეახსენეს პუბლიკას, ისაუბრეს დიდი მასწავლებლის ღვაწლსა და მიღწევებზე. ლექსები და სიმღერები მიუძღვნეს ქართულ დამწერლობასა და დედაენას.  მუსიკალური ნომრების ჯადოსნურ ჟღერადობაზე იზრუნა ნინო ბიბილურმა.