საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში განხორციელდა სხვადასხვა შინაარსის ღონისძიებები, რომელიც განსაზღვრული იყო სკოლის უპირატესობის დოკუმენტში:
ზოგადად, სკოლაში მეტი ყურადღება ექცევა მოსწავლეთა ინდივიდუალურ მიდრეკილებებს, გამორჩეულობას, სასკოლო და საქალაქო ღონისძიებებში ჩართულობას.
სკოლას აქვს სხვადასხვა ტიპის წრეები, მათ შორის - ჭადრაკის, სახვითი ხელოვნების, ცეკვის, მუსიკის.
ჩვენი მოსწავლეები მუდმივად იმარჯვებენ სხვადასხვა კონკურსებსა და ოლიმპიადებში.
სკოლა თანამშრომლობს განათლების სამინისტროსთან არსებულ შემეცნებით- საინფორმაიციო ვებგვერდ #ეტალოთან და ყველა საჭირო და საინტერესო ინფორმაცია, სკოლის მოსწავლეების წარმატებეს შესახებ ასაჯაროებს რესპუბლიკის მასშტაბით.
https://www.etaloni.ge/geo/main/index/1
სკოლა წელიწადში ორჯერ, მოსწავლეებს სთავაზობს და ლოჯისტიკურად უზრუნველყოფს ექსკურსიებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, რათა მომავალი თაობისთვის ხელშესახები გახდეს ყველა ის ისტორიული ძეგლი და ლოკაცია, რასაც ადგილზე თეორიულად შეისწავლიან.
სკოლის მისიიდან გამომდინარე, მოსწავლეებმა მაღალ აკადემიურ განათლებასთან ერთად უნდა გამოიმუშაონ უნარები და ღირებულებები, რომლებიც დაეხმარება საზოგადოებაში საკუთარი ადგილის დამკვიდრებასა და პოტენციალის რეალიზებაში. ამ საკითხთა გათვალისწინებით, სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო და სახალისო პროექტები, კომპლექსური დავალებები მშობლიურ და უცხოურ ენებზე.
წმინდა ნინოს სკოლის ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიურადა არიან ჩართულები ფსიქოლოგები: ელენე არღვლიანი, მარიამ ჯაღმაიძე, ექიმი ცირა მემანიშვილი. ისინი ყოველდღიურად ესწრებიან საგაკვეთილო პროცესს და ეხმარებიან მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ამა თუ იმ პრობლების აღმოფხვრაში. ასევე, ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში იღებენ მყისიერ ზომებს პრობლემების თავიდან ასაშორებლად.
სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგები და მოსწავლეები უდიდესი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ სასწავლო პროცესისა და ღონისძიებათა ორგანიზებას, რათა თითოეული დეტალი ყოფილიყო საინტერესო, თანამედროვე ტრენდული იდეებით გაჯერებული. ამგვარი მიდგომა და გუნდური მუშაობის პრინციპი, საუკეთესო შედეგზე ორიენტირებულს, მეტად მოტივირებულს ხდის მოსწავლეს და მასწავლებელს აკადემიურ პროცესში სრულყოფილად ჩართვის თვალსაზრისით.
ჩვენმა სკოლამ წარმატებით ჩაატარა სხვადასხვა ღონისძიებები. მთელი სემესტრის მანძილზე. ყურადღება გამახვილებული იყო: მოსწავლეთა ინდივიდუალურ მიდრეკილებებზე, გამორჩეულობაზე, სასკოლო და საქალაქო ღონისძიებებში ჩართულობაზე; სხვადასხვა ტიპის მიმართულებების, მათ შორის - ჭადრაკის, სახვითი ხელოვნების, ცეკვის, მუსიკის შესწავლაზე; სხვადასხვა კონკურსებსა და ოლიმპიადებში მონაწილეობასა და უპირობო გამარჯვებებზე; აღსანიშვავია რესპუბლიკური ოლიმპიადებზე
#ევერესტსა და #კინგსსზე მოპოვებული წარმატებები, ოქროსა და ვერცხლის მედლები, რომლის მფლობელებიც გახდნენ: თეკლა კვანჭიანი, კონსტანტინე კვანჭიანი, დავით გოგიჩაშვილი და დემეტრე ნებიერიძე. აქვე უნდა აღინიშნოს პედაგოგების: ირმა წითაძის, ლალი მელივას, ლეილა თვალაბელიშვილის, მარი თაბაგარის, მზია მელივას დამსახურებაც.
სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები: ლია ინჯია, ეკა ლომინაძე, სალომე ცუხიშვილი, ლეილა თვალაბეიშვილი, ელენე მიროტაძე მათი და მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული სხვადასხვა პროექტებსა და ღონისძიებებში: ამგვარი აქტივობები ხელს უწყობს საინტერესო და სასარგებლო პროცესებთან სრულფასოვან ადაპტაციას.
სხვადსხვა დისციპლინათა პედაგოგების ინიციატივით და მათივე სცენარით გაიმართა აქტივობები და შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები: მარი თაბაგარმა, ირინე კვანჭიანმა, და მარინე ტოხიშვილმა ღია გაკვეთილებისა და ლიტერატურული სპექტაკლების სახით წარმოაგინეს სწავლის სრული შედეგი, რომელიც გულისხმობს - მიღებული თეორიული ცოდნის საჯარო პრეზენტაციას, რაც საჭიროა არამხოლოდ საშუალო სკოლის მოსწავლისთვის, არამედ ნებისმიერი პროფესიის ადამიანისთვის.
სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა ,,ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები" -ის სწავლებას, როგორც თანამედროვე სამყაროს ყველაზე სწრაფ საკომუნიკაციო საშუალებას, ინფორმაციის მიღების, დაზუსტების, სანდო წყაროებისა და ნიმუშების მოპოვების ინსტრუმენტს.
პედაგოგი ნათელიკო ჩხაიძე თეორიული მეცადინეობების გარდა მოსწავლეებს სთავაზობს სხვადასხვა ტიპის ინდივიდუალურ და პრაქტიკულ სამუშაობს, რომელიც დაფუძნებულია თანამედრივეობის ყველაზე ტრენდულ იდეებთან. მოსწავლეებს დაევალათ პროექტის შექმნა: ,,ჩემი ბიზნეს იდეა", რასაც შესანიშნავად გაართვეს თავი: ინფორმაციის მოძიებაში , დაგეგმვაში, გათვლებში და დიზაინის შექმნაში დაეხმარათ თეორიული ცოდნა, რომელიც საგანში წლის მანძილზე მიიღეს.
კატეხიზმოს მასწავლებლის, გუგა ბენდელიანის ინიციატივით სკოლაში ჩატარდა ინტელექტუალური შეჯიბრის რამდენიმე ტური, რის შემდეგ, ჩვენი სკოლის მოსწავლეთა საუკეთესო ნაკრებმა მონაწილეობა მიიღო საქალაქო ტურზე ინტელექტუალურ თამაშში ,,რა, სად, როდის?“
სკოლის ხალხური შემოქმედების მუსიკალური გუნდი ნინო ბიბილურის ხელმძღვანელობით სახელმწიფო კონსერვატორიაში გამართულ ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივის VI ეროვნული კონკურსის გალა კონცერტზე დაჯილდოვდა ოქროს მედლით, რომელიც უკვე მესამე წელია ჩვენი სკოლის შეუცვლელ ლიდერობას ადასტურებს.
ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგის, ირმა კვანჭიანის ინიციატივით სკოლაში გაიმართა საგნობრივ-თემატური პრეზენტაციების გამოფენა.
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს ,,მე და საზოგადოების" ეგიდით ჩაუტარდათ კონკურსი
,,ჩვენ ვსწავლობთ სამოქალაქო ლექსიკონს.
მოსწავლეები გამარჯვების მოტივაციით, დიდი ინტერესით დაეუფლნენ საჭირო ტერმინებისა და ლექსიკური ერთეულების დასწავლას. შესაბამისად, წლის ბოლოს, დაჯილდოვდნენ სამახსოვრო სიგელებით.
უკვე მეორედ განხორციელდა იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატისა და საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის ერთობლივი პროექტის ,,ჩვენი დროის მშვიდობისმყოფელები,“ სადაც ქართველი და დევნილი უკრაინელი ბავშვების გაცნობა-დამეგობრების გრძელვადიან პერსპექტივას ჩაეყარა საფუძველი. ქართველი და უკრაინელი მოსწავლეების შემოქმედებითი კოლაბორაციის შედეგად შექმნა მხატვრული ტილოები საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. აღნიშნული პროექტის ავტორმა სოფი გორგილაძემ სახვითი ხელოვნების პედაგოგების: მარი მჟავიას, მარი დავითიძის და მოსწავლეთა უშუალო ჩართულობით წარმატებით გაასრულეს ეს ეტაპიც.
ასევე დიდი ყურადღება ექცევა საბუნებისმეტყველო საგნების შესწავლას. საგანი “ჩვენი გარემოს“ შესწავლაში მნიშვნელოვანი როლი ეკუთვნის ეკოლოგიის საკითხებს.
მოსწავლეები დიდი ხალისითა და მონდომებით ერთვებიან სხვადასხვა ღონისძიებებსა და აქტივობებში, კერძოდ, ჩართულები იყვნენ გარემოს დაცვის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაში და აქტიური მონაწილეობისათვის გადაეცათ სიგელები.
მოსწავლეებმა სხვადასხვა საგნების პედაგოგთა ჩართულობით და უშუალო მითითებით:
მზია თათარაშვილი, ნათია ხუჭუა, თეონა ბაიაშვილი, მარი დავითიძე, მარი მჟავია, კლარა ღურწკაია შექმნეს სხვადასხვა პროდუქტი და ჩაატარეს აქტივობები.
მოაწყვეს გამოფენა: პლაკატების, ბუკლეტების, კომიქსების, მაკეტებისა და ხელნაკეთი ნივთების. შექმნეს ,,მოლაპარაკე მაისურები საკუთარი სლოგანით“ და დარგეს ხე.
ეს აქტივობა ინტეგრირებული გაკვეთილების გაერთიანების მოდელია, რომელიც აერთიანებს სამ საგანს: ბუნება, ინგლისური და სახვითი ხელოვნება.
მსგავსი აქტივობა და მათ მიერ შექმნილი პროდუქტები მოზარდებს ეხმარება რეალური ეკოლოგიური პრობლემების გააზრებასა და მათი დაძლევის სხვდასხვა ხერხების შემუშავებაში.
პედაგოგი ელენე მელიქიძე უკვე მრავალი წელია ასწავლის #ქიმიას და თამამად შეიძლება ითქვას, რომ არაერთი წარმატებული მოსწავლე აღუზრდია. მიმდინარე წლის დასასრულს პედაგოგმა კიდევ ერთ ექსპერიმენტულ კოლაბორაციაში ჩააბა VIII- IX და X კლასის მოსწავლეები. გაკვეთილის მიზანი იყო წლის მანძილზე მიღებული თეორიული ცოდნის ქიმიური ცდებით პრეზენტირება. გაკვეთილი საინტერესო და სანახაობრივად ესთეტიური გამოვიდა.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით,სკოლაში გაიმართა სპექტაკლი ,,მარაბდის გმირები და ცხრა ძმა ხერხეულიძე" .
რომელიც უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს საიუბილეო თარიღს მიეძღვნა. სკოლის დირექტორმა ლალი მელოვამ და მოსწავლეებმა საკუთარი მოსაზრება გაუზიარეს ტელეკომპანია საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნება" -ს ერთსულოვნების გადამღებ ჯგუფს.
ადმინისტრაციის ინიციატივით საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლას ლეგენდარული ლეო ანთაძე ეწვია. მსახიობმა წაიკითხა ამონარიდები უკვდავი პოეტური შედევრებიდან და სცენაზე გაცოცხლა ლიტერატურული გმირები...
გარდასახვის ხელოვნებით და სამსახუობო ოსტატობით მონუსხული მოზარდმა თაობამ მქუხარე აპლოდისმენტები არ დაშურა. ,,სხვა საქართველო სად არის ?!
ამ ტაეპით დაასრულმა დიდმა არტისტმა შოუ და თვალზე ცრემლმომდგარი, გულაჩუყებული დარბაზი შეულეველი ემოციით შეჰყურებდა 90 წლის, მართლაც გენიალურ ადამიანს. ჩვენი ქვეყნის სიამაყესა და სინდისს
ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის ირინე კვანჭიანის ინიციატივით და პირადი მოწვევით სკოლას მანანა ჩიტიშვილი ესტუმრა და გაიმართა პოეტის შემოქმედებითი დილა.
ეს გახლდათ პოეზიის დღესასწაული, მართალი, გულში ჩამწვდომი სიტყვის, სულიერების, დიდსულოვნების, ცხოვრების ქარტეხილებთან შეჭიდების და მარადიულ ფასეულობებთან თვალის გასწორების გულწრფელი ეპიზოდები.
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სახელოვნებო დარგის მიმართულებებს.
სახვითი ხელოვნების პედაგოგები უდიდეს ძალისხმევას იჩენენ შემოქმედებითი აზროვნების მოსწავლეების მიმართ - შედეგიც უნიკალურია - ისინი არაერთი კონკურსის გამარჯვებულები და მედალოსნები არიან. ამ მიმართულებით გამოირჩევიან მოსწავლეები, რომლებსაც სახვითი ხელოვნება თითქმის პროფესიონალის დონაზე აქვთ ათვისებული. ტექნიკის სრულყოფაში კი მათი პედაგოგები მარიამ მჟავია და მარი დავითიძე უწევენ კონსულტაციებს. საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა კონკურსი:
,,ნახატები ბიბლიურ თემებზე".
კონკურსანტებს წაუკითხეს ამონარიდები წმინდა წერილიდან (ძველი და ახალი აღთქმა), რომლის მიხედვითაც ადგილზე დახატეს ბიბლიური პასაჟები. ტექსტების სრულყოფილად გააზრებაში კი მათ დახმარება გაუწია სკოლის კატეხიზმოს პედაგოგმა გუგა ბენდელიანმა. ამ ეტაპზეც ისახელეს თავი ჩვენმა მოსწავლეებმა და ლიდერები გახდნენ.
სპორტი რომ ჯანსაღი ცხოვრების მთავარი გარანტია ეს კარგად იცის საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლა -ის თითოეულმა მოსწავლემ. მოტივაციას კი სასკოლო გარემოში კვალიფიციური, პრაქტიკოსი პედაგოგები ქმნიან.
სკოლაში გაიმართა საფეხბურთო ჩემპიონატის კვირეული, რომელშიც მონაწილეობენ
VII - XI კლასის მოსწავლეები. დილიდან სტადიონზე მობილიზდნენ გულშემატკივრები და მხარდამჭერი პლაკატებით გულმხურვალედ ამხნევებდნენ რჩეულ გუნდებს.
მართლაც უნიჭიერესი თაობა გვყვავს. თავდაჯერებული, მოტივირებული, გაბედული, პრინციპული და ყველა სიკეთით შემკული. მომავალი მათია.
პედაგოგები ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, როცა სკოლის ადმინისტრაციამ #თვითმმართველობის კვირეული გამოაცხადა .
კვირეულის ფარგლებში, სკოლის თვითმმართველობის ინიციატივით შემუშავდა სამოქმედო გეგმა და პროგრამა, სადაც მოსწავლეებმა შეითავსეს დირექტორის, მასწავლებლების, კლასის დამრიგებლების ფუნგციები და შესანიშნავად გაართვეს თავი საგაკვეთილო პროცესს.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში აკადემიკოს შალვა ამონაშვილთან გაიმართა საჯარო შეხვედრა თემაზე: „ჰუმანური პედაგოგიკა - აღზრდის საიდუმლო“.
სტუმარმა მიმოიხილა ჰუმანური პედაგოგიკის არსი, სკოლისა და მასწავლებლის როლი ბავშვის განვითარების პროცესში.
საჯარო შეხვერას ესწრებოდნენ ჩვენი სკოლის წარმომადგენლები. ბატონ შალვა მომავალ სასწავლო წელს ეწვევა ჩვენი სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს .
ბათუმის საჭადრაკო კლუბ,, ნონას" წევრებმა წარმატებით იასპარეზეს საქართველოს ვაჟთა და ქალთა სწრაფ ჭადრაკში-,,ნანა იოსელიანის თასი-2023"
ჩვენი სკოლის ჭადრაკის პედაგოგი მირანდა მიქაძე ,მორიგი წარმატებით III ადგილს დაეუფლა.
2023 წლის 3 ივნისს გაიმართა პროექტი,,ვიზიტი ანუ სვლა მშვიდობის მშენებლობისთვის’’,
რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის და წეროვანის N3 საჯარო სკოლის დევნილი მოსწავლეები.
პროექტი წარმოადგენდა გაცნობა-დამეგობრების აქტს სხვადასხვა ტიპის კოლაბორაციებით ,,სამშვიდობო განათლების“ ფარგლებში.
პროექტის ავტორი - სოფიკო გორგილაძე.
პროექტის გენერალური სპონსორია
ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი - Isnc. ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი - Isnc
აქტიური მხარდამჭერი და განმხორციელებელი სკოლის პედაგოგები და უშუალოდ მისი დირექტორი ლალი მელივა. პროექტის ხელმძღვანელების მიერ შერჩეული პროფესიონალი პედაგოგების მხრიდან, ეს იყო კიდევ ერთი მცდელობა სხვადსხვა აქტივობებით დახმარებოდნენ მოსწავლეებს, როგორც ადგილობრივ, ასევე სტუმრებს სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაში, ჰქონდეთ განსხვავებული და თავისუფალი აზრის გამოხატვის, პატივისცემისა და მიმღებლობის უნარი.
სკოლაში დიდი პომპეზურობით ჩატარდა ბოლო ზარი, სადაც ჩვენი სკოლის კურსადამთავრებულებმა წარმოსთქვეს მადლიერებით და სიყვარულით სავსე სიტყვები, პედაგოგებისა და ზოგადად განვლილი სასწავლო პროცესის მიმართ.
ვუსურვებთ მათ წარმატების მწვერვალების დაპყრობას.
გასული სასწავლო წელი გამოირჩევა უდიდესი აქტივობით, ჩართულობით, გუნდურობით, აკადემიური და შემოქმედებითი პროექტებით, სადაც ჩართული იყო თითოეული კათედრა.
• ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა;
• საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა;
• მათემატიკის და ისტ-ის კათედრა;
• საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრა;
• ინგლისური ენის კათედრა,
• უცხოური ენების კათედრა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან რუსული და ფრანგული ენის მასწავლებლები;
• დაწყებითი კლასების კათედრა,
• სპორტისა და ესთეტიკური აღზრდის კათედრა;რომლის შემადგენლობაშიც შედიან სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, არჩევითი საგნის – ხელოვნების ისტორიის, მუსიკის, სპორტის, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლები.
• მადლობას გიხდით თითოეულ პედაგოგს თანადგომისთვის, ჩართულობისთვის, მაღალი პროფესიული ხარისხის გამოვლენისთვის, გუნდურობისა და ყველა იმ ჩართულობისთვის, რომელიც მომავალი თაობის აღზრდას ემსახურება.
პატივისცემით წმინდა ნინოს სკოლის დირექტორი ლალი მელივა.