საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეები დაწყებითი კლასებიდანვე დიდი ინტერესით ეცნობიან ჩვენი დედქალაქის დაარსების და განვითარების ისტორიას.
თბილისზე არაერთი საინტერესო პრეზენტაცია და ღონისძიება გაუმართავთ.
მე-3 კლასის მოსწავლეებმა სრულიად განსხვავებული ნარატივით წარმოადგინეს ჩვენი ქალაქის ამბები. ისტორიულ და ლიტერატურულ ჭრილში, საინტერესო ასპექტებით მიმოიხილეს და გაიხსენეს
,,რას გადაურჩა თბილისი“
და საუკუნეების გადმოსახედიდან გააცოცხლეს სიუჟეტები, რომელიც არამხოლოდ მეფეთა ისტორიებზე მოგვითხრობდა, არამედ ყველა სამაგალითო ქართველზე, რომლებმაც სულიერი და ფიზიკური ძალისხმევით ასახელეს, დღემდე მოიტანეს ქართული სახელმწიფო
,,რას გადაურჩა თბილისი“ - კოლოსალური შრომა ჩადო ამ ამბის ასე საინტერესოდ წარმოდგენისთვის კლასის დამრიგებელმა ლია ინჯიამ, რომელმაც მრავალი თაობა აღზარდა და დღესაც უდიდესი შემართებით განაგრძობს ამ კეთილშობილურ მისიას.
პედაგოგების: ემა ჭუჭულაშვილის, ანა ხელაიას, ნინო ბიბილურის და ნათია ხუჭუას ძალისხმევით ბავშვებმა სხვადასხვა ენაზე წარმოადგინეს ჩვენი დედაქალაქის ამბები. ქართული ცეკვით და სიმღერით გაამშვენიერეს ეს შესანიშნავი წარმოდგენა: გიგი შიხიაშვილიმა, ნინო ჯგერენაიამ, გეგა ლაშაურიმა, გაბრიელა ვოლკოვიჩმა, მართა ჩაუდჰარიმ, თათული (თამარ) კევლიშვილიმა, დემეტრე ჩიტაიშვილმა, სანდრო გრიგალაშვილმა, ნიკოლოზ ახალკაცმა, მარია გიგუაშვილმა, ბარბარე მჟავიამ და გიორგი კანდელაკმა შესანიშნავად, გააზრებულად მოგვითხრეს, გვიმღერეს და ქორეოგრაფიული ელემენტებით გააცოცხლეს ამბავი, რომელიც უძველეს სტრიქონებს გაგახსენებთ:
შენ აგიხსნია ბევრი ქარაგმა,
ქორონიკონის კენტი და ლუწი,-
მაგრამ არ იცი, ჩვენმა ქალაქმა
რა სურათები მოქარგა უწინ.
სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები წარმატებას უსურვებრნ საამაყო მომავალ თაობას, მშვიდობიანი და ლაღი მომავალის იმედით.