მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
13 ივნისი 2023 წელი

წმინდა ნინოს სახელობის სკოლის პირველკლასელთა ღონისძიება - "ჩვენი საუნჯე"

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნონოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში პირველკლასელებთან კიდევ ერთი შესანიშნავი ღონისძიება გაიმართა. ეს წარმოდგენა მხოლოდ ერთი კონკრეტული ამბავი არ ყოფილა. არაჩვეულებრივი წარდგენა იყო მთელი წლის ნაღვაწის, რომელიც შესანიშნავი მაგალითია გუნდურობის, კეთილგანწყობის, საიმედობის, შედეგიანობის და სწორედ ცოდნის კენწეროზე სიამტკბილობით ასვლის, რომელმაც სიტყვის ძალით, ერთობით და ბავშების უზადო სიყვარულით შეიარაღებულმა არაჩვეულებრივ სანახაობას გვაზიარა.  Ეს ერთგვარი ლიტერატურული აქტიც იყო, ეროვნული სულით გაჟღენთილი. მეგობრებისა და კოლეგების, სწორი სუბორდინაციით და პატივისცემით გამსჭვალული.  მოსწავლეებმა კი ფრთები შეასხეს იმ იდეის განხორციელებას, რომელიც მხოლოდ შემოქმედებითმა ჯგუფმა იცის რა სირთულეებთანაცაა კავშირში.
 ყოველივე ამის აღქმაში კი დიდ გასაქანი მოგვცა მისმა აღმატებულება- ემოციამ!
რამდენჯერ დავრჩენილვართ აღტაცებულნი ნიჭიერი ადამიანების შემოქმედებით, შრომისუნარიანობით, თავდადებით.
სკოლაში, დირექტორის ქალბატონ ლალი მელივას გადაწყვეტილებით, რამდენიმე წელია, შესანიშნავი ტრადიცია არსებობს. პედაგოგები ხშირად ესწრებიან სხვადასხვა დისციპლინების სწავლების პროცესს. ამით არამარტო კოლეგების მეთოდებს და მოსწავლეების შესაძლებლობებს იზიარებენ და აფასებენ, არამედ, საკუთარ ხარვეზებსაც შეიცნობენ. ბუნებრივია, ნიჭიერი კოლეგა კარგი გზამკვლევია, სწორი მიმართულების, მეთოდის, ტრენდული - ჰუმანური პედაგოგიკის #ShowMan/Woman…
თანამედროვე სამყაროს განსაკუთრებულობა ის გახლავთ, რომ ძირითადად #ინდიგობავშვები იბადებიან. ძნელია, ისეთი რამ შესთავაზო, რომ გააკვირვო, დააინტერესო, ნაბიჯ-ნაბიჯ მიიდევნო, ,,მოიშინაურო“, სამეცნიერო ელიტა კი მათ განსაკუთრებულობას ასე განმარტავს: ,, გამოირჩევიან ზემაღალი ცნობიერებითა და მახვილი ინტუიციით. ზოგიერთი მკვლევარი ინდიგო ბავშვების დაბადებას უკავშირებს ცნობიერების ახალ სიხშირეზე გადასვლას, რომელიც ახალი, ანუ ინდიგოს თაობის მიერ მთელი რიგი მიდგომების ახლებურად გააზრებასა და პრობლემატური საკითხების გადაჭრას გულისხმობს. ეს ის პრობლემებია, რომლებსაც დღევანდელი კაცობრიობა ვერაფერს უხერხებს.’’
 სრულიად გადაუჭარბებელად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სკოლაში ,,მომავლის“ პედაგოგები ასწავლიან. ლეილა თვალაბეიშვილის ნებისმიერი საფეხურის საგაკვეთილო პროცესის ხილვისას ამაში კიდევ მეტად დარწმუნდებით. პირველკლასელთა წარმოდგენამ
,,ჩვენი საუნჯე“ სისავსის, სიყვარულის, პროფესიონალიზმის, კომპეტენტურობის, გემოვნების, სისადავის და მრავალი ადამიანური ემოციის განცდა დატოვა, რომელიც სულის საუნჯეა და
,,არც ცხადით ძალით წაერთმის, არც მალვით მოიპარების,’’ სწორედ, რომ ,, „რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების, საშვილიშვილოდ გადაეცემის“...
ძნელია ანცი პირველკალელების დამორჩილება, ყველას თავისი სათქმელი აქვს, თითოეული მათგანი ცდილობს განსაკუთრებული ადგილი მოიპოვოს მასწავლებლის გულსა და უბეში და სწორედ, რომ სწორად დაწერილმა, გააზრებულმა დრამატურგიულმა ტექსტებმა მაგიური ზეგავლენა მოახდინა პატარებზე. ,,ერთობის ძალა’’ მთელი სიმძაფრით განაცდევინა. მწვერვალზე ასვლის სიტკბოება და სიტყვის ძალა დარბაზში მყოფმა საზოგადოებამ მქუხარე აპლოდისმენტებით და ენით გამოუთქმელი აღტაცებით დააჯილდოვა.
იდეალურად შესრულებული სამუშაო - მთელი წელი თავდაუზოგავი შრომის შედეგი გახლდათ, სწორად შერჩეული როლები, სწორი და მკაფიო დეკლმაცია, თემატური დეკორაცია, კოსტუმები, მასწავლებლის მიერ შექმნილი ხელნაკეთი #დედაენა, ფიგურებად ჩამოსხმული დაუვიწყარი, კოლორიტი პერსონაჟები - ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც მოსწავლეების ყოველდღიურ სასწავლო პროცესს თან სდევს, როგორც თვალსაჩინოება, რომელიც დანახვისთანავე სამუდამოდ დაიდებს ბინას პატარების გულებში.
უდიდესია ახალგაზრდა, ნიჭიერი დამრიგებლის ელენე მიროტაძის როლი ამ შესანიშნავი ღონისძიების დაგეგმვასა და სრულყოფაში. უდაოდ დიდი ავტორიტეტი და ნდობა მოიპოვა მან პატარების გულებში და შედეგიც შესანიშნავი დადგა.
თავად სცენარის ავტორი და დამდგმელ რეჟიორი ლეილა თვალაბეიშვილი ემოციურად აღნიშნავს: ,,საიდან დავიწყო არ ვიცი. რამდენი რამ მინდა დავწერო და სიტყვებს ვერ ვპოულობ. არადა, როგორი მდიდარი ლექსიკა გვაქვს... სიტყვის ძალა უძლური აღმოჩნდა იმ ემოციასთან, რაც დღეს ჩემი საოცარი ბავშვებისგან მივიღე. ერთია იშრომო და მეორე დაგიბრუნდეს ზუსტად ის , რაც დათესე. Iა კლასი, თქვენ , ჩემი სუპერგმირები ხართ!
,,დედაენა "არის ფარ-ხმალი, რომლითაც ქართველი კაცი მტერს იგერიებს!
,,დედაენა "სულია ქართველი კაცისა. სიტყვები ამ წიგნში რომ წერია, ხალხის სულიდან და გულიდან არის ამოღებული.
ბავშვებო,
თქვენ, ჩემი სული და გული ხართ!”
 სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები მადლობას უხდის ამ შესანიშნავი ღონისძიების ორგანიზატორებს: სკოლის დირექტორს: ლალი მელივას. კლასის დამრიგებელს, ახალგაზრდა, უნიჭიერეს ელენე მიროტაძეს, სცენარის ავტორს და დამდგმელ რეჟიორს ლეილა თვალაბეიშვილს, დიდ მაესტროს - ნინო ბიბილურს, მხატვრებს: მარი მჟავიას და მარი დავითიძეს, მე-7ა კლასის უნიჭიერეს მოსწავლეებს საინტერესო და თემატური ილუსტრაციების შექმნისთვის. რაც მთავარია, პატარა მონაწილეებს, მომავლის ადამიანებს - პირველკასელებს ასეთი, ამხელი, დაუვიწყარი ემოციების დამბადებლებს.