მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
14 ივნისი 2023 წელი

მე-2 კლასების ღონისძიება - "ჯადოსნურ კუნძულზე"

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლას წელიწადის ამ დროს თუ ესტუმრებით დარწმუნდებით, რომ ჯადოსნურ სამყაროში მოხვდით...
ამჯერად, სკოლის მეორე კლასელებმა
მართლაც შთამბეჭდავი მეგზურობა გაგვიწიეს და
 ,,ჯადოსნურ კუნძულზე" გვამოგზაურეს.
გაგიკვირდებათ და ამ სანახაობაში დაუჯერებელი არაფერი იყო .
კლასის დამრიგებლების
 ეკა ლომინაძის და მაია ხელაძის ხალისიანი ჩართულობით მოსწავლეებმა ოსტატურად მოირგეს ფლორის, ფაუნის წარმომადგენელთა, ტყის მცველთა როლები და ისეთი აქტუალური გზავნილები გააჟღერეს, რაც თანამედროვე სამყაროში ყველაზე ტრენდულია ეკოლოგიის თვალსაზრისით.
ასე, რომ ამგვარი ,,ჯადოსნობით" დიდებიც ჩავერთეთ თეატრალურ აქციაში, რასაც ბუნების დაცვა და გაფრთხილება ჰქვია.
 მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები დიდი ოსტატობით შეარჩიეს ნინო ბიბილურმა და ნათია ხუჭუამ.