მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
15 ივნისი 2023 წელი

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს "მე და საზოგადოების" ეგიდით ჩაუტარდათ კონკურსი - "ჩვენ ვსწავლობთ სამოქალაქო ლექსიკონს"

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეებში საგანი
  ,,მე და საზოგადოება" დიდი პოპულარობით გამოირჩევა და შესაბამისად, შესწვლის ინტერესიც დიდია.
 საგნის პედაგოგი ირმა კვანჭიანი შესანიშნავად ფლობს შესაბამის კომპეტენციებს, რომელიც აღნიშნული დისციპლინის მასწავლებელს უნდა ჰქონდეს: იგი კარგად იცნობს მოზარდების ფსიქიკას, თანამშრომლობს მშობლებთან, აქვს ინფორმაცია მოსწავლეთა პიროვნული თვისებების, მათი გარემოს, წინარე ცოდნის, სოციალური უნარის შესახებ და შესაბამისად, მოსწავლეები სტანდარტით განსაზღვრულ შედეგებზე გაიყვანა წლის ბოლოს.
 სწავლების შესაბამისი სტრატეგიების გამოყენებით თვალსაჩინოების დამზადება, საგაკვეთილო პროცესში უშუალოდ პედაგოგის მითითებით ხდება, რაც საინტერესო და დასამახსოვრებელ ეტაპებს ქმნის. ამგვარი პრაქტიკა, თეორიულ ცოდნასთან ერთად, სამომავლოდ მათ მაღალი მოქალაქეობრივი შეგნების პიროვნებებად ჩამოაყალიბებს .
 დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს
,,მე და საზოგადოების" ეგიდით ჩაუტარდათ კონკურსი:
 ჩვენ ვსწავლობთ სამოქალაქო ლექსიკონს.
 მოსწავლეები გამარჯვების მოტივაციით, დიდი ინტერესით დაეუფლნენ საჭირო ტერმინებისა და ლექსიკური ერთეულების დასწავლას. შესაბამისად, დაჯილდოვდნენ სამახსოვრო სიგელებით, რომელიც მათ სკოლის დირექტორთან, ქალბატონ ლალი მელივასთან ერთად გადასცა საგნის პედაგოგმა ირმა კვანჭიანმა.      
 სკოლის ადმინისტრაცია ქალბატონ ირმას და მის მოსწავლეებს ულოცავს ამ გამაეჯვებას. უსურვებს, სამომავლოდ უფრო მასშტაბურ პროექტებსა და ღონისძიებებში გამარჯვებას .