საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში ,,ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები" -ის სწავლებას უდიდესი ყურადღება ექცევა, როგორც თანამედროვე სამყაროში ყველაზე სწრაფ საკომუნიკაციო საშუალებას, ინფორმაციის მიღების, დაზუსტების, სანდო წყაროებისა და ნიმუშების მოპოვების ინსტრუმენტს.
საგის სწავლებას უძღვება პედაგოგი ნათელიკო ჩხაიძე. იგი თეორიული მეცადინეობების გარდა მოსწავლეებს სთავაზობს სხვადასხვა ტიპის ინდივიდუალურ და პრაქტიკულ სამუშაობს, რომელიც დაფუძნებულია თანამედრივეობის ყველაზე ტრენდულ იდეებთან.
ამჯერად VI კლასის მოსწავლეებს დაევალათ პროექტის შექმნა: ,,ჩემი ბიზნეს იდეა". მოსწავლეებმა საგნების პედაგოგის ჩართულობით და უშუალო მითითებით, შექმნეს მაკეტები, მოიძიეს ბაზარზე არსებული მოთხოვნები , ფასები, მომხმარებელთა მოთხოვნები და ამის საფუძველზე გააკეთეს გაანგარიშებები . ინფორმაციის მოძიებაში , დაგეგმვაში, გათვლებში და დიზაინის შექმნაში დაეხმარათ თეორიული ცოდნა, რომელიც საგანში მიიღეს წლის მანძილზე. გააკეთეს პრეზენტაციები და მაკეტები. აუდიტორიას გააცნეს ბიზნეს გეგმები .
მსგავსი აქტივობა და მათ მიერ შექმნილი პროდუქტები სამომავლოდ მოზარდებს ეხმარება ზოგადი ინფორმაციული სისტემების და ტექნოლოგიების, კომპიუტერული და პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში ძირითადი საკითხების შესწავლაში, რაც თანამედროვეობის ყველაზე საჭირო და აუცილებელი ცოდნაა.