მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
15 ივნისი 2023 წელი

I-V კლასების საჭადრაკო ტურნირი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში მოსწავლეები დიდი ინტერესით ეუფლებიან მსოფლიოში ყველაზე ინტელექტუალურ თამშსს - ჭადრაკს,  რომელიც ხელს უწყობს აზროვნების, ლოგიკის, ყურადღების კონცენტრაციას, თვითკრიტიკის განვითარებას.
გამარჯვებისაკენ სწრაფვას და მოზარდის გონებრივი განვითარებისთვის მნიშვნელოვან ეტაპებს.
ჭადრაკის თამაშში მკაფიოდ ვლინდება პიროვნების ხასიათის ინდივიდუალურობა.
მრავალი წელია სკოლაში სპორტის ამ პოპულარულ სახეობას ასწავლის მრავალი საჭადრაკო ტურნირის და ჩემპიონატის გამარჯვებული  მირანდა მიქაძე.
მირანდა მასწავლებელი დიდი გულისხმიერებით და სიყვარულით უზიარებს დამწყებ მოჭადრაკეებს საკუთარ გამოცდილებას. ამით უდიდეს ინტერესს და მოტივაციას უქმნის მოზარდებს მომავალი წარმატებისთვის.
რაც ნიშნავს, ინტელექტუალური განვითარებისთვის მუდმივ, დაუღალავ, შეუპოვარ ბრძოლას.
სასწავლი წლის ბოლოს გაიმართა საჭადრაკო ტურნირი   I -დან Vკლასების ჩართულობით.
ყველაზე მეტი ქულის მფლობელი ფინალურ ეტაპზე გადავიდა, სადაც გამოვლინდნენ გამარჯვებულები და დაჯილდოვდნენ სამახსოვრო სიგელებით.
სკოლის ადმინისტრაცია ნორჩ მოჭადრაკეებს ულოცავს გამარჯვებას და უსურვებს გამარჯვების მწვერვალების დაპყრობას