მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
21 აპრილი 2023 წელი

დედამიწის დღე წმინდა ნინოს სახელობის სკოლაში

22 აპრილს დედამიწის დღე აღინიშნება. საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში პირველკლასელებმა გარემოს დაცვის მხარდამჭერი ღონისძიება გამართეს. ქართულისა და ბუნების მასწავლებლები მარი თაბაგარი და ნათია ხუჭუა მათ დედამიწის მნიშვნელობაზე, ბუნების გაფრთხილებასა და ჯანსაღი გარემოს შექმნაზე ესაუბრნენ.

ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე ჯანსაღი გარემოს შექმნაში ადამიანის როლზე იმსჯელეს. მსჯელობის პროცესში მოსწავლეები თვითონვე მივიდნენ დასკვნამდე, თუ როგორ არ უნდა იქცეოდეს ადამიანი. მათ ერთმნიშვნელოვნად ჩამოაყალიბეს, რომ არ უნდა დაანაგვიანონ გარემო, არ დააბინძურონ მდინარეები, არ მოჭრან ხეები, ტყეში არ დაანთონ ცეცხლი, არ დახოცონ ცხოველები, არ ითევზაონ აკრძალულ ადგილებში.

პირველკლასელებმა დედამიწასა და ბუნების თემაზე წაიკითხეს მზია გოგნიაშვილისა და მარი თაბაგრის ლექსები.
დასასრულს, სახვითი ხელოვნების მასწავლებელმა მარი დავითიძემ მოსწავლეებს საინტერესო ნახატები შეაქმნევინა.