მიმდინარე სიახლე

Arrow Down Icon
17 მარტი 2023 წელი

"გაზაფხულის დღესასწაული" წმინდა ნინოს სახელობის სკოლაში

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის სკოლაში გაიმართა ლიტერატურული საღამო "გაზაფხულის დღესასწაული". მე-4ბ და მე-6ა კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ქართველ კლასიკოსთა პოეტური და ლიტერატურული შედევრები.

ღონისძიების ორგანიზატორმა, ფილოლოგმა სოფი გორგილაძემ წარმოადგინა კოლაბორაციული სცენარი სახვითი ხელოვნების პედაგოგ - მარი მჟავიასთან და მუსიკის მასწავლებელთან- ნინო ბიბილურთან ერთად.    

აღნიშნული პროექტის განხორციელებაში უცვლელი მხარდამჭერი სკოლის ადმინისტრაცია და დირექტორი ლალი მელივა გახლდათ.